Plasmon
ენტეროჯერმინა / Enterogermina


შემადგენლობა
ერთი ფლაკონი (5 მლ) შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას: Bაცილლუს ცლაუსიი-ის ანტიბიოტიკ-პოლირეზისტენტულ სპორებს - 2 მილიარდს;

დამხმარე ნივთიერებას: გასუფთავებულ წყალს – 5 მლ-მდე.

 

აღწერილობა: ოპალესცენტური, მოთეთრო ფერის სითხე დამახასიათებელი სუნით.

 

ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი: დიარეის, ნაწლავური ანთების/ინფექციების საწინააღმდეგო საშუალებები, დიარეის საწინააღმდეგო მიკროორგანიზმები. 

ATC Code: A07FA

 

გამოყენების ჩვენება
ნაწლავური დისბაქტერიოზისა და შემდგომი ენდოგენური დევიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკა.

ანტიბიოტიკებითა თუ ქიმიოთერაპიული საშუალებებით ჩატარებული მკურნალობის განმავლობაში გადაგვარებული ნაწლავის მიკრობული ფლორის აღდგენის დასახმარებელი თერაპია. 

ინტოქსიკაციისთვის ან ნაწლავური დისბაქტერიოზისა და ავიტამინოზისთვის  დამახასიათებელი მწვავე და ქრონიკული კუჭ-ნაწლავური დარღვევები ჩვილებში და მცირე ასაკის ბავშვებში. 

 

გამოყენების წესი და დოზირება 
მიიღება მხოლოდ პერორალურად.

ნუ გაიკეთებთ ინექციას! 

პრეპარატი უნდა დალიოთ!

არ შეიძლება ნებისმიერი სხვა გზით მიღება!

 

დოზირება
მოზრდილები: 2-3 ფლაკონი დღეში, თუ სხვა დანიშნულება არ არის მოცემული მკურნალი ექიმის მიერ.

პრეპარატის ერთჯერადი დოზის (1 ფლაკონი) მიღებებს შორის რეკომენდებული ინტერვალები შეადგენს 3-4 საათს.

ჩვილები (3 კვირის ასაკიდან) და ბავშვები: 1-2 ფლაკონი დღეში, თუ სხვა დანიშნულება არ არის მოცემული მკურნალი ექიმის მიერ. 

იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის დღე-ღამის დოზა შეადგენს 1 ფლაკონს, პრეპარატი მიიღება დღეში ერთხელ (ერთი ფლაკონი მიიღება მთლიანად). იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის დღე-ღამის დოზა აღემატება 1 ფლაკონს, პრეპარატის ერთჯერადი დოზის (1 ფლაკონი) მიღებების შორის რეკომენდებული ინტერვალი შეადგენს 3-4 საათს.

პრეპარატის სხვა დოზირების გამოყენებით მკურნალ ექიმს შეუძლია დანიშნოს სხვა სადღეღამისო დოზირება, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. 

 

მიღების წესი 
მოხსენით ფლაკონი ფლაკონების ლენტს. შეანჯღრიეთ ფლაკონი. ფლაკონის ზედა ნაწილი დაატრიალეთ საათის ისრის მიმართულებით და მოხსენით. ფლაკონის შიგთავსი გააზავეთ დამტკბარ წყალში, რძეში, ჩაისა თუ ფორთოხლის წვენში ან მიიღეთ პრეპარატი წინასწარი გაზავების გარეშე. 

 

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან რომელიმე ინგრედიენტების მიმართ.

 

განსაკუთრებული მითითება და გაფრთხილება გამოყენებასთან დაკავშირებით
განსაკუთრებული მითითება

• ანტიბიოტიკების თერაპიის კურსის დროს ენტეროჯერმინას გამოყენების შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის მიღება ანტიბიოტიკის ორი თანმიმდევრული დოზის მიღებებს შორის (მაგალითად, ანტიბაქტერიული პრეპარატის მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ)

• ენტეროჯერმინას® ფლაკონში ხილული ნაწილაკების შესაძლო არსებობა გამოწვეულია Bაცილლუს ცლაუსიი-ის სპორების აგრეგატებით და ამიტომ არ მიუთითებს პრეპარატში მომხდარ ცვლილებას.

• პრეპარატის მიღებამდე შეანჯღრიეთ ფლაკონი.

 

სიფრთხილის ზომები
მიიღება მხოლოდ პერორალურად! ნუ გაიკეთებთ ინექციას!

პრეპარატი უნდა დალიოთ!

ნუ მიიღებთ ნებისმიერი სხვა გზით!

სამკურნალო საშუალების არასწორად მიღების შემთხვევაში შესაძლებელია მძიმე ალერგიული რეაქციების განვითარება, როგორიცაა ანაფილაქსიური შოკი. 

არ შეინახოთ პრეპარატი ფლაკონის გახსნის შემდეგ, რათა თავიდან აიცილოთ სუსპენზიის დაბინძურება. 

 

ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში მოცემული პრეპარატის მიღება უკუნაჩვენები არ არის.

 

გვერდითი მოქმედება
პოსტმარკეტინგული კვლევის დროს გამოვლენილია შემდეგი შესაძლო გვერდითი რეაქციები:

- ალერგიული რეაქციები: როგორიცაა გამონაყარი და ჭინჭრის ციება;

- კანისა და კანქვეშა უჯრედისის დაავადებები: ანგიონევროზული შეშუპება.  

 

დოზის გადაჭარბება
ამ მომენტისათვის დოზის გადაჭარბების კლინიკური გამოვლინებები რეგისტრირებული არ არის.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
სამკურნალწამლო ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად მიღების შედეგად ცნობილი არ არის.

 

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვის შესაძლებლობაზე 
პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმების მართვის შესაძლებლობებზე.

 

გამოშვების ფორმა
5 მლ პოლიეთილენის ფლაკონში. 10 ან 20 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30Oჩ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისობის  ვადა
2 წელი.

ფლაკონის გახსნის შემდეგ სამკურნალო საშუალების გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, რათა თავიდან აიცილოთ სუსპენზიის დაბინძურება.

 

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?