Plasmon
ენტერო ბენე / Entero Bene


ენტერო ბენე წარმოადგენს ორი პრობიოტიკული შტამის კომბინაციას. თითოეული კაფსულა შეიცავს 4 მილიარდ კოლონიის წარმომქმნელ ერთეულ Saccharomyces boulardii, Lactobacillus acidophilus-ს. შტამების სინერგიული კომბინაცია არეგულირებს და აღადგენს  ნაწლავური მიკროფლორის წონასწორობას.

ჩვენებები:
მწვავე ბაქტერიული და ვირუსული დიარეა, მწვავე და ქრონიკული გასტროენტერიტი და გასტროენტეროკოლიტი, ანტიბიოტიკებით, ონკოსტატიკებით, ქიმიოთერაპით და სხივური თერაპიით გამოწვეული დისბიოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა,  Clostridium difficile-თი გამოწვეული მორეციდივე ფსევდომემბრანული კოლიტი, AIDS- თან დაკავშირებული დიარეა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ზონდით ხანგრძლივი კვებით გამოწვეული დიარეა.

დოზირება და მიღების წესი:
3-დან 10 წლამდე: 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში. 10 წელის ზემოთ: 1-2 კაფსულა 2-ჯერ დღეში. კაფსულა მიიღება წყალთან ერთად. შესაძლებელია კაფსულის შიგთავსის გახსნა საკვებში, წყალში ან რძეში. არ უნდა მოხდეს ძალიან ცივი ან ცხელი წყლის გამოყენება.

სიფრთხილის ზომები:
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში ენტერო ბენეს მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ. არ არის განკუთვნილი 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ და გრილ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

სად შევიძინოთ?