ელიდელი / Elidel
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): pimecrolimus
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დერმატოლოგია
- მწარმოებელი კომპანია: მედა ფარმაცევტიკალს
- გამოშვების ფორმა: 1% 15გ კრემი, ტუბში #1.
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

1. რას წარმოადგენს პრეპარატი ელიდელი და რისთვის გამოიყენება
ელიდელი/ELIDEL, გარეგანი გამოყენების კრემი, 10 მგ/გ მოქმედი ნივთიერება: პიმეკროლიმუსი; 1 გ კრემი შეიცავს 10 მგ პიმეკროლიმუსს ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა დერმატოლოგიური საშუალებები. დერმატიტის სამკურნალო საშუალებები, კორტიკოსტეროიდების გარდა. ათქ კოდი: D11 AН02
გამოყენების ჩვენებები:
3 თვიდან და უფროსი ასაკის პაციენტების მკურნალობა მსუბუქი და ზომიერი ატოპიური დერმატიტით, თუ მკურნალობა ადგილობრივი კორტიკოსტეროიდებით არასასურველი ან შეუძლებელია. ეს შეიძლება იყოს:
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების აუტანლობა
ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების არასაკმარისი ეფექტი;
სახესა და კისერზე გამოყენების საჭიროება, სადაც კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი პერიოდული გამოყენება შეიძლება არასასურველი იყოს.
კრემი ელიდელი შეიცავს სამკურნალო ნივთიერებას სახელწოდებით პიმეკროლიმუსი. იგი არ შეიცავს არანაირ სტეროიდს.კრემი ელიდელი მკურნალობს კონკრეტულად კანის ანთებას, რომელსაც ეწოდება ატოპიური დერმატიტი (ეგზემა). იგი მუშაობს კანის უჯრედებში, რომლებიც იწვევენ ანთებას, ეგზემის დროს დამახასიათებელ სიწითლეს და ქავილს. კრემი გამოიყენება მსუბუქი ან ზომიერი ეგზემის ნიშნების და სიმპტომების (მაგალითად, სიწითლის და ქავილის) სამკურნალოდ 3 თვიდან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში. დაავადების ადრეული ნიშნების და სიმპტომების სამკურნალოდ გამოყენებისას მას შეუძლია მოახდინოს მძიმე გამწვავებების განვითარების პრევენცია.კრემი ელიდელის გამოყენება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც სხვა რეცეპტული პრეპარატების ან დამარბილებელი საშუალებების გამოყენება არაეფექტური იყო, ან ექიმი იძლევა სხვა რეცეპტული პრეპარატების გამოყენების რეკომენდაციას.თუ 6 კვირის გასვლის შემდეგ თავს უკეთესად არ გრძნობთ ან უარესად გრძნობთ, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატი ელიდელის გამოყენებამდე
ყურადღებით დაიცავით ექიმის მიერ მოცემული ინსტრუქციები. სამკურნალო პრეპარატი ელიდელის გამოყენებამდე წაიკითხეთ შემდეგი ინფორმაცია.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ელიდელი:
თუ გაქვთ ალერგია პიმეკროლიმუსის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია თავში 6).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
სამკურნალო პრეპარატი ელიდელის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, თუ, მიზეზის მიუხედავად, დასუსტებული გაქვთ იმუნური სისტემა (იმუნოდეფიციტი).
კრემი ელიდელი განკუთვნილია მხოლოდ ატოპიური დერმატიტის სამკურნალოდ.
კანის სხვა დაავადებებისას არ გამოიყენოთ.
კრემი ელიდელი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
არ გამოიყენოთ ცხვირში, თვალებში ან პირში. ამ უბნებზე შემთხვევით მოხვედრისას კრემი კარგად მოიწმინდეთ და/ან მოიბანეთ წყლით. ყურადღება მიაქციეთ, რომ კრემი არ ჩაყლაპოთ ან შემთხვევით არ გადაიტანოთ პირში, მაგალითად, ხელებზე დატანისას.
კრემი არ დაიტანოთ კანის აქტიური ვირუსული ინფექციით დაზიანებულ მონაკვეთებზე, როგორიც არის ჰერპესული ცხელება (მარტივი ჰერპესი) ან ჩუტყვავილა.
