Plasmon
ედირექსი-სანოველი / EDIREX-SANOVEL


შემადგენლობა 

ტაბლეტები -------------------------------------------------- 1 ტაბ.
პიოგლიტაზონის ჰიდროქლორიდი ---------------- 45 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
თიაზოლიდინდიონის ჯგუფის პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატია. პიოგლიტაზონი ამცირებს ინსულინორეზისტენტობას პერიფერიულ ქსოვილებსა და ღვიძლში, რის შედეგადაც იზრდება ინსულინდამოკიდებული გლუკოზის ხარჯვა და მცირდება გლუკოზის გადმოსროლა ღვიძლიდან. 
სულფანილშარდოვანას პრეპარატებისაგან განსხვავებით პიოგლიტაზონი არ ასტიმულირებს ინსულინის სეკრეციას. წარმოადგენს გამა-რეცეპტორების ძლიერ და მაღალსელექტიურ აგონისტს. PPAR-გამმა-რეცეპტორები აღმოჩენილია ცხიმოვან, კუნთოვან ქსოვილებსა და ღვიძლში, რომლებიც…უფრო მგრძნობიარეა ინსულინისადმი. PPAR-გამმა ბირთვული რეცეპტორების აქტივაცია ახდენს ინსულინის მიმართ მგრძნობიარე რიგი გენების ტრანსკრიპციის მოდულირებას, რომლებიც მონაწილეობენ გლუკოზის დონის კონტროლსა და ლიპიდების მეტაბოლიზმში.
ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ პიოგლიტაზონი ზრდის ინსულინორეზისტენტულ ავადმყოფებში ინსულინისადმი მგრძნობელობას. 
ტიპი II შაქრიანი დიაბეტის დროს ინსულინორეზისტენტობის შემცირება აქვეითებს გლუკოზის კონცენტრაციას სისხლში, ინსულინის დონეს პლაზმაში და Alc ჰემოგლობინს (გლიკოზირებული ჰემოგლობინი, HbAlc). საკონტროლო კვლევების თანახმად, პიოგლიტაზონის კომბინაცია სულფონილშარდოვანასთან, მეტფორმინთან ან ინსულინთან აუმჯობესებს სისხლში შაქრის დონის კონტროლს.
ლიპიდური ცვლის დარღვევით მიმდინარე ტიპი II შაქრიანი დიაბეტის პიოგლიტაზონით მკურნალობის ფონზე აღინიშნებოდა სისხლში ტრიგლიცერიდების დონის შემცირება და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დონის მომატება. ამასთან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დონე და საერთო ქოლესტერინი ასეთ პაციენტებში არ იცვლება.
პიოგლიტაზონის გამოყენებისას ტიპი II შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, ჩატარებულმა ექოკარდიოგრაფიულმა გამოკვლევებმა არ გამოავლინა მარცხენა პარკუჭის მასის ინდექსის საშუალო მაჩვენებლის მნიშვნელოვანი გაზრდა ან საგულე ინდექსის საშუალო მაჩვენებლის მნიშვნელოვანი შემცირება.

ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
პრეპარატის ერთჯერადად მიღებისას უზმოზე Cmax მიიღწევა დაახლოებით 2 საათში. საკვების მიღება უმნიშვნელოდ ახანგრძლივებს ამ დროს, თუმცა შეწოვის ხარისხი არ იცვლება.
განაწილება
ერთჯერადი დოზის მიღებისას პიოგლიტაზონის განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 0.63+0.41 ლ/კგ. პიოგლიტაზონი უკავშირდება პლაზმის ცილებს, განსაკუთრებით ალბუმინს 99%-ზე მეტად. შედარებით ნაკლები ხარისხით უკავშირდება პლაზმის სხვა ცილებს.
მეტაბოლიზმი
პიოგლიტაზონი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში ჰიდროქსილირებისა და დაჟანგვის რეაქციებით, მეტაბოლიტების წარმოქმნით. მეტაბოლიტები ასევე ნაწილობრივ გარდაიქმნება გლუკურონის და გოგირდის მჟავების კონიუგატებად. ასევე, მრავალჯერადი მიღებისას პრეპარატი გარდაიქმნება M-III (პიოგლიტაზონის კეტო-წარმოებულები) და M-IV (პიოგლიტაზონის ჰიდროქსი-წარმოებულები) მეტაბოლიტებად.
გამოყოფა
ითვლება, რომ მიღებული დოზის უმეტესი ნაწილი გამოიყოფა ნაღველთან ერთად უცვლელი ფორმით, ასევე მეტაბოლიტების სახით და გამოიყოფა განავალთან ერთად. უცვლელი პიოგლიტაზონის T1/2 შეადგენს 3-7 სთ-ს, საერთო პიოგლიტაზონის (პიოგლიტაზონი და აქტიური მეტაბოლიტები) – 16-24 სთ-ს. პიოგლიტაზონის კლირენსი შეადგენს 5-7 ლ/სთ-ს.
პიოგლიტაზონის და M-III, M-IV მეტაბოლიტების T1/2, ავადმყოფებში თირკმლის საშუალო (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ) და მძიმე (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები) დარღვევებით არ განსხვავდება შესაბამისი მაჩვენებლისაგან ჯანმრთელ მოხალისეებში. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით (Child-Pugh B/C კლასი), პიოგლიტაზონის და საერთო პიოგლიტაზონის Cmax-ის საშუალო მნიშვნელობა მცირდება 45%-ით. ამასთან AUC მაჩვენებელი არ იცვლება. ხანდაზმულ ჯანმრთელ მოხალისეებში პიოგლიტაზონის და საერთო პიოგლიტაზონის ჩმახ არ განსხვავდება საშუალო მაჩვენებლისაგან.
მონაცემები პედიატრიულ ავადმყოფებში პრეპარატის ფარმაკოკინეტიკის შესახებ არ არსებობს.

