ერიუსი / AERIUS
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): desloratadine
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ალერგოლოგია → ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორები → სისტემური მოქმედების მედიკამენტები → მეორე თაობის პრეპარატები
- მწარმოებელი კომპანია: Schering-Plough Labo N.V
- მწარმოებელი ქვეყანა: ბელგია
- გამოშვების ფორმა: 0.5მგ/მლ 60მლ სიროფი მინის ფლაკონში საზომ კოვზთან ერთად
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ფარმაკოლოგიური თვისებები
ერიუსი არასედატიური ანტიჰისტამინური პრეპარატია. ერიუსს გააჩნია ალერგიის საწინაღმდეგო მოქმედება, რომელიც იწყება მისი მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში და ნარჩუნდება მთელი დღის განმავლობაში.
პრეპარატი არ ზემოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და არ იწვევს ანტიქოლინერგიულ და სედატიურ მოქმედებას (არ იწვევს ძილიანობას).
საჭმლის მიღება და ალკოჰოლი არ ცვლის პრეპარატის ფარმაკოლოგიურ თვისებებს.
ერიუსი აქრობს ან საგრძნობლად ამსუბუქებს ალერგიული რინიტის ისეთ გამოვლინებებს, როგორიცაა ცემინება, ქავილის შეგრძნება ცხვირში, ცხვირიდან გამონადენი, ქავილი და შეწითლება თვალის მიდამოში, ცრემლდენა.
ჭინჭრის ციების დროს ერიუსი ამსუბუქებს ან აქრობს ქავილს და გამონაყარს კანზე
ჩვენებები
- სეზონური და წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტი;
- ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარია (ჭინჭრის ციება).
მიღების წესები და დოზები
მოზრდილები და ბავშვები (³12 წელი): 10.0 მლ (5.0 მგ) სიროფი ერთხელ დღეში.
გვერდითი მოვლენები
აღინიშნება პლაცებოს დონეზე: დაღლილობის შეგრძნება 1.2%-ში, თავის ტკივილი 0.6%-ში
უკუჩვენება
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტებისადმი ან ლორატადინისადმი;
- ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა წამლებთან არ ურთიერთქმედებს. საკვების მიღება არ მოქმედებს წამლის ეფექტურობაზე. ერიუსი არ აძლიერებს ალკოჰოლის ზემოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 2-30ºC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა – 2 წელი.