Plasmon
ესპუმიზანი ბეიბი / Espumizan Baby

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): simethicone
  • მწარმოებელი კომპანია: BERLIN-CHEMIE AG
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: 100მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები,ემულსია ბავშვებისათვის მინის ფლაკონი №1
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

 

1.  რას წარმოადგენს ესპუმიზანი® ბეიბი და რისთვის გამოიყენება იგი

ესპუმიზანი® ბეიბი ხსნის მეტეორიზმის სიმპტომებს (აირები და მუცლის შებერილობა) და განკუთვნილია ჩვილებისთვის, ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის. მისი მოქმედება ეფუძნება საკვებ მასებში და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოში არსებული აირის ბუშტუკების დაშლას. ამ გზით გამოთავისუფლებული აირები შეიწოვება ნაწლავის კედელში, ასევე გამოთავისუფლდება მისი პერისტალტიკური მოძრაობების დროს.

 

გამოყენების ერო

ესპუმიზანი® ბეიბი გამოიყენება:

იმპტომური მკურნალობისთვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ჩივილების არსებობისას, რომლებიც გამოწვეულია აირების წარმოქმნით, როგორიცაა ნაწლავში აირების დაგროვება (მეტეორიზმი), მუცლის შებერილობა, კოლიკა ახალშობილებში (სამთვიანთა კოლიკა) ან აირების მომატებული წარმოქმნა ოპერაციის შემდეგ;

მუცლის ღრუს დიაგნოსტიკური პროცედურებისთვის მოსამზადებლად (მაგალითად, რენტგენოგრაფია, უბგ, ენდოსკოპიური გამოკვლევები, ასევე, საკონტრასტო საშუალებების სუსპენზიაზე დანამატის სახით).

 

 

2. ესპუმიზანი® ბეიბის გამოყენებამდე

ესპუმიზანი® ბეიბის გამოყენება არ შეიძლება, თუ: 

გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) მოქმედი ნივთიერების სიმეთიკონის ან პრეპარატ ესპუმიზანი® ბეიბის ნებისმიერი სხვა კომპონენტების  მიმართ. თუ აძლევთ ესპუმიზან® ბეიბის სხვა პირებს, გახსოვდეთ ამის შესახებ, ვინაიდან მათაც შეიