Plasmon
ელეფტერია ბეტა / Elefteria Beta

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Global Pharma
  • მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
  • გამოშვების ფორმა: კაფსულა #30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ელეფტერია ბეტა შემუშავებულია, როგორც ბიოლოგიურად აქტიური დანამატი,  ჰორმონალური ბალანსის შესანარჩუნებლად ქალებში, მათ შორის ქალის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის მენოპაუზის პერიოდში..

 

რეკომენდებული აქტიური ინგრედიენტები

დღიური დო

1 კაფსულა

β-ალანინი

300 მგ

პასიფლორას ყვავილების ექსტრაქტი (Passiflora incarnata L.)

100 მგ

 

შემადგენლობა: β-ალანინი, პასიფლორას ყვავილების ექსტრაქტი (Passiflora incarnata L.) DER 4:1, კაფსულის გარსი: ჟელატინი, ცხიმოვანი მჟავები, მაგნიუმის მარილები, სილიციუმის დიოქსიდი.

 

β-ალანინი ფართოდ გამოიყენება  მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად გვერდითი ეფექტების  გარეშე. ბეტა-ალანინი ხელს უწყობს პანტოტენის მჟავას (ვიტამინი B5) დაგროვებას ორგანიზმში,  ენერგეტიკული ცვლის სტაბილიზაციას, რაც თავის მხრივ  აწესრიგებს  თერმორეგულაციას და ამცირებს ალებს. ბეტა- ალანინს შეუძლია ალების კუპირება რამდენიმე წუთში, (გლიცინის რეცეპტორებთან ურთიერთქმედებით,“ სწრაფად“ ანორმალიზებს  ჰიპოთალამუსში თერმორეგულაციის ზონას).

პასიფლორას ყვავილების ექსტრაქტი (Passiflora incarnata L)შეიცავს ასკორბინის მჟავას, პექტინს, ამინმჟავებს, მთრიმლავი ნივთიერებებს, საპონინებს, კალიუმს და წარმოადგენს ბეტა-კაროტინის წყაროს. ექსტრაქტი აუმჯობესებს ძილს, გააჩნია ანქსიოლიტიკური, კრუნჩხვის საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური ეფექტი. გარდა ამისა Passiflora incarnata L გავლენას ახდენს მენოპაუზის სიმპტომებზე, როგორიცაა ვაზომოტორული დისფუნქცია, უძილობა და დეპრესია, კრუნჩხვები, ნერვული ტიკები, ვეგეტატიური დარღვევები, გაზრდილი რეფლექტორული აგზნებადობა.

ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებას და აქვს დამამშვიდებელი ეფექტი გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებზე.

 

გამოყენებების რეკომენდაციები:

ჰორმონალური ბალანსის ნორმალური ფუნქციონირების შესანარჩუნებლად ქალებში, მენოპაუზის დროს შემდეგი სიმპტომებისას:  ხშირი  ალები, ჭარბი ოფლიანობა, დაღლილობა და სისუსტე; არტერიული წნევის ცვლილებები; უძილობა ან მომატებული გაღიზიანებადობა.

 

არ წარმოადგენს სამკურნალწამლო საშუალებას.

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი  არ შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მრავალფეროვანი კვების შემცვლელად და ვერ ჩაანაცვლებს ჯანსაღი ცხოვრების წესს.

 

გამოყენების წესი და რეკომენდებული დღიური დოზა:

მოზრდილები, 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში, საკვების მიღების მიუხედავად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. 

 

სიფრთხილის ზომები: არ გამოიყენოთ რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

გამოყენებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს

 

გამოშვების ფორმა: 30 კაფსულა, 10 კაფსულა ბლისტერზე, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები:

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°c ტემპერატურაზე ტენისა და სინათლისგან დაცულ ადგილას. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისიანობის ვადა: 24 თვე

 

სად შევიძინოთ?