Plasmon
დისმატექსი / DISMATEX®


შემადგენლობა

ხეპილპილას ნაყოფისაგან მიღებული მშრალი ექსტრაქტი. თითო მყარი კაფსულის აქტიური შემადგენელი ნაწილი არის 4.0 მგ. ხეპილპილას ნაყოფისაგან მიღებული მშრალი ექსტრაქტი. მშრალი ნაყოფის/ექსტრაქტის თანაფარდობა არის (7-13:1). ექსტრაქტის გამხსნელად გამოიყენება ეთილის სპირტი 60%. სხვა ინგრედიენტებია: თხევადი გლუკოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმის ორჟანგი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, ხორბლის სახამაბელი და ტალკი. ჟელატინის კაფსულები მზადდება ჟელატინისაგან, ნატრიუმის ლაურილ სულფატისაგან და ტიტანის დიოქსიდისაგან (E-171).

ჩვენებები
დისმატექსი წარმოდგენილია მყარი კაფსულის სახით. თითო კოლოფი შეიცავს 30 მყარ კაფსულას. ეს მედიკამენტი არის გინეკოლოგიური პრეპარატი. დისმატექსი® გამოიყენება მკერდის შესიების დროს, რომელსაც თან ახლავს ტკივილი, წინამენსტრუალური სინდრომით გამოწვეული დაძაბულობისას, ასევე გაღიზიანების დროს, რომელიც წარმოიშობა აღნიშნული სიმპტომებიდან

მიღების წესები და დოზები
დაიცავით ქვემოთ მოცემული წესები თუ თქვენი ექიმისგან არ გაქვთ მიღებული სხვა ინსტრუქცია:
• არ დაგავიწყდეთ მედიკამენტის მიღება.
მოზრდილებში:
• რეკომენდებული დოზა არის ერთი მყარი კაფსულა დღეში ერთჯერ. 
• დისმატექსი® მიიღება ორალურად და თუ შესაძლებელია ყოველ დღე ერთი და იმავე დროს. მკურნალობის რეკომენდირებული ხანგრძლივობაა 3 თვე.
• თუ თვლით, რომ დისმატექსის® ეფექტი მეტად ძლიერი ან სუსტია თქვენთვის, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ დაგავიწყდათ დისმატექსის® მიღება
• არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის ასანაზღაურებლად. 
დისმატექსის® გამოყენებამდე
არ მიიღოთ დისმატექსი® შემდეგ შემთხვევებში
• ალერგია პრეპარატის ნებისმიერი ინგრედენტის მიმართ;
• ჰიპოფიზის სიმსივნე (თავის ტვინის დანამატი) ან მკერდის სიმსივნე;

გვერდითი მოვლენები
ისევე როგორც სხვა მედიკამენტებმა, დისმატექსმაც® შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები. იშვიათად შესაძლებელია აღინიშნოს ქავილი. თუ შენიშნავთ ამ ან სხვა რეაქციებს, შეწყვიტეთ მკურნალობა და კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

ორსულობა და ლაქტაცია
• დისმატექსი® არ გამოიყენოთ ორსულობის პერიოდში
ლაქტაცია
• დისმატექსი® არ გამოიყენოთ ლაქტაციის პერიოდში, რადგან ცხოველებზე ჩატარებულ ლაბორატორიულ კვლევაში ხეპილპილას ნაყოფის მიღების შემდეგ დაფიქსირდა რძის წარმოქმნის პროცესის შემცირება.

განსაკუთრებული მითითებები
• დიაბეტიანმა პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ თითო კაფსულა შეიცავს 36 მგ გლუკოზას.
• მიუხედავად იმისა თუ ღებულობდით რეკომენდირებულ დოზას და რეგულარულად იცავდით მკურნალობის წესებს გაუარესდება 8 კვირიანი მკურნალობის შემდეგ.
თუ სიმპტომები გრძელდება ან გაუარესდება კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ბავშვებში და ჩვილებში.

ჭარბი დოზირება
• ჭარბი დოზირების ეფექტები ჯერჯერობით არ არის დადგენილი. ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში მიღებული დოზის დასადგენად მიაკითხეთ აუხლოეს საავადმყოფოს ან დაუკავშირდით ტოქსიკოლოგიური ცენტრის საინფორმაციო სამსახურს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
• მიაწოდეთ თქვენს ექიმს ინფორმაცია თუ ღებულობთ ან ღებულობდით სხვა, მათ შორის რეცეპტის გარეშე გასაცემ მედიკამენტებს.
• დისმატექსის® ეფექტურობა შესაძლებელია შეიცვალოს თუ იმავდროულად ღებულობთ სხვა მედიკამენტებს.
• კვლევებმა აჩვენა, რომ დისმატექსის® გამოყენებამ დოპამინის რეცეპტორ ანგტაგონისტებთან ერთად შესაძლებელია გამოიწვიოს თითოეულის სამკურნალო ეფექტის ჯვარედინი შემცირება.

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ თავისივე შეფუთვაში არაუმეტეს 30 C ტემპერატურაზე. არ გამოიყენოთ დისმატექსი® კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. დისმატექსი® შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
შენახვის ვადა:3 წელი

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ( გაიცემა რეცეპტის გარეშე)

სად შევიძინოთ?