Plasmon
დოპელჰერცი ენერჯი სტარტი #30 / Doppel herz Energy Start

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Queisser Pharma GmbH & Co
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

კოფეინი იწვევს ყურადღებისა და კონცენტრაციის გაზრდას

ვიტამინი B12 და პანთოთენის მჟავა ხელს უწყობს დაღლილობის მოხსნას

დაღლოლობა, კონცენტრაციის ნაკლებობა, დაბალი ენერგიის დონე სწავლის, ყოველდღიური საქმიანობის, შრომის და სპორტული აქტივობის დროს ძალიან ნაცნობია ყველა ჩვნთაგანისათვის. ამიტომ ჩვენი ჯანმრთელობისა და აქტივობისთვის, მნიშვნელოვანია  რომ ჩვენი ორგანიზმი უზრუნველყოთ საკმარისი ნურტრიენტებით(საკვებით), რომელსაც იგი თავად ვერ გამოიმუშავებს.

დოპელჰერცი ენერჯი სტარტის ერთი ტაბლეტი შეიცავს 100 მგ კოფეინს, რაც დაახლოებით ერთი ჭიქა ყავის ექვივალენტია. კოფეინი ხელს უწყობს სიფხიზლის ზრდას და აუმჯობესებს კონცენტრაციას.

დოპელჰერცი ენერჯი სტარტი დამატებით შეიცავს ვიტამინებს B2 და B12 რაც  ხელს უწყობს ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს. ორივე ეს ვიტამინი მნიშვნელოვანია ნერვული სისტამის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. უფრო მეტიც, ვიტამინები B2 და B12  უზრუნველყოფს დაღლილობის და დაძაბულობის  მოხსნას.

ვიტამინები B2 და B12  ეხმარება სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებას. ვიტამინი B2 მნიშვნელოვანია რკინის ნორმალური მეტაბოლიზმისა და ვიტამინი B12 იმუნური   სისტემის ფუნქციონირებისათვის.

დოპელჰერცი ენერჯი სტარტი შეიცავს 200 მგ ტაურინს. ტაურინი ხელს უწყობს მკაფიო აზროვნებასა და ინტელექტუალური შესაძლებლობების გაზრდას. ტაურინი მიიღება  მჭლე ხორცით ან თევზით კვებისას.  ბოსტნეულით კვება არ არის საკმარისი ტაურინის საკმარისი რაოდენობით მისაღებად.

ერთი ტაბლეტი შეიცავს:

ვიტამინი B2 2.1 მგ,  ვიტამინი B12  50 მკგ, კოფეინი 100 მგ, ტაურინი 200 მგ.

რეკომინდაცია:

1 ტაბლეტი დღეში საკმარისი რაოდენობის წყლით. არ დაღეჭოთ.
არ გადააჭარბოთ მითითებულ დღიურ დოზას. კვების დანამატები არ უნდა
გამოვიყენოთ მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტის და ჯანმრთელი ცხოვრების წესის შემცვლელად. პროდუქტი შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას. შეიცავს კოფეინს. არ არის რეკომენდირებული ბავშვებისა და ფეხმძიმე ქალებისათვის.

 

შეინახეთ მშრალ ადგილას. არ შეინახოთ 25 ° C- ზე მაღალ ტემპერატუაზე.

ეს პრეპარატი დასაშვებია ვეგეტერიანელებისა და ვეგანებისათვის.

სად შევიძინოთ?