Plasmon
ელექტროლიტი ბენე / Electrolyte BENE


 

შემადგენლობა:

1 პაკეტი შეიცავს: 0გ ლიპიდებს, ამათგან 1.22გ კარბოჰიდრატებს, 0.91გ შაქარი, 0გ პროტეინი, 218.76მგ ციტრატი, 111.54მგ ქლორი, 86.68მგ ნატრიუმი, 57.42მგ კალიუმი, მთლიანი ოსმოლარობა 216 მოსმ/ლ.

 

ჩვენებები:

რეჰიდრატაციის მიზნით სხვადასხვა მიზეზით განვითარებული ფაღარათის და ღებინების, დიაბეტის, ვარჯიშის, სიცხეში მძიმე სამუშაოს შესრულების, ან მაღალი ტემპერატურით განპირობებული ოფლიანობის, ალკოჰოლის ჭარბი მიღების დროს. წყალ-ელექტროლიტური წონასწორობის დარღვევის კორექცია ღებინების ან ფაღარათის შედეგად განვითარებული მსუბუქი ან საშუალო ხარისხის გაუწყლოების დროს, აციდოზის კორექცია ღებინების ან ფაღარათის შედეგად განვითარებული მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დეჰიდრატაციის დროს.

 

დოზირება და მიღების წესი:

პაკეტის შიგთავსი მიიღება მცირე ულუფებად ყოველ 2-3 წუთში ან მთლიანი პაკეტი ერთიანად (სურვილის მიხედვით).

პირველ დღეს ჩვილებმა და 15 წლამდე ასაკის ბავშვებმა უნდა მიიღონ 250მლ (4 პაკეტი) ელექტროლიტ ბენე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 8 პაკეტი. პროდუქტი არ საჭიროებს წყალში ან სხვა რაიმე სითხეში განზავებას.

პაკეტი მიიღება პირდაპირ ან შესაძლებელია გაყინვა და გაყინული სახით მიღება (ნაყინის მსგავსად).

 

შენახვის პირობები: 

პაკეტი ინახება მაცივარში და გამოიყენება 24 საათის განმავლობაში. ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები: 

რეცეპტის გარეშე.

 

სად შევიძინოთ?