შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
ესციტალოპრამი (ოქსალატის ფორმით).. . . . . . .10 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა (E 460), კროსკარმელაზის ნატრიუმის მარილი (E 468), კოლოიდური უწყლო კაჟბადი, მაგნიუმის სტეარატი (E 470ბ).
გარსი: ჰიპრომელოზა (E 464), ტიტანის ოქსიდი (E 171) და მაკროგოლი 400.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტიდეპრესანტი. შექცევადი მოქმედების სეროტონინის სელექციური ინჰიბიტორი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
შეწოვა არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე. ბიოშეღწევადობა – 80%. მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში აღწევს 4 საათში. 80%-ზე მეტი უკავშირდება სიხლის შრატის ცილებს. მეტაბოლიზდება ღვიძლში აქტიურ დემეთილირებულ და დიდემეთილირებულ მეტაბოლიტებამდე. გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით და შედარებით ნაკლებად - ღვიძლით.
ჩვენებები
დეპრესია, პანიკური აშლილობები (აგორაფობიის ჩათვლით).
დოზირების რეჟიმი
ეზოპრექსის მიღება არ არის დაკავშირებული საკვებთან. მიიღება მცირე რაოდენობის წყლით.
ჩვენებების შესაბამისად, ერთჯერადი დოზა შეადგენს 10-20 მგ/დღე-ღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 20 მგ. მკურნალობის ხანგრძლივობა – რემდენიმე თვე. მკურნალობის შეწყვეტისას დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს 1-2 კვირის განმავლობაში, რათა არ განვითარდეს “მოხსნის” სინდრომი.
უფროსი ასაკის პაციენტებში (>65 წელზე) რეკომენდებული საწყისი დღიური დოზა არის 5 მგ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 10 მგ.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს რეკომენდებული საწყისი დღიური დოზა არის 5 მგ. 2 კვირის განმავლობაში. ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით, შესაძლებელია დოზის გაზრდა 10 მგ/დღე-ღამეში.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი: სისუსტის შეგრძნება (გულისრევა).
ხშირი: სურდო, სინუსიტის, დაქვეითებული ან გაძლიერებული მადა; შფოთვა, მღელვარება, უჩვეულო სიზმრები, უძილობა, ძილიანობის შეგრძნება, თავბრუ, მთქნარება, კანკალი, ჩხვლეტა, დიარეა, შეკრულობა, ღებინება, პირის სიმშრალე, მომატებული ოფლიანობა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი (მიალგია და ართრალგია), სქესობრივი ფუნქციის სისუსტე, ციებ-ცხელება, სხეულის მასის მომატება;
ძალიან იშვიათი: გაძნელებული შარდვა, ეპილეფსიის შეტევები; სხვადასხვა სისხლდენა.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ესციტალოპრამის მიმართ; MAO ინჰიბიტორებთან ერთდროული მიღება; ბავშვები და მოზარდები 18 წლამდე ასაკის; ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.
განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით ინიშნება: ღვიზლის ციროზის, თირკმლის უკმარისობის, ასევე ეპილეფსიის მქონე პაციენტებში.
ეზოპრექსის გამოყენების დროს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა: არ არის რეკომენდებული, სანამ არ დადგინდება, თუ როგორ მოქმედებს იგი.
შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.