Plasmon
დოპელჰერცი მემორი ომეგა 3 / Doppel herz Active Memory Omega 3

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Queisser Pharma GmbH & Co
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: კაფსულა #30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

დოპელჰერცი ® აქტივი მემორი ომეგა-3 კერძოდ რეკომენდირებულია მათთვის ვისი მეხსიერებაც ყოველდღიური გამოცდის ქვეშაა: მოსწავლეები 12 წელს ზევით, სტუდენტები საგამოცდო და სწავლის პერიოდებში და აგრეთვე ის ადამიანები ვისი სამუშაოც მოითხოვს მუდმივ მაღალ ინტელექტუალურ დონეს. 

დოპელჰერცი ® აქტივი მემორი ომეგა-3  წარმოადგენს განსაკუთრებულ კომბინაციას ლეციტინის, ვიტამინი E, B ჯგუფის ვიტამინების, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების და აგრეთვე თუთიის და სპილენძის, რომელიც შექმნილია ტვინის ფუნქციის ნერვული იმპულსების გადაცემისა და ნეირონების კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად.

ციტინი არის ფოსფოლიპიდების ნაკრები, რომელიც საჭიროა ნეირონების სწორი ფუნქციონირებისათვის. ისინი იმდენად მნიშვნელოვანია ტვინის ფუნქციონირებისათვის, რომ მისი მასის 25 % შეადგენენ.

ვიტამინი E და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები DHA და EPA ურთიერთმოქმედებენ ამ ფოსფოლიპიდებთან რა დროსაც ქმნიან ნეირონული აქტივობისთვის საჭირო თხევად გარემოს. ამდენად ამ საკვები დანამატების რეგულარულ მიღებას დადებითი გავლენა აქვს შემეცნებით უნარებზე.

B ჯგუფის ვიტამინები ცენტრალურ როლს ასრულებენ ნერვული სისტემის ფონქციონირების დროს. ისინი არიან საჭირო ტვინისათვის საჭირო ენერგიის გამომუშავებისათვის (ვიტამინები B1, B2  და ნიაცინი), ნეიროგადამცემების სინთეზისა (ვიტამინი B6) და აგრეთვე შემეცნებითი უნარისა და ეფექტური ბალანსისათვის (ფოლის მჟავა და ვიტამინი B12). Aამიტომ დავუმატეთ B ჯგუფის ვიტამინები ამ პროდუქტში.

თუთიია და სპილენძი – ეს მიკროელემენტები ნორმალურ კოგნიტურ და ცერებრალურ ფუნქციებს უწყობენ ხელს. თუთია ასრულებს უჯრედშორისი ინფორმაციის გადამცემის როლს. სპილენძი კი მნიშვნელოვანია მიელინის სინთეზისათვის.

ორი კაფსულა შეიცავს: 

1000 მგ ლეციტინს, 600 მგ თევზის ქონს (72 მგ DHA + 108 მგ EPA), 20 მგ ვიტამინი E, 2.8 მგ ვიტამინი B1, 3.2 მგ ვიტამინი B2, 4 მგ ვიტამინი B6, 2 მკგ ვიტამინი B12, 400 მკგ ფოლის მჟავა, 27 მგ ნიაცინ, 5 მგ თუთია, 1 მგ სპილენძი.

რეკომენდაციები: 

მიიღეთ 1 ან 2 კაფსულა დღეში ჭამის დროს საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად. არ დაღეჭოთ.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას. 

საკვები დანამატები არ უნდა გამოიყენოთ მრავალფეროვანი დიეტის შემცვლელის სახით. 

პროდუქტი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

ენერგეტიკული ღირებულება: 

1 კაფსულა შეესაბამება 11 კკალ/44კჯ-ს

სად შევიძინოთ?