Plasmon
ეფიკო ტონიკი / EFFICO TONIC


შემადგენლობა 

ყოველი 5 მლ შეიცავს:
ვიტამინი B1 თიამინი - 0.18 მგ;
ვიტამინი (pp) ნიკოტინამიდი - 2.1 მგ;
კოფეინი - 20.2 მგ;
ასევე შეიცავს საქაროზას და ეთანოლს.
თიამინი (ვიტამინი B 1) – 
აადვილებს მეტაბოლიზმს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლოვან და ცხიმოვან ცვლაში. ხელს უწყობს ნორმალური ზრდის პროცესს. აქტიურად მონაწილეობს სინაფსურ ნაპრალში იმპულსების გადაცემის პროცესებში. უზრუნველყოფს კარდიომიოციტების მეტაბოლიზმისა და კუმშვითი ფუნქციების გაუმჯობესებას. ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის, ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას.
ნიკოტინამიდი (ვიტამინი pp)
მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესებში, ცხიმებსა და ნახშირწყლების ცვლაში. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ნერვული სისტემისა და ღვიძლის ნორმალურ ფუნქციონირებას. მონაწილეობს ქოლესტერინისა და ცხიმოვანი მჟავების სინთეზში, ენერგიის პროდუცირებაში.
კოფეინი
ფსიქოსტიმულატორია, რომელიც ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, აუმჯობესებს გარეშე გამაღიზიანებლების აღქმის უნარს, გუნება-განწყობას და ხსნის დაღლილობას. კოფეინი აფერხებს ფოსფოდიესთერაზას აქტივობას, ხელს უწყობს ციკლური ადენოზინმონოფოსფატის და ციკლური გუანოზინმონოფოსფატის შიდაუჯრედულ დაგროვებას და შედეგად იწვევს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, გულში, გლუვკუნთოვან ორგანოებში, ცხიმოვან ქსოვილში, ჩონჩხის კუნთებში სხვადასხვა სახის შიდაუჯრედული ცვლის აქტივაციას. ახდენს ქერქის, ჰიპოთალამუსის და მოგრძო ტვინის დოფამინერგულ და ქოლინერგულ სინაფსების ნერვული გაღიზიანების გადაცემის სტაბილიზაციას, რაც ზღუდავს აგზნების გავრცელებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.
კოფეინის მოქმედებით ჰიპოფიზი იწყებს ჰორმონის გამოყოფას, რომელიც ხელს უწყობს ადრენალინის გამომუშავებას. ადრენალინი იწვევს გულის მუშაობის აჩქარებას, ღვიძლის მიერ სისხლში გლუკოზის მეტი რაოდენობით გამოყოფას, შესაბამისად ენერგიის გაზრდას. კოფეინი ავიწროვებს სისხლძარღვებს, ადუნებს სასუნთქ გზებს, რაც აადვილებს სუნთქვას და კუნთების შეკუმშვას. ამგვარად ახდენს ორგანიზმის მობილიზებას მთელი დღის განმავლობაში.

ჩვენებები
საერთო სისუსტე, მოთენთილობა, დიდი რაოდენობით ენერგიის ხარჯვა, გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება, მომატებული ნერვული აგზნებადობა, ნერვული გადაძაბვა, გაღიზიანებადობა, უძილობა, უმადობა, ჰიპოტონიური მდგომარეობა.

მიღების წესები და დოზები
ბავშვები 6 წლიდან: მიიღება 2.5 მლ _ 5 მლ (1/2 ან 1 ჩაის კოვზი) ჭამის წინ, სამჯერ დღეში.
მოზრდილები და ხანდაზმულები: 10 მლ (2 ჩაის კოვზი) ჭამის წინ, სამჯერ დღეში.
შეიძლება გაიხსნას წყალში სურვილის მიხედვით.

გვერდითი მოვლენები
ეფიკო ტონიკის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება;

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბებამ ნაკლებად სავარაუდოა გამოიწვიოს რაიმე გვერდითი მოვლენა;

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ეფიკო ტონიკის მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად დასაშვებია

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

რეგისტრაციის # და თარიღი
# 131/0 10.03.2010

სად შევიძინოთ?