თუ კანზე გაქვთ ინფექცია, პრეპარატი ელიდელის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. ექიმმა შეიძლება გთხოვოთ ინფექციის სამკურნალოდ შესაბამისი პრეპარატის გამოყენება. როდესაც მკურნალობის ადგილებში ინფექცია ალაგდება, მკურნალობის დაწყება შეიძლება პრეპარატი ელიდელით. თუ პრეპარატი ელიდელით მკურნალობის დროს თქვენს კანზე განვითარდება ინფექცია, ამის შესახებ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს. ექიმმა შეიძლება გთხოვოთ სამკურნალო პრეპარატი ელიდელის გამოყენების შეწყვეტა მანამ, სანამ ინფექცია სათანადოდ არ გაკონტროლდება.
ელიდელი შეიძლება უკავშირდებოდეს კანის მძიმე ინფექციის მარტივი ჰერპესის (ჰერპესული ეგზემის) განვითარების რისკს. ამიტომ სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე მტკივნეული წყლულების გაჩენისას ამის შესახებ დაუყოვნებლიც აცნობეთ ექიმს. პრეპარატი ელიდელის გამოყენება უნდა შეწყვიტოთ მანამ, სანამ ინფექცია არ გაივლის.
ელიდელმა შეიძლება გამოიწვიოს რეაქციები დატანის ადგილას, როგორიც არის სითბოს და/ან წვის შეგრძნება. ეს ეს რეაქციები ჩვეულებრივ სუსტად გამოხატულია და ხანგრძლივად არ გრძელდება. ელიდელზე მძიმე რეაქციის განვითარებისას დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ექიმს.
სამკურნალო პრეპარატი ელიდელის გამოყენებისას დამუშავებული კანი არ უნდა დაიფაროს დოლბანდებით, სახვევებით ან შემოხვევებით. თუმცა, შეგიძლიათ ჩაიცვათ ჩვეულებრივი ტანისამოსი.
პრეპარატი ელიდელით მკურნალობის დროს მოერიდეთ ჭარბი მზის სინათლის, მზის ნათურების და სოლარიუმების ზემოქმედებას. თუ სამკურნალო პრეპარატი ელიდელის გამოყენებისას იმყოფებით ღია ჰაერზე, ატარეთ თავისუფალი ტანისამოსი, გამოიყენეთ მზისგან დამცავი შესაბამისი საშუალებები და მზეზე ყოფნის დრო მინიმუმამდე შეამცირეთ.
თუ გაქვთ ერითროდერმია (თითქმის მთელი სხეულის სიწითლე) ან ნეტერტონის სინდრომად წოდებული კანის დაავადება, სამკურნალო პრეპარატი ელიდელის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
ასევე სამკურნალო პრეპარატი ელიდელის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, თუ კანზე გაქვთ ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები (სიმსივნეები). თუ პრეპარატი ელიდელით მკურნალობის დროს დაგეწყოთ ლიმფური კვანძების ანთება, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს.
ბავშვები
3 თვემდე ასაკის ბავშვებში სამკურნალო პრეპარატი ელიდელის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
სამკურნალო პრეპარატი ელიდელის გამოყენება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად
შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტახნის წინ იღებდით ან გეგმავთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო პრეპარატების მიღებას.
პიმეკროლიმუსის დატანა ვაქცინაციის ადგილებში რეკომენდებული არ არის მანამ, სანამ შენარჩუნებულია ადგილობრივი რეაქციები.
თუ გაქვთ ფართო ეგზემა, ვაქცინაციის ჩატარებამდე შეიძლება საჭირო გახდეს სამკურნალო პრეპარატი ელიდელის გამოყენების შეწყვეტა. თქვენს ექიმს შეუძლიათ გითხრათ, თუ ამის საჭიროება იქნება.
ელიდელის კომბინირება არ შეიძლება ულტრაიისფერი გამოსხივებით (მაგალითად, В და А სპექტრის ულტრაიისფერი გამოსხივება, PUVA-თერაპია) ან სისტემური იმუნოსუპრესიული პრეპარატებით (მაგალითად, აზათიოპრინით ან ციკლოსპორინით) მკურნალობასთან.
