მალამოს 1 გ შეიცავს: აქტიური ნივთიერება:
ერითრომიცინი – 10000 ერთეული.
დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლანოლინი, ნატრიუმის პიროსულფიტი, ვაზელინი.
ერითრომიცინი – Streptomyces erythreus-ის მიერ პროდუცირებული მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი. პრეპარატს გააჩნია ბაქტერიოსტატური მოქმედება. ერითრომიცინი ახდენს ანტიბაქტერიულ მოქმედებას გრამდადებით და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე (Streptococcus, Staphylococcus, N. gonorrhoeae, N. meningitidis სხვადასხვა სახეობები), მათ შორის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ მდგრად შტამებზეც. პრეპარატი აქტიურია ასევე შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ:Clostridium spp., Corynebacterium diphtheriae, Haemophilus influenzae, Mycoplasma pneumoniae, Actinomyces israelii, Listeria monocytogenes, ქლამიდიები. ადგილობრივი გამოყენებისას ახდენს ანტიბაქტერიულ მოქმედებას. შექცევადად უკავშირდება რიბოსომების 50შ სუბერთეულს, რაც არღვევს ამინომჟავების მოლეკულებს შორის პეპტიდური კავშირების წარმოქმნას და ბლოკავს მიკროორგანიზმების ცილების სინთეზს (გავლენას არ ახდენს ნუკლეინის მჟავების სინთეზზე). მაღალ დოზებში გამოყენებისას გამომწვევის სახეობიდან გამომდინარე შეიძლება გამოავლინოს ბაქტერიციდული მოქმედება. ეფექტურია მგრძნობიარე მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც იწვევენ თვალის, კონიუნქტივის, რქოვანას ზედაპირულ ინფექციებს, მათ შორის Neisseria gonorrhoeae, Chlamydia trachomatis-ის მიმართ.
ადგილობრივი გამოყენებისას სისტემური აბსორბცია დაბალია. შეიწოვება რქოვანაში და თვალის ლორწოვანი გარსით.
ერითრომიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული თვალის ინფექციები: კონიუნქტივიტი (მათ შორის, ახალშობილებში), ახალშობილთა ოფთალმია, ბაქტერიული ბლეფარიტი, ბლეფაროკონიუნქტივიტი, კერატიტი, მეიბომიტი (ჯიბლიბო), ქლამიდიოზი, ტრაქომა.
ადგილობრივად: თვალის დაავადებებისას – 0.2-0.3 გ საცხი უნდა დაიდოს ზედა ან ქვედა ქუთუთოზე დღეში 3-ჯერ, ტრაქომის დროს – 4.-5-ჯერ დღეში, მკურნალობის ხანგრძლივობა – 4 თვემდე.
ადგილობრივი რეაქციები: ჰიპერემია, თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, არამკვეთრი მხედველობა.
ჰიპერმგრძნობელობა.
ახალშობილთა ოფთალმიის პროფილაქტიკისას არ უნდა მოხდეს თვალიდან ერითრომიცინის თვალის მალამოს ამობანა. ბავშვებში, რომელთა დედებსაც აქვთ კლინიკურად გამოხატული გონორეა, ერითრომიცინი, როგორც ოფთალმოლოგიური სამკურნალო საშუალება გამოიყენება პარენტერალურად გამოსაყენებელ პენიცილინ G -ს წყალხსნართან ერთად.
ჭარბი დოზირების შემთხვევები არ გამოვლენილა.
შეუთავსებელია ლინკომიცინთან, კლინდამიცინთან და ქლორამფენიკოლთან (ანტაგონიზმი). ამცირებს ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების ბაქტერიციდულ მოქმედებას (პენიცილინები, ცეფალოსპორინები, კარბოპენემები).
ინახება 15-3oC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის რეჟიმი: რეცეპტით).