ერბე დელანოტე / Erbe Dellanotte
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- მწარმოებელი კომპანია: ESI
- მწარმოებელი ქვეყანა: იტალია
- გამოშვების ფორმა: 150 მლ სიროფი
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა:
კალიფორნიული ყაყაჩო 104,4 მგ.
პასოფლორა 104,4 მგ.
კუნელი 16,3 მგ.
გვირილა 31,2 მგ.
ცაცხვი 0,44 მგ.
კატაბალახას ფესვი 10,2 მგ.
ერბა დელანოტე უზრუნველყოფს ბუნებრივი გზით ჩაძინების ფაზის შემოკლებას, ძილის ფაზების დარეგულირებას და ძილის ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე დღის განმავლობაში დაძაბულობის შემცირებას გონებრივი აქტივობის შეცვლის გარეშე,
კალიფორნიული ყაყაჩო ( Eschscholzia californica ) გამოირჩევა სედაციური და დამამშვიდებელი მოქმედებით, არეგულირებს მელატონინის სეკრეციას, ახდენენ ძილის სტიმულაციას, ამოკლებენ ჩაძინების ფაზას, აუმჯობესებენ ძილის ხარისხს,
პასიფლორა (passiflora) გააჩნია სედატიური და მსუბუქი საძილე მოქმედება,
კუნელს (Biancospino) გააჩნია სედატიური მოქმედება, ამცირებს აგზნებადობას, შფოთის შეგრძნებას, აუმჯობესებს ძილს, ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას .
გვირილა (chamomilla ) და ცაცხვი (Tília platyphýllos, Tília cordáta) გამოირჩევა დამამშვიდებელი და სპაზმოლიტური აქტივობით.
კატაბალახა (Valeriana ) წარმოადგენს მსუბუქ სედატივს
ჩვენებები:
ჩაძინების გაძნელება,
ძილის ხარისხის და უწყვეტობის დარღვევა
მსუბუქი ნევროზული მდგომარეობისას,რომელსაც თან ახალვს დაძაბულობა, აგზნებადობა, ანგიო და ვეგეტო ნევროზი,
აზროვნების კონცენტრაციის დაქვეითება
მიღების წესი და დოზები: 30-40 წვეთი (1,5-2 მლ) განზავებული წყალში, უმჯობესია საღამოს ძილის წინ. ბავშვებში დასაშვებია 3 წლის ასაკიდან-დოზა ნახევრდება.
გვერდითი მოვლენები: როგორც წესი პრეპარატი გადაიტანება გვერდითი მოვლენების გარეშე.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა რომელიმე შემადგენელიკომპონენტის მიმართ, ორსულობა, ლაქტაცია, ასაკი 3 წლამდე.
გამოყენების წინ შეანჯღრიეთ.
გაფრთხილება:
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
არ გამოიყენება მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვების ან ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის პირობები:
შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, ტემპერატურა ≤25°C.
გახსნის შემდეგ შეინახეთ მაცივარში.
წარმოადგენს საკვებ დანამატს