ურთიერთქმედება თქვენს მიერ მიღებულ სხვა წამლებთან ნაკლებად სავარაუდოა.
პრეპარატი ელიდელის გამოყენება საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად
იშვიათ შემთხვევებში ალკოჰოლის გამოყენების შემდეგ მალევე შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერემია, გამონაყარი, წვა, ქავილი ან შეშუპება.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ორსულად ხართ ან ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე, თვლით, რომ ოსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ორსულობის დროს ელიდელის გამოყენება არ შეიძლება.
უცნობია, ხვდება თუ არა კანზე დატანის შემდეგ სამკურნალო პრეპარატი ელიდელის აქტიური ნივთიერება რძეში. თუ ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე, ელიდელი მკერდზე არ დაიტანოთ.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პრეპარატი ელიდელი არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ელიდელი შეიცავს ცეტილის და სტეარილის სპირტებს, რომლებსაც შეუძლიათ კანის ადგილობრივი რეაქციების (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტის) გამოწვევა. გარდა ამისა, ელიდელი შეიცავს 10 მგ ბენზილის სპირტს 1 გ კრემში, რომელსაც შეუძლია ალერგიული რეაქციების და მსუბუქი ადგილობრივი გაღიზიანების გამოწვევა. ელიდელი ასევე შეიცავს 50 მგ პროპილენგლიკოლს (E 1520) 1 გ კრემში, რომელსაც შეუძლია კანის გაღიზიანების გამოწვევა.
3. პრეპარატი ელიდელის გამოყენება
ეს სამკურნალო პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც გირჩიათ თქვენმა მკურნალმა ექიმმა. დამატებითი შეკითხვებისას კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ელიდელის გამოყენება შეიძლება კანის ყველა მონაკვეთზე, თავის, სახისა და კისრის ჩათვლით, ასევე კანის ნაკეცებში.
კრემი შემდეგნაირად დაიტანეთ:
ხელები დაიბანეთ და გაიშრეთა
გახსენით ტუბი (ტუბის პირველი გამოყენებისას საჭიროა ჰერმეტულობის დარღვევა თავსახურის ზედა ნაწილში არსებული წვეტის მეშვეობით).
კრემი გამოადინეთ თითზე.
დაიტანეთ პრეპარატი ელიდელის თხელი ფენა და მთლიანად დაფარეთ კანის დაზიანებული მონაკვეთები.
დაიტანეთ მხოლოდ ეგზემით დაზიანებულ მონაკვეთებზე.
აკურატულად (მსუბუქი მოძრაობებით) და მთლიანად შეიზილეთ.
თავსახური მოათავსეთ ტუბზე.
კრემი უნდა წაისვათ დღეში ორჯერ, მაგალითად, ერთხელ დილით და ერთხელ საღამოს. სამკურნალო პრეპარატ ელიდელითან ერთად შეიძლება დამატენიანებელი კრემების (ემოლენტების) გამოყენება. თუ სარგებლობთ დამატენიანებელი საშუალებებით, მათი დატანა შეიძლება ეგრევე სამკურნალო პრეპარატი ელიდელის შემდეგ.
სამკურნალო პრეპარატი ელიდელის შემდეგ ეგრევე არ მიიღოთ აბაზანა, დუში ან არ იცურაოთ. ამან შეიძლება გამოიწვიოს კრემის ჩამორეცხვა.
რამდენი ხანი გამოიყენება ელიდელი
ხანგრძლივი მკურნალობა უნდა იყოს წყვეტილი და არა უწყვეტი. სამკურნალო პრეპარატი ელიდელის გამოყენება შეწყვიტეთ ეგზემის ნიშნების ალაგებისთანავე.
კრემი გამოიყენეთ მანამ, სანამ ეს რეკომენდებულია ექიმის მიერ.
მკურნალობა შეწყვიტეთ და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, თუ 6 კვირის შემდეგ გაუმჯობესება არ დადგება ან ეგზემა გაძლიერდება.