ჩვენებები
პიოგლიტაზონი ნაჩვენებია ტიპი II შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ როგორც დამატებითი საშუალება:
• მონოთერაპიის ჩასატარებლად დიეტოთერაპიასთან და ფიზიკურ ვარჯიშებთან ერთად;
• კომბინირებული თერაპიისას სულფანილშარდოვანას წარმოებულებთან, მეტფორმინთან ერთად გლიკემიური კონტროლის არაეფექტურობის შემთხვევაში.

მიღების წესები და დოზები
დოზას ადგენენ ინდივიდუალურად.
ედირექსი-სანოველი ინიშნება ერთხელ დღეში საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
მონოთერაპიისას ინიშნება 15 მგ ან 30 მგ ერთხელ დღეში.
აუცილებლობის შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურამდე, რომელიც შეადგენს 45 მგ/დღეში. მონოთერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში საჭიროა კომბინირებული თერაპიის ჩატარება.
კომბინირებული თერაპიისას სულფანილშარდოვანას წარმოებულებთან ედირექსი-სანოველი ინიშნება 15 მგ ან 30 მგ ერთხელ დღეში. მკურნალობის დასაწყისში შესაძლოა არ შეიცვალოს სულფანილშარდოვანას წარმოებულის დოზა, ჰიპოგლიკემიის განვითარებისას კი საჭიროა მისი შემცირება.
მეტფორმინთან კომბინირებისას ედირექსი-სანოველი ინიშნება 15 მგ ან 30 მგ ერთხელ დღეში. მკურნალობის დასაწყისში მეტფორმინის დოზას არ ცვლიან. ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი ამ კომბინაციისას უმნიშვნელოა, ამიტომ მეტფორმინის დოზის კორექციის აუცილებლობა არ არის.
ინსულინთან კომბინირებისას ედირექსი-სანოველი ინიშნება 15 მგ ან 30 მგ ერთხელ დღეში. მკურნალობის დასაწყისში ინსულინის დოზა შეიძლება დარჩეს უცვლელი. ჰიპოგლიკემიის განვითარებისას და გლუკოზის კონცენტრაციის შემცირებისას პლაზმაში 100 მგ/დლ დონემდე ინსულინის დოზა უნდა შემცირდეს 10-25%-ით. ინსულინის დოზის შემდგომი კორექცია უნდა ჩატარდეს გლიკემიის დონის გათვალისწინებით.
კომბინირებული თერაპიისას პრეპარატ ედირექსი-სანოველის მაქსიმალური დოზა შეადგენს 30 მგ/დღეში.
თირკმლის უკმარისობისას დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გვერდითი მოვლენები
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: შესაძლებელია ჰიპოგლიკემიის განვითარება (მსუბუქიდან, გამოხატულ ჰიპოგლიკემიამდე) – შემთხვევათა 1%-ში პლაცებოს მიღებისას, 2%-ში - პიოგლიტაზონის სულფანიშარდოვანას წარმოებულებთან კომბინაციაში მიღებისას, 5%-ში - პლაცებოს ინსულინთან კომბინაციაში მიღებისას, 8%-ში - 15 მგ პიოგლიტაზონის ინსულინთან კომბინაციაში მიღებისას, 15%-ში - 15 მგ პიოგლიტაზონის 30 მგ ინსულინთან კომბინაციაში მიღებისას;
შეშუპება; 4.8% - მონოთერაპიისას, 15.3% - ინსულინთან კომბინაციისას.
სისხლისწარმომქმნელი სისტემის მხრივ: 1-1.6% _ ანემია; 2-4% _ ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის შემცირება. ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: რეგისტრირებულია ალტ-ს ≥ 3-ჯერ მომატების (0.25%) შემთხვევები, რომლებიც შექცევადია და დაკავშირებული არ არის პიოგლიტაზონის მიღებასთან. აღინიშნა კრეატინფოსფოკინაზის (კფკ) დონის დროებითი მომატების იშვიათი შემთხვევები, რომლებსაც არ ჰქონდა კლინიკური შედეგები და მათი კავშირი პიოგლიტაზონის მიღებასთან დადგენილი არ არის.
გაუთვალისწინებელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენება
• მომატებული მგრძნობელობა პიოგლიტაზონის ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
• ტიპი I შაქრიანი დიაბეტი;
• დიაბეტური კეტოაციდოზი;
• ორსულობა;
• ლაქტაცია (ძუძუთი კვება).

ორსულობა და ლაქტაცია
ადექვატური და მკაცრად კონტროლირებული კვლევები პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ ორსულობისას არ ჩატარებულა, ამიტომ ორსულობის დროს რეკომენდებულია ინსულინის გამოყენება.
არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა პიოგლიტაზონი დედის რძით, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების აუცილებლობისას უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები
ტიპი II შაქრიანი დიაბეტის პიოგლიტაზონით მკურნალობა უნდა ითვალისწინებდეს დიეტოთერაპიას და ფიზიკურ ვარჯიშსაც. ეს მნიშვნელოვანია არ მარტო მკურნალობის დასაწყისში, არამედ მედიკამენტოზური თერაპიის ეფექტურობის შესანარჩუნებლად.
პიოგლიტაზონით მკურნალობის ეფექტურობა შეიძლება შეფასდეს HbAlc დონით, რომელიც წარმოადგენს გლიკემიის კონტროლის შედარებით ადექვატურ მაჩვენებელს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ვიდრე მხოლოდ გლიკემიის დონის განსაზღვრა უზმოზე. HbAlc ასახავს გლიკემიის დონეს ბოლო 2-3 თვის მანძილზე. პიოგლიტაზონით მკურნალობა რეკომენდებულია ჩატარდეს HbAlc დონის ცვლილების შესაფასებლად საკმარისი დროის განმავლობაში (3 თვე), თუ ამასთან არ აღინიშნა გლიკემიის კონტროლის გაუარესება. 
პიოგლიტაზონი არ უნდა დაინიშნოს ღვიძლის დაავადების აქტიურ ფაზაში ან, როდესაც ალტ-ს აქტივობის დონე ნორმის ზედა ზღვრის დონეზე 2.5-ჯერ მაღალია. ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ზომიერი მომატებისას (ალტ-ს აქტივობის დონე ნორმის ზედა ზღვრის დონეზე 2.5-ჯერ დაბალი) მკურნალობის დასაწყისში ან მკურნალობის დროს ავადმყოფი გამოკვლეულ უნდა იქნეს მომატებული მაჩვენებლების მიზეზის დასადგენად. პიოგლიტაზონი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ზომიერი მომატებისას. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია კლინიკური სურათის უფრო ხშირი კონტროლი და ღვიძლის ფერმენტების აქტივობის დონის გამოკვლევა. 
სისხლის შრატში ტრანსამინაზების აქტივობის მომატების შემთხვევაში (ალტ > 2.5-ჯერ აჭარბებს ნორმის ზედა ზღვარს) პიოგლიტაზონით მკურნალობის ფონზე ღვიძლის ფუნქციის კონტროლი უნდა ჩატარდეს ხშირად და მანამდე, ვიდრე ფერმენტების დონე არ დაუბრუნდება ნორმას ან იმ მაჩვენებლებს, რომლებიც დაფიქსირდა მკურნალობის დაწყებამდე. თუ ალტ-ს აქტივობა 3-ჯერ აჭარბებს ნორმის ზედა ზღვარს, განმეორებითი ტესტი უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება მალე. თუ ალტ-ს აქტივობის დონე დარჩა 3-ჯერ მაღალი ნორმის ზედა ზღვარზე, პიოგლიტაზონით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
მკურნალობის პერიოდში ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ნიშნებისას (გულისრევა, პირღებინება, მუცლის ტკივილი, დაღლილობა, უმადობა, მუქი შარდი) უნდა განისაზღვროს ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლები. პიოგლიტაზონით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს კლინიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ლაბორატორიული მაჩვენებლების გათვალისწინებით. სიყვითლის განვითარების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს. ღვიძლის ფუნქციის შესწავლისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ პიოგლიტაზონს, არ დასტურდება პრეპარატის ჰეპატოტოქსიური მოქმედება ან ალტ-ს აქტივობის მომატება.
პიოგლიტაზონი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს შეშუპების დროს. 
ანემიის განვითარება, ჰემოგლობინის დაცემა ან ჰემატოკრიტის შემცირება შეიძლება დაკავშირებული იყოს პლაზმის მოცულობის გაზრდასთან და არ წარმოადგენდეს კლინიკურად მნიშვნელოვან ჰემატოლოგიურ ეფექტებს.
მონაცემები პრეპარატ ედირექსი-სანოველის სხვა თიაზოლიდინდიონებთან კომბინაციის შესახებ არ არსებობს. ლაბორატორიული მაჩვენებლების კონტროლი:
პიოგლიტაზონით მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობის პირველ წელს (ყოველ 2 თვეში) და შემდეგ პერიოდულად, საჭიროა ალტ-ს აქტივობის კონტროლი.
გამოყენება პედიატრიაში
არ მოიპოვება მონაცემები პრეპარატის გამოყენებისა და ეფექტურობის შესახებ 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, ამიტომ მისი გამოყენება ამ ასაკში რეკომენდებული არ არის.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირებისას კლინიკური სურათისა და სიმპტომების შესაბამისად უნდა დაინიშნოს შემანარჩუნებელი თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პიოგლიტაზონის ზემოქმედება პერორალურ კონტრაცეპტივების ეფექტურობაზე შესწავლილი არ არის, თუმცა თიაზოლიდინდიონის სხვა წარმოებულის მიღებისას პერორალურ კონტრაცეპტივებთან ერთად აღინიშნა ეთილესტრადიოლის და ნორეთინდრონის კონცენტრაციის შემცირება პლაზმაში დაახლოებით 30%-ით. აქედან გამომდინარე, პიოგლიტაზონის და პერორალური კონტრაცეპტივების მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს კონტრაცეპტივების ეფექტურობის შემცირება.
პიოგლიტაზონის (45 მგ/დღეში) და გლიპიზიდის (5 მგ/დღეში) ერთდროული მიღებისას 7 დღის განმავლობაში, არ აღინიშნებოდა გლიპიზიდის ფარმაკოკინეტიკის წონასწორული მდგომარეობის შეცვლა.
მეტფორმინის (1000 მგ) და პიოგლიტაზონის (45 მგ/დღეში) 7 დღიანი მიღებისას მეტფორმინის ფარმაკოკინეტიკა არ შეცვლილა.
პიოგლიტაზონის (45 მგ/დღეში) და ვარფარინის 7 დღის განმავლობაში მიღებისას არ აღინიშნა ვარფარინის ფარმაკოკინეტიკის შეცვლა. გარდა ამისა, პიოგლიტაზონი არ ახდენს გამოხატულ ზემოქმედებას პროთრომბინის დროზე ავადმყოფებში, რომლებსაც უტარდებოდათ ხანგრძლივი მკურნალობა ვარფარინით.
კეტოკონაზოლი აინჰიბირებს პიოგლიტაზონის მეტაბოლიზმს 85%-მდე ღვიძლში ინ ვიტრო. ავადმყოფებში, კეტოკონაზოლის და პიოგლიტაზონის ერთდროული მიღებისას, საჭიროა რეგულარულად ჩატარდეს გლიკემიური კონტროლი.
ციტოქრომ P450 იზოფორმ CYP3A4 წარმოადგენს ფერმენტს, რომელიც ნაწილობრივ მოქმედებს პიოგლიტაზონის მეტაბოლიზმზე. სპეციფიური კვლევები ფარმაკონეტიკური ურთიერთქმედების შესახებ პიოგლიტაზონსა და აღნიშნული ფერმენტით მეტაბოლიზირებულ პრეპარატებს შორის არ ჩატარებულა (ერითრომიცინი, ასტემიზოლი, კალციუმის არხების ბლოკატორები, ცისაპრიდი, კორტიკოსტეროიდები, ციკლოსპორინი, HMG-Coa-რედუქტაზის ინჰიბიტორები, ტრიზოლამი, ტრიმექსატი, კეტოკონაზოლი, ინტრაკონაზოლი).

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება 25°C-მდე ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:
შენახვის ვადა _ 2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
პრეპარატი გაიცემა რეცეპტით.

სად შევიძინოთ?