შემადგენლობა:
ადაპალენი და ბენზოილ პეროქსიდი
მოქმედი ნივთიერება:
ადაპალენი და ბენზოილ პეროქსიდი.
1გრ გელი შეიცავს 1 მგ (0.3%) ადაპალენს და 25 მგ (2.5%) ბენზოილ პეროქსიდს.
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ედეტატი; ნატრიუმის დოკუზატი; გლიცეროლი; პოლოქსამერი; პროპილენგლიკოლი (E1520); სიმულგელი 600PHA (აკრილამიდის და ნატრიუმის აკრილოილდიმეთილტაურატის კოპოლიმერი, იზოჰექსადეკანი, პოლისორბატი 80, სორბიტანის ოლეატი), გამოხდილი წყალი.
გამოშვების ფორმა:
მრავალდოზიანი კონტეინერი ვაკუუმ-ტუმბოთი, 30გრ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
აკნეს სამკურნალო კომბინირებული პრეპარატები.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
გელი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას, ადაპალენს და ბენზოილ პეროქსიდს,
ადაპალენი: ადაპალენი არის ქიმიურად სტაბილური, ნაფტოინის მჟავის წარმოებული, რეტინოიდების მსგავსი აქტივობით. იგი პათოგენურად მოქმედებს Acne vulgaris-ზე (ჩვეულებრივი აკნეს) პათოლოგიაში: გააჩნია ძლიერი მოდულატორული მოქმედება უჯრედთა დიფერნციაციის და კერატინიზაციის პროცესებზე. გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. ადგილობრივი გამოყენებისას ადაპალენი იწვევს ფოლიკულების ეპითელური უჯრედების დიფერენცირების ნორმალიზაციას და ამ გზით ამცირებს მიკროკომედონების წარმოშობას.
ბენზოილ პეროქსიდი მოქმედებს როგორც ანტიმიკრობული საშუალება, იგი ახდენს ბაქტერიციდულ მოქმედებას თავისუფალი რადიკალების წარმოქმნით, რომლებიც ჟანგავს ცილებს და სხვა არსებით უჯრედულ კომპონენტებს ბაქტერიის კედელში. ბენზოილ პეროქსიდი ეფექტურია ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობიარე და ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი P. acnes შტამებზე. დამატებით ბენზოილ პეროქსიდმა აქვს ამქერცლავი და კერატოლიზური მოქმედებები.
ჩვენებები:
აკნეს სამკურნალო ტოპიკური გელი მრავლობითი კომედონების, პაპულების და პუსტულების არსებობისას.
გამოყენების მეთოდი:
ეპიდუო ფორტეს გელის თხელი ფენა დაიტანება დღეში ერთხელ, საღამოს, წინასწარ გასუფთავებულ და მშრალ კანზე. უნდა მოვერიდოთ პრეპარატის მოხვედრას თვალებსა და ლორწოვან გარსებზე.
მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ კლინიკური მაჩვენებლის მიხედვით.
კლინიკური გაუმჯობესების ადრეული ნიშნები, როგორც წესი, ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 1-4 კვირის შემდეგ. თუ 4-8 კვირიანი მკურნალობის შემდეგ გაუმჯობესება არ აღინიშნება, განხილული უნდა იქნას მკურნალობის გაგრძელების სარგებლიანობა.
არსებობს პრეპარატი უფრო დაბალი დოზით (ეპიდუო 0.1%/2.5% გელი) და ეს კონცენტრაცია უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ზომიერი Acne vulgaris (ჩვეულებრივი აკნე).
უკუჩვენებები:
- ორსულობა (იხ. პუნქტი 4.6);
- ქალები, რომლებიც გეგმავენ დაორსულება;
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები:
შესაძლებელია გამოყენების დასაწყისში აღინიშნებოდეს კანის გაღიზიანება და ჰიპერემია.
ამ შემთხვევაში რეკომენდებულია:
დამატენიანებელი კრემის გამოყენება, დროებით გამოყენების სიხშირის შემცირება - ყოველ მეორე დღეს ან დროებით მისი გამოყენების შეწყვეტა, სანამ შესაძლებელი არ იქნება დღეში ერთხელ გამოყენების რეჟიმის განახლება.
ეს რეაქციები ჩვეულებრივ ვლინდება მკურნალობის დასაწყისში და დროთა განმავლობაში თანდათანობით მცირდება.
არ გამოიყენება ჭრილობებზე ან ეგზემატოზურ კანზე.
ეპიდუო ფორტეს გელის ლორწოვან გარსებზე ან თვალზე მოხვედრისას სასწრაფოდ უნდა ჩამოიბანოთ თბილი წყლით.
გამოყენების შემდეგ უნდა მოვერიდოთ მზის სხივების პირდაპირ მოქმედებას.
ეპიდუო ფორტეს უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი 12 წლამდე ბავშვებში.
ეპიდუო ფორტე არ უნდა შევიდეს კონტაქტში რაიმე ფერად მასალასთან, თმისა და შეღებილი ქსოვილის ჩათვლით, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს მათ გაუფერულება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
სხვა რეტინოიდები ან ბენზოილ პეროქსიდი ან მსგავსი მოქმედების რეჟიმის მქონე პრეპარატები არ უნდა იქნას გამოყენებული ერთდროულად.
სიფრთხილეა საჭირო კანის ამქერცლავი ან ცხიმიანობის მარეგულირებელ კოსმეტიკურ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, კანის გაღიზიანების თავიდან არიდების მიზნით.
გვერდითი მოვლენები:
ხშირი(10 დან 1 პაციენტში) კანის ადგილობრივი გაღიზიანება , ატოპიური დერმატიტი, წვის შეგრძნება, სიწითლე, აქერცვლა.
არახშირი (100 დან 1 პაციენტში) კანის სიმშრალე, კანის ქავილი, პარაესთეზია, ქუთუთოების ერითემა.
უცნობი სიხშირის: სახის შეშუპება, ალერგიული კონტაქტური რეაქციები, ქუთუთოების შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, კანის გაუფერულება, გამონაყარი ან ქავილი, ანაფილაქსიური რეაქცია.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, მიმართეთ ექიმს.
დოზის გადაჭარბება
ეპიდუო ფორტე 0.3%/2.5% გელის გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. ამ შემთხვევაში შეწყვიტეთ გამოყენება და დაელოდეთ სანამ კანი არ გაჯანსაღდება.
შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში უნდა იქნას მიღებული შესაბამისი სიმპტომური ზომები.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
გარეგანი გამოყენების გელი, მრავალდოზიანი კონტეინერი ვაკუუმ-ტუმბოში, 30გრ.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვედომელ ადგილას.
შენახვის ვადა
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ . ვარგისობის ვადა გულისხმობს თვის ბოლო რიცხვს.
გახსნიდან ვარგისია 6 თვის განმავლობაში.
გაცემის პირობები
ურეცეპტოდ