ეგზემის ხანგრძლივი მკურნალობისას სამკურნალო პრეპარატი ელიდელისგამოყენება უნდა დაიწყოს ნიშნების და სიმპტომების (სიწითლის და ქავილის) გამოვლენისთანავე. ეს ხელს შეუწყობს მძიმე გამწვავებების განვითარების პრევენციას.
თუ ნიშნების და სიმპტომები დაბრუნდება, აუცლებელია მკურნალობის ისევ დაწყება.
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი კრემი ელიდელი
თუ კანზე საჭიროზე მეტი კრემი დაიტანეთ, უბრალოდ მოიშორეთ იგი.
თუ დაგავიწყდათ კრემი ელიდელის გამოყენება
თუ კრემის გამოყენება დაგავიწყდათ, დაიტანეთ რაც შეიძლება სწრაფად, ხოლო შემდეგ გააგრძელეთ დოზირების ჩვეულებრივი პროცედურა. მაგრამ თუ კი კრემის შემდეგი გამოყენების დრო უკვე დადგა, გამოტოვეთ გამოტოვებული დოზა და კრემის გამოყენება გააგრძელეთ ჩვეულბრივ რეჟიმში. არ დაიტანოთ დამატებითი კრემი გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვიტეთ კრემი ელიდელის გამოყენება
ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენების თაობაზე დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ შემთხვევით გადაყლაპეთ კრემი ელიდელი
თუ თქვენ ან სხვა ვინმემ შემთხვევით გადაყლაპა ელიდელი, ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს ექიმს.
4. შესაძლო არასასურველი რეაქციები
ყველა სხვა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატს შეუძლია არასასურველი რეაქციების გამოწვევა ზოგიერთ პაციენტში.
პრეპარატი ელიდელის ყველაზე გავრცელებული არასასურველი რეაქციები (მაგალითად, დისკომფორტი) არის რეაქციები პრეპარატის დატანის ადგილას. ასეთი რეაქციები, როგორც წესი, მსუბუქი/ზომიერი ხასიათისაა, ვითარდება მკურნალობის დასაწყისში და ხანმოკლეა.
ზოგიერთი არასასურველი რეაქცია შეიძლება სერიოზული იყოს
იშვიათად (არასასურველი რეაქცია შეიძლება განუვითარდეს 1000-დან 1 პაციენტს)
ანგიონევროზული შეშუპება - ნიშნები მოიცავს ქავილს, გამონაყარს (ჭინჭრის ციება), წითელ ლაქებს ხელებზე, ფეხებზე და ყელზე, ყელისა და ენის შეშუპებას, თვალების გარშებო და ტუჩების შეშუპებას, გაძნელებულ სუნთქვას და ყლაპვას.
ძალიან იშვიათად (არასასურველი რეაქცია შეიძლება განუვითარდეს 10000-დან 1 პაციენტს)
ანაფილაქსიური რეაქცია: გამონაყარი კანზე, კანის სიწითლის და ქავილის ჩათვლით, ხელების, ფეხების, ტერფების, სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება (ეს სიმპტომები ასევე აღწერილია როგორც ანგიონევროზული შეშუპება და შეუძლიათ ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება), შეიძლება წარმოქიმნას გულყრის შეგრძნება.
თუ კრემი ელიდელის გამოყენების შემდეგ მალევე გამოგივლინდათ ამ სიმპტომებიდან რომელიმე, კრემის გამოყენება შეწყვიტეთ და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
სხვა არასასურველი რეაქციები შეიძლება მოიცავდეს
ძალიან ხშირად (არასასურველი რეაქცია შეიძლება განუვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტს)
სითბოს და/ან წვის შეგრძნება დატანის ადგილას.
ხშირად (არასასურველი რეაქცია შეიძლება განუვითარდეს 100-დან 1-ზე მეტ პაციენტს)
კანის გაღიზიანება, ქავილი და სიწითლე კრემის დატანის ადგილებში.
კანის ინფექციები (მაგალითად, ფოლიკულიტი).
