შემადგენლობა
ერთი კაფსულა შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: 2 მილიარდ Bაცილლუს ცლაუსიი-ის ანტიბიოტიკ-პოლირეზისტენტულ სპორებს.
დამხმარე ნივთიერებები: კაოლინი, მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), მაგნიუმის სტეარატი (E470);
კაფსულის შემადგენლობა: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), გასუფთავებული წყალი.
აღწერილობა: მყარი თეთრი ჟელატინის კაფსულები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიარეის საწინააღმდეგო მიკროორგანიზმები.
ათქ კოდი: A07FA.
გამოყენების ჩვენება
ნაწლავური დისბაქტერიოზისა (დისმიკრობიოზის) და შემდგომი ენდოგენური დევიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
ანტიბიოტიკებითა თუ ქიმიოთერაპიული საშუალებებით ჩატარებული მკურნალობის განმავლობაში გადაგვარებული ნაწლავის მიკრობული ფლორის აღდგენის დასახმარებელი მკურნალობა.
კუჭ-ნაწლავის ფუნქციის მწვავე და ქრონიკული დარღვევები ბავშვებში, რაც დამახასიათებელია ინტოქსიკაციის ან ნაწლავური დისბაქტერიოზისა (დისმიკრობიოზის) და დევიტამინოზისათვის.
დოზირება და გამოყენების წესი
შიგნით მისაღებად.
დოზირება
მოზრდილებისთვის: 2-3 კაფსულა დღეში. მკურნალმა ექიმმა შეიძლება რეკომენდაცია გაუწიოს სხვა სადღეღამისო დოზას, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.
პრეპარატის ერთჯერადი დოზების (1 კაფსულა) მიღებებს შორის რეკომენდებული ინტერვალი შეადგენს 3-4 საათს.
6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის: 1-2 კაფსულა დღეში. მკურნალმა ექიმმა შეიძლება რეკომენდაცია გაუწიოს სხვა სადღეღამისო დოზას, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.
იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის სადღეღამისო დოზა შეადგენს დღეში 1 კაფსულას, პრეპარატი უნდა იქნას მიღებული დღეში ერთხელ. იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის სადღეღამისო დოზა აღემატება 1 კაფსულას, პრეპარატის ერთჯერადი დოზის (1 კაფსულა) მიღებებს შორის რეკომენდებული ინტერვალი შეადგენს 3-4 საათს.
მიღების წესი
კაფსულა მიიღეთ მცირე რაოდენობის წყლის ან სხვა სითხის მიყოლებით.
იმ შემთხვევაში, თუ ბავშვებს უჭირთ კაფსულის გადაყლაპვა, პრეპარატი გამოიყენეთ სუსპენზიის ფორმით.
მოცემული სამკურნალო საშუალება განკუთვნილია მხოლოდ პერორალურად მისაღებად. არ გამოიყენოთ სხვა გზით!
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
განსაკუთრებული მითითება და სიფრთხილის ზომები
ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს, პრეპარატი მიიღება ანტიბიოტიკის დოზებს შორის ინტერვალში.
მოცემული სამკურნალო საშუალება განკუთვნილია მხოლოდ პერორალურად მისაღებად. არ გამოიყენოთ სხვა გზით! არასწორად გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია სერიოზული ანაფილაქსიური რეაქციები (ანაფილაქსიური შოკი).
ორსულობა და ძუძუთი კვება
მოცემული პრეპარატის მიღება არ არის უკუნაჩვენები ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
გვერდითი მოქმედება
რეაქციები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:
სიხშირე უცნობია: რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში გამოყენებისას არსებობს ცნობები ალერგიული რეაქციების შესახებ, როგორიცაა გამონაყარი, ჭინჭრის ციება და ანგიონევროზული შეშუპება.
ინფექციები და ინვაზიები:
სიხშირე უცნობია: ბაქტერიემია (დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში).
ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში ან ისეთი რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის აღნიშნული ჩანართში, მიმართეთ ექიმს!
ჭარბი დოზირება
დღემდე ჭარბი დოზირების კლინიკური მაჩვენებლები არ არის რეგისტრირებული.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულ მიღებასთან დაკავშირებით სამკურნალწამლო ურთიერთქმედების თაობაზე მონაცემები ცნობილი არ არის.
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
გამოშვების ფორმა
12 კაფსულა პვქ/პვდქ/ალუმინის ბლისტერში. თითო ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
პრეპარატი შეინახეთ არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობა
რეცეპტის გარეშე.