ეფაქტივი ომეგა 3,6,9 / Efactive Omega 3,6,9
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- მწარმოებელი კომპანია: Natures aid
- მწარმოებელი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
- გამოშვების ფორმა: 1200 მგ კაფსულები N30
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ეფაქტივი 3,6.9 წარმოადგენს თევზის ქონის, ძვირფასი მცენარეული ზეთების უნიკალურ კომბინაციას, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზმს შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავებით: ალფა-ლინოლის, ეიკოზაპენტანის, დოკოზაჰექსანის მჟავები (ომეგა 3), ლინოლის, გამა-ლინოლის მჟავები (ომეგა 6) და ოლეინის მჟავა (ომეგა 9).
ომეგა 3-6-9-ს შემცველი შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები „სასიცოცხლოდ“ მნიშვნელოვანია ორგანიზმისათვის. ისინი ზემოქმედებენ უშუალოდ უჯრედთა სტრუქტურასა და აქტივობაზე. სწორედ ამითაა განპირობებული ომეგა 3-6-9-ს თერაპიული მოქმედების ფართო სპექტრი:
• აძლიერებენ ორგანიზმის იმუნური, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების და მხედველობი ორგანოს ფუნქციებს
• ამცირებენ ორგანიზმში ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცველობას
• ამცირებენ ინსულინორეზისტენტობის და დიაბეტის განვითარების რისკს
• აუმჯობესებენ სისხლის რეოლოგიურ თვისებებს
• უზრუნველყოფენ კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანი ქსოვილის შემცირებას, წონის კორექციას
• ახასიათებთ გამოხატული ანტიოქსიდანტური და დეტოქსიკაციური მოქმედება
ჩვენება:
• კარდიოლოგია: ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია.
• ენდოკრინოლოგია: შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა, ჰიპერლიპიდემია, ჭარბი წონა
• დერმატოლოგია: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი, ტროფიკული წყლულები, აკნე, კანის სტრუქტურის გაჯანსაღება
• ნევროლოგია: მეხსიერების, ყურადღების და კონცენტრაციის უნარის დარღვევები, დეპრესია, შფოთვა, უძილობა, ამნეზია, დემენცია, ალცჰეიმერის დაავადება
• რევმატოლოგია: ართრიტი, ართროზი
• ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა
• ავთვისებიანი წარმონაქმნების პროფილაქტიკა
მიღების წესი:
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი მდგომარეობა1 კაფსულა 1 ჯერ დღეში.
ჰიპერლიპიდემია:2 კაფსულა დღეში,მაქსიმალური დღიური დოზა 3-4 კაფსულა დღეში
დანარჩენ შემთხვევებში 1- 2 კაფსულა დღეში, ჭამის დროს.