შემადგენლობა: 1 დოზა (10 მლ) შეიცავს-აქტიურ ნივთიერებებს: 9,05გრ ჰიდროლატს მიღებულს 2,25გრ ჭინჭრის ფესვების მშრალი ექსტრაქტისგან( Urtíca dióica); 0,16გრ მცოცავი პალმის ნაყოფის მშრალი ექსტრაქტისგან( Serenoa repens fructus); 0,25გრ ცხენისწაბლას თესლის მშრალი ექსტრაქტისგან( (Aesculus hippocastanum dry extract); 0,315გრ გოგრის მშრალი ექსტრაქტისგან(Cucúrbita pеpo dry extract).
1 მლ შეიცავს - აქტიურ ნივთიერებებს: 905მგ ჰიდროლატს მიღებულს 225მგ ჭინჭრის ფესვების მშრალი ექსტრაქტისგან ( Urtíca dióica); 16მგ მცოცავი პალმის ნაყოფის მშრალი ექსტრაქტისგან( Serenoa repens fructus); 25მგ ცხენისწაბლას თესლის მშრალი ექსტრაქტისგან( (Aesculus hippocastanum dry extract); 31,5მგ გოგრის მშრალი ექსტრაქტისგან (Cucúrbita pеpo dry extract).
დამხმარე ნივთიერებები: პოლიეთილენგლიკოლი, ქსანტანის გუმი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, ლიმონის მჟავა, ვანილის და თხილის არომატიზატორი, სუკრალოზა, გასუფთავებული წყალი.
გამოყენების რეკომენდაციები: რეკომენდებულია წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის(ადენომა) I-II სტადიისა და პროსტატიტების დროს შარდის გამოყოფის ისეთი დარღვევების პროფილაქტიკისთვის, როგორიცაა გართულებული, მტკივნეული და ხშირი შარდვა, მათ შორის ღამის პერიოდში, შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება(ნარჩენი შარდის არსებობა), შარდვის გადაულახავი სურვილი.
უკუჩვენება: შემადგენელი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.
გამოყენების წესები და რეკომენდებული დღიური დოზა: 10 მლ 2 ჯერ დღეში. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ. გამოყენების წინ რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას!
განსაკუთრებული მითითება: არ გამოიყენება ბავშვებში.
შენახვის პირობები და სხვა ინფორმაცია: ინახება ორიგინალურ შეფუთვაში მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25 °C ტემპერატურაზე. არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
გამოშვების ფორმა: 250მლ ხსნარი ფლაკონში. ფლაკონი მუყაოს კოლოფში მზომ ჭიქასთან ერთად.