შემადგენლობა:
ერთი რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს :
ენოთერას ზეთი 10% - 1000 მგ ;
ვიტამინი E - 14 სე .
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ენოთერას ზეთი გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავას - გამა - ლინოლენის მჟავას მდიდარი წყაროა. ენოთერას ზეთის მარცვლები შეიცავს 25%- მდე ესენციურ ცხიმოვან მჟავებს , ლინოლენისა და გამა - ლინოლენის მჟავების ჩათვლით . გამა - ლინოლენის მჟავა წარმოადგენს პროსტაგლანდინ E 1- ის წინამორბედს . პროსტაგლანდინები მოქმედებს სხვადასხვა უჯრედებზე _ სისხლძარღვთა გლუვკუნთოვან უჯრედებზე, რაც იწვევს სისხლძარღვთა შევიწროებას ან გაფართოებას; თრომბოციტებზე , რაც იწვევს მათ აგრეგაციას ან დეზაგრეგაციას; სპინალურ ნეირონებზე, რაც იწვევს ტკივილს. პროსტაგლანდინები მოქმედებს ადამიანის სხეულის ყველა სისტემის ფუნქციაზე. ორგანიზმში ისინი არეგულირებენ ანთებით პროცესებს, სისხლის წნევას, სითხის ბალანსს , სისხლის შედედებას, სხვა ჰორმონების აქტივობას. ენოთერას ზეთის შემადგენლობაში შემავალი გამა - ლინოლენის მჟავა იწვევს მენსტრუალური და პრემენსტრუალური ტკივილის , მათ შორის , მკერდის ტკივილის, ენდომეტრიოზით გამოწვეულ ტკივილის შემცირებას, ნაწლაური კოლიკის შეტევის კუპირებას. პრემენტსრუალური სინდრომის მქონე ქალებში აღინიშნება PGE1- ის ნაკლებობა ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და სხვა ქსოვილებში, მაგ. სარძევე ჯირკვლის მკერდის ქსოვილი. გამა - ლინოლენის მჟავა ამცირებს მენოპაუზასთან დაკავშირებულ ალებს სიმხურვალის შეგრძნებას. ენოთერას ზეთი ეფექტურია რევმატოიდული ართრიტისა და სხვა ანთებითი დაავდებების, მაგ. წყლულოვანი კოლიტის დროს. ესენციური ცხიმოვანი მჟავები, მათ შორის, გამა - ლინოლენის მჟავა ზრდის კალციუმის შეწოვას ნაწლავებიდან, ამცირებს მის ექსკრეციას შარდით, ზრდის ძვლის მინერალურ სიმკვრივეს. ძვლის ქსოვილში მის დაგროვებას, რაც ამაგრებს ძვლებს. ენოთერას ზეთი ასევე ამცირებს კანის ქავილს. მას აქვს კარგი დამატენიანებელი თვისებები და იგი ეფექტურია ეგზემისა და ფსორიაზის დროს. ვიტამინი E - ს ახასიათებს მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტური მოქმედება. იგი ანეიტრალებს ორგანიზმში თავისუფალ რადიკალებს , იცავს უჯრედებს ათეროსკლეროზისაგანს . ვიტამინი E ასევე იწვევს პრემენსტრუალური სინდრომისა და ეგზემის სიმპტომების შემსუბუქებას .
ჩვენებები:
· ეგზემა, დერმატიტი, აკნე და კანის სიმშრალე;
· პრემენსტრუალური სინდრომი;
· კლიმაქტერული პერიოდი;
· მასტალგია, მასტოპათია;
· დიაბეტური ნეიროპათია;
· გაფანტული სკლეროზი;
· რევმატოიდული ართრიტი;
· ჰიპერტენზია და ქოლესტერინის დონის მომატება.
უკუჩვენება:
ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის აქტიური ნივთიერებების მიმართ; ეპილეფსია.
განსაკუთრებული მითითება:
პრეპარატი არ გამოიყენება ფენოთიაზინის შემცველი საშუალებებით მკურნალობისას .
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში ინიშნება 1- 2 კაფსულა 3- ჯერ დღეში ჭამის შემდეგ, ერთ ჭიქა წყალთან ერთად .
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება. იშვიათად მოსალოდნელია გულისრევა, დიარეა, კუჭისა და თავის ტკივილი .
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების დროს შესაძლებელია კუჭის ტკივილი და დიარეა .
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება .
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
მოსალოდნელია ურთიერთმოქმედება ენოთერას ზეთსა და ვარფარინის, ასპირინის, ასევე ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული საშუალებებს შორის .
პრეპარატი მკაცრი ზედამხედველობით ინიშნება ანტიკოაგულაციური თერაპიის დროს და K ვიტამინის დეფიციტის შემთხვევაში, ვინაიდან E ვიტამინმა შეიძლება გაზარდოს სისხლჩაქცევების რისკი .
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ურეცეპტოდ.