დოვიტა ლიპოსანი D3 2000 / Dovita Liposun D3 2000
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- მწარმოებელი კომპანია: ავერსი-რაციონალი
- მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
- გამოშვების ფორმა: კაფსულა #30
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
შემადგენლობა:
დოვიტა ლიპოსანი D3 2000
1 კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) – 2000 სე
დამხმარე ნივთიერებები: მალტოდექსტრინი, აკაციის გუმფისი, გლიცერინი, მზესუმზირის ლეციტინი, ალფა-ტოკოფეროლი, ინულინი, მაგნიუმის სტეარატი;
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, რკინის ოქსიდები და ჰიდროქსიდები
|
ინგრედიენტები |
სადღეღამისო დოზა (1 კაფსულა) |
NRV* |
IU** |
|
ვიტამინი D3 |
50 µg (მკგ) |
1000% |
2000 IU |
NRV* - ნუტრიენტების საცნობარო რაოდენობა
IU** - საერთაშორისო ერთეულები
არ შეიცავს გლუტენს, ლაქტოზას, GMO-ს, ვეგეტარიანულია.
მოქმედების მექანიზმი:
დოვიტა ლიპოსან D3 წარმოებულია ინოვაციური ლიპოსომური ტექნოლოგიით, რაც გულისხმობს იმას, რომ პროდუქტის აქტიური ნივთიერებების (ვიტამინი D3) მოლეკულები მოთავსებულია ფოსფოლიპიდური მემბრანებისგან შექმნილ ლიპოსომურ გარსში ̶ ფოსფოლიპიდური მემბრანის საშუალებით ვიტამინების ათვისება უფრო სწრაფად და ეფექტურად ხდება, ლიპოსომური გარსი კი იცავს აქტიურ ნივთიერებებს კუჭის მჟავე გარემოს ზემოქმედებისგან და აქტიური ნივთიერებების დანაკარგისგან. გაუმჯობესებული ბიოშეღწევადობა, აქტიური ნივთიერებების დანაკარგის გარეშე ათვისება და შესაბამისად, მცირე დოზით სასურველი ეფექტის მიღება, ნაკლები გვერდითი მოვლენები - ლიპოსომური ტექნოლოგიით წარმოებული დოვიტა ლიპოსანი D3 ძირითადი უპირატესობებია.
D3 ვიტამინი ხელს უწყობს კალციუმის ათვისებას, არეგულირებს სისხლში, ძვლებსა და კბილებში კალციუმის და ფოსფორის საჭირო დონის შენარჩუნებას, ძვლების სათანადო მინერალიზაციასა და ჩონჩხის ნომალურ ზრდა-განვითარებას, მნიშვნელოვანია იმუნური, გულ-სისხლძარღვთა, ნერვ-კუნთოვანი, ძვალ-სახსროვანი, ენდოკრინული და რეპროდუქციული სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
დოვიტა ლიპოსან D3 რეკომენდებულია:
D ვიტამინის დეფიციტის შესავსებად;
კალციუმის მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად;
ოსტეოპოროზის კომპლექსურ თერაპიაში დამხმარე საშუალებად;
D ვიტამინის დეფიციტით განპირობებული ოსტეომალაციის დროს;
რევმატოიდული ართრიტის კომპლექსურ თერაპიაში დამხმარე საშუალებად;
გულ-სისხლძარღვთა, იმუნური, ნერვული, რეპროდუქციული და ენდოკრინული სისტემების ფუნქციონირების მხარდასაჭერად.
მიღების წესი და დოზირება:
მიიღება ზრდასრულებში, დღეში 1 კაფსულა, კვების დროს ან კვების შემდეგ. კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ორგანიზმში D ვიტამინის დონესა და ინდივიდუალურ თავისებურებებზე.
გაფრთხილებები:
პროდუქტი წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს და არ გამოიყენება მრავალფეროვანი/დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩასანაცვლებლად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
ქრონიკული დაავადებების არსებობის ან სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღების შემთხვევაში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პროდუქტის გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტანცია.
უკუჩვენებები:
პროდუქტში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
თირკმლის მძიმე ფუნქციური დარღვევები;
ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია.
გამოშვების ფორმა:
მყარი კაფსულები, 30 კაფსულა პოლიმერულ ფლაკონში.
ვარგისობა და შენახვის პირობები:
3 წელი. ინახება არა უმეტეს 15-25℃ ტემპერატურაზე, მშრალ, პირდაპირი მზის სხივებისგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.