შემადგენლობა
100 მლ Episcorit შეიცავს:
მოქმედ კომპონენტებს: ყვავილობის პერიოდის ნედლი ექინაცეას ექსტრაქტს 75,6 მლ-ს (1,5-2,5:1).
დამხმარე ნივთიერება: ეთანოლი 22%
ჩვენება
სასუნთქი და საშარდე გზების მორეციდივე ინფექციების დამხმარემკურნალობა
თვისებები
Echinacea purpurea ჩრდილოეთ ამერიკიდანაა გავრცელებული. ინდიელები მას ჭრილობის შესახორცებელ პრივილეგირებულ საშუალებად თვლიდნენ. ექინაცეა ორგანიზმში ინტერფერონის პროდუქციას ასტიმულირებს და ამით ორგანიზმის დაცვით ძალებს მნიშვნელოვნად ზრდის. ადამიანზე ექინაცეასაგან დამზადებული პრეპარატები იმუნობიოლოგიურ მოქმედებას ავლენს. სხვა ეფექტებთან ერთად ექინაცეა სისხლის თეთრი უჯრედების და ელენთის უჯრედების რიცხვს ზრდის.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილებში ინიშნება 55 წვეთი 3-4-ჯერ დღეში, შესაბამისად, 2.75 მლ. Episcorit-ის მიღება არ შეიძლება 2 კვირაზე ხანგრძლივად.
გვერდითი მოქმედებები
ერთეულ შემთხვევაში, მოსალოდნელია მომატებული მგრძნობელობის
რეაქციები. ექინაცეასაგან დამზადებული პრეპარატების
მიღების დროს აღინიშნება: რეაქციები კანის მხრივ, ქავილი,
იშვიათად – სახის შეშუპება, ქოშინი, თავბრუსხვევა და არტერიული
წნევის დაქვეითება.
უკუჩვენებები
არ ინიშნება ერთ-ერთი მოქმედი ან დამხმარე კომპონენტის ან რთულყვავილოვანთა მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს. პრინციპული შეხედულებებიდან გამომდინარე, Episcorit არ ინიშნება ისეთი პროგრესირებადი სისტემური დაავადებების დროს, როგორიცაა ტუბერკულოზი, ლეიკემია, ლეიკემიის მსგავსი
დაავადებები, შემაერთებელი ქსოვილის ანთებითი დაავადებები (კოლაგენოზები), გაფანტული სკლეროზი, შიდს-ი, აივ-ინფექცია, ქრონიკული ვირუსული დაავადებები და აუტოიმუნური დაავადებები.
სიფრთხილის ზომები
ორსულობის პირველ 3 კვირას პრეპარატის დანიშვნა რეკომენდირებული არ არის, ორსულობის შემდგომი ვადები, ძუძუთი კვება, ბავშვთა ასაკი, პრეპარატის დანიშვნის უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად.
მითითებები
შეიცავს 22 მოც. % სპირტს. დანიშნული დოზის გათვალისწინებით,
თითოეული მიღების დროს ორგანიზმში ხვდება 0,47 გ სპირტი. სხვა ფაქტორებთან ერთად, ჯანმრთელობისათვის საშიშია ღვიძლის დაავადებების, ალკოჰოლიზმის, ეპილეფსიის, ტვინის ტრავმების დროს. ერთდროული მიღების დროს სხვა პრეპარატების მოქმედება შესაძლოა შემცირდეს ან გაიზარდოს.
გამოშვების ფორმები
წვეთები 30 მლ და 100 მლ საწვეთურიან ფლაკონში