Plasmon
დორიტრიცინი / DORITHRICIN


დორითრიცინი® ყელის ტაბლეტები კლასიკი 0.5 მგ/1.0 მგ/1.5 მგ საწუწნი ტაბლეტები

აქტიური ნივთიერებები:

თიროთრიცინი/ბენზალკონიუმის ქლორიდი/ ბენზოკაინი

 

1. რას წარმოადგენს დორითრიცინი ყელის ტაბლეტები კლასიკი და მათი გამოყენება

დორითრიცინი ყელის ტაბლეტები კლასიკი  პირის ღრუსა და ყელის სამკურნალო საშუალებაა.

 

გამოყენების ჩვენება:

ყელის ტკივილითა და ყლაპვის გაძნელებით მიმდინარე .პირის ღრუსა და ყელის ინფექციების სიმპტომური მკურნალობა.

 

2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა დორითრიცინი ყელის ტაბლეტები კლასიკის მიღებამდე

დაუშვებელია დორითრიცინი ყელის ტაბლეტები კლასიკის მიღება

თუ პაციენტი ალერგიულია თიროთრიცინის, ბენზალკონიუმის ქლორიდის, ბენზოკაინის ან დორითრიცინი ყელის ტაბლეტები კლასიკის რომელიმე ინგერდიენტის მიმართ, ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში.

 

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ყელის მძიმე ინფექციების ან ყელის ტკივილის დროს, რომელსაც თან ახლავს მათალი ცხელება, თავის ტკივილი, გულისრევა ან ღებინება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

განსაკუთრებით, ჩირქოვანი ტონზილიტის დროს, რომელსაც თან ახლავს ცხელება, მკურნალი ექიმი გადაწყვეტს საჭიროა თუ არა დამატებით ანტიბიოტიკების მიღება დორითრიცინი ყელის ტაბლეტები კლასიკთან ერთად.

პირის ან ყელის ღია ჭრილობების დროს დორითრიცინი ყელის ტაბლეტები კლასიკი არ უნდა იქნას გამოყენებული.

პაციენებს, რომლებსაც აღენიშნებათ კანის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციებისადმი (კონტაქტური ალერგიული დერმატიტისადმი) მიდრეკილება, არ უნდა მიიღონ დორითრიცინი ყელის ტაბლეტები კლასიკი, ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების განვითარების ალბათობის გამო.

ბავშვები 

რადგან ახალშობილებსა და ჩვილებში საწუწნი ტაბლეტების მიღება შეუძლებელია, დორითრიცინი ყელის ტაბლეტები კლასიკი არ არის რეკომენდებული ახალშობილებისა და 24 თვემდე ასაკის ბავშვებისათვის. ბავშვებისათვის ამ პრეპარატის დანიშვნა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მათ უკვე ექნებათ საწუწნი ტაბლეტების მიღების უნარი. 

დორითრიცინი ყელის ტაბლეტები კლასიკი და სხვა მედიკამენტები

ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უკანასკნელ პერიოდში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი. 

დანიშნულების მიხედვით პრეპარატის გამოყენებისას არ აღინიშნა რაიმე ურთიერთქმდება სხვა მედიკამენტებთან.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება

დღესდღეობით არ არის აღწერილი დორითრიცინი ყელის ტაბლეტები კლასიკის რაიმე გავლენა ფეხმძიმობაზე. მიუხედავად ამისა, მისი გამოყენება ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს უნდა მოხდეს სიფრთხილით მხოლოდ ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შემდეგ.

დორითრიცინი ყელის ტაბლეტები კლასიკი შეიცავს სორბიტოლსა და ნატრიუმს

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 871 მგ სორბიტოლს (0.22 გ ფრუქტოზის წყარო) ერთ ტაბლეტში. სორბიტოლი წარმოადგენს ფრუქტოზის წყაროს. მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება ზოგიერთი შაქრის აუტანლობა ან  ფრუქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრული დაავადება (HFI) აქვს, რომლის დროსაც არ ხდება ფრუქტოზის დაშლა. 

სორბიტოლმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები და გააჩნია სუსტი საფაღარათო ეფექტი.

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ საწუწნ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

 

3. დორითრიცინი ყელის ტაბლეტები კლასიკის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ინსტრუქციის შესაბამისად ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. საჭიროა ექიმთან, ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.

რეკომენდებული დოზები

დღეში რამდენჯერმე, ყოველ 2-3 საათში 1-2 საწუწნი ტაბლეტი ნელა უნდა გადნეს პირის ღღუში.

მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სიმპტომების გაქრობიდან კიდევ ერთი დღის განმავლობაში.

დორითრიცინი ყელის ტაბლეტები კლასიკის დოზის გადაჭარებისას

დანიშნულების მიხედვით გამოყენებისას დღესდღეობით არ არის აღწერილი დორითრიცინი ყელის ტაბლეტები კლასიკით ინტოქსიკაციის შემთხვევები.

დიდი რაოდენობით ტაბლეტების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება და განსაკუთრებით ბავშვებში მეთჰემოგლობინის დონის მატება სისხლში. ამ უკანასკნელის სიმპტომები შეიძლება იყოს სუნთქვის უკმარისობა და ტუჩებისა და თითების ციანოზი.

დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან მიმართვა. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია დიდი რაოდენობით წყლისა და გააქტივებული ნახშირის მიღება. ასევე, ექიმის მიერ რეკომენდებული სათანადო ზომების მიღებაა საჭიროა მეთჰემოგლობინემიის წინააღმდეგ.

დორითრიცინი ყელის ტაბლეტები კლასიკის დოზის გამოტოვებისას

დოზის გამოტოვებისას, დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება. გახსენებისთანავე მიღებულ უნდა იქნას 1 დორითრიცინი ყელის ტაბლეტი კლასიკი და შემდეგ უნდა გაგრძელდეს დანიშნულების მიხედვით.

 

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, განსაკუთრებით ბენზოკაინის დაშლის პროდუქტის (ამინობენზომჟავის ეთერის) მიმართ. 

ბავშვებში გამოყენებისას და განსაკუთრებით დიდი ზომის ჭრილობების დროს, სისხლში შეიძლება მოიმატოს მეთჰემოგლობინის დონემ. მისი შესაძლო ნიშნებია სუნთქვის უკმარისობა და ტუჩებისა და თითების ციანოზი.

სიხშირე უცნობია:

მგრძნობიარე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები ბენზოკაინის მსგავს ნივთიერებებზე, როგორიცაა: B პენიცილინები, სულფონანამიდები, მზის დამცავი კოსმეტიკური საშუალებები, პ-ამინოსალიცილის მჟავა (პარაჯგუფური სენსიბილიზაცია).

სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები

სენსიბილიზირებულ პაციენტებში ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (მათ შორის ქოშინი) შეიძლება გამოიწვიოს პიტნის ზეთმა. 

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია ეროვნული შეტყობინების სისტემის საშუალებით:

 

გერმანია:

წამლებისა და სამედიცინო მოწყობილობების ფედერალური ინსტიტუტი

ფარმაკოზედამხედველობის დეპარტამენტი

კურტ-გეორგ-კისინგერ ალეე 3

D-53175 ბონი

ვებ-გვერდი: www.bfarm.de 

 

ლუქსემბურგი:

ფარმაკოზედამხედველობის ნანსის რეგიონული ცენტრი

მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოპათოლოგიის ინსტიტუტი (BBB)

ნანსის საუნივერსიტეტო კლინიკა -ბრაბუას ჰოსპიტალი

რუ დიუ მორვანი

54 511 ვანდოევრ ლე ანსი ცედექსი

ტელ.: (+33) 3 83 65 60 85/87

ელ-ფოსტა: [email protected] 

 

ან

 

ჯანმრთელობის განყოფილება 

წამლებისა და ფარმაციის დეპარტამენტი

20, რუ დე ბიტბურ

L-1273 ლუქსემბურგი-ჰამი

ტელ.: (+352) 2478 5592

ელ-ფოსტა: [email protected]

ფორმულარის შევსების ლინკი: 

https://guichet.public.lu

 

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

 

5. დორითრიცინი ყელის ტაბლეტები კლასიკის შენახვის წესი

მედიკამენტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება კოლოფზე და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

 

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25 °ჩ-ზე.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში (მაგ.: ტუალეტში ან ნიჟარაში). ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

დამატებითი ინფორმაცია იხ. ვებგვერდზე: წწწ.ბფარმ.დე/არზნეიმიტტელენტსორგუნგ 

 

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

დორითრიცინი ყელის ტაბლეტები კლასიკი შეიცავს

აქტიური ნივთიერებებია: 

1 საწუწნი ტაბლეტი შეიცავს:

თიროთრიცინი 0.5 მგ

ბენზალკონიუმის ქლორიდი 1.0 მგ

ბენზოკაინი 1.5 მგ

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: სორბიტოლი (Pჰ.Eურ), ტალკი, საქაროზის სტეარატი ტიპი III, ნატრიუმის საქარინი 2H20, პიტნის ზეთი, პოვიდონი (K25), ნატრიუმის კარმელოზა (Pჰ.Eურ)

 

დორითრიცინი ყელის ტაბლეტები კლასიკის ფორმა და შეფუთვა

თეთრი, მრგვალი ტაბლეტები.

შეფუთვაში მოთავსებულია 10, 20 ან 40 საწუწნი ტაბლეტი.

ყველა შეფუთვა ბაზარზე შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი. 

 

სად შევიძინოთ?