არახშირად (არასასურველი რეაქცია შეიძლება განუვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს)
კანის ინფექციები, როგორიც არის იმპეტიგო (კანის ბაქტერიული ინფექცია), ჰერპესული ცხელება (მარტივი ჰერპესი), სარტყელისებრი სირსველი (სარტყელისებრი ჰერპესი), მარტივი ჰერპესის დერმატიტი (ჰერპესული ეგზემა), კონტაგიოზური მოლუსკი (კანის ვირუსული ინფექცია), მეჭეჭები და ფურუნკულები (ფურუნკულები).
რეაქციები დატანის ადგილას: გამონაყარი, ტკივილი, ჩხვლეტის შეგრძნება, კანის მცირე აქერცვლა, სიმშრალე, შეშუპება და ეგზემის სიმპტომების გამწვავება.
იშვიათად (არასასურველი რეაქცია შეიძლება განუვითარდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს)
ჰიპერემია, გამონაყარი, წვა, ქავილი ან შეშუპება ალკოჰოლის მიღებიდან მალევე
კანის ფერის შეცვლა (მუქდება ან ღიავდება გარშემო კანთან შედარებით).
პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ ელიდელს, დარეგისტრირებული იყო კიბოს, მათ შორის ლიმგური ჯირკვლების ან კანის კიბოს შემთხვევები.
იყო შეტყობინებები ლიმფური ჯირკვლების გადიდების შემთხვევების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ ელიდელს. თუმცა კავშირი კრემი ელიდელით მკურნალობასთან დადგენილი არ არის.
თუ რომელიმე არასასურველი რეაქციის სიმძიმის ხარისხი მძიმდება, ან შეამჩნიეთ რაიმე არასასურველი რეაქციები, რომლებიც არ არის ნახსენები ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, ამის შესახებ შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შეტყობინება საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
თუ გამოგივლინდათ რაიმე არასასურველი რეაქციები, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს. მათ ასევე მიეკუთვნება ნებისმიერი არასასურველი რეაქცია, მიუთითებელი ფურცელ-ჩანართში. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ გვეხმარებით მეტი ინფორმაციის მიღებაში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
არასასურველი რეაქციების შესახებ შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ:
ბელარუსის რესპუბლიკა
220037, ქ.მინსკი, ტოვარიშჩესკაიას ჩიხი, 2ა
უს "ჯანდაცვაში ექსპერტიზებისა და გამოცდების ცენტრი"
ტელ.: +375 17 242-00-29; ფაქსი: +375 17 242-00-29
ელ. ფოსტა: [email protected], [email protected]
გვერდი: https://rceth.by/
5. პრეპარატი ელიდელის შენახვა
შეინახეთ ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი მუყაოს შეფუთვაზე ან ტუბზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა იწურება შეფუთვაზე მითითებული თვის ბოლო დღეს. პრეპარატის ვარგისობის ვადა: 2 წელი.
ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში. ტუბი კარგად დახურულ მდგომარეობაში გქონდეთ.
ტუბის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს 12 თვის განმავლობაში. შესაძლოა, თქვენთვის სასარგებლო იყოს ტუბის გახსნის თარიღის დაწერა ყუთზე ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.
სამკურნალო პრეპარატები არ გადააგდოთ გამდინარე წყლებში. ფარმაცევტთან დააზუსტეთ როგორ გადააგდოთ არასაჭირო პრეპარატები. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაცვაში.
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
პრეპარატი ელიდელის შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: პიმეკროლიმუსი. 1 გ კრემი ელიდელი შეიცავს 10 მგ პიმეკროლიმუსს.
დამხმარე ნივთიერებები: შუა ჯაჭვის ტრიგლიცერიდები, ოლეილის სპირტი, პროპილენგლიკოლი (E1520), სტეარილის სპირტი, ცეტილის სპირტი, მონო- და დიგლიცერიდები, ნატრიუმის ცეტოსტეარილსულფატი, ბენზილის სპირტი, ლიმონმჟავა უწყლო, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 10 მგ ბენზილის სპირტს და 50 მგ პროპილენგლიკოლს (E1520) 1 გ კრემში. იხ. თავი 2.
კრემი ელიდელის გარეგნულობა და შეფუთვის შიგთავსი
ელიდელი არის თეთრი ან თითქმის თეთრი ჰომოგენური კრემი.
კრემი გამოიშვება ტუბებში 15 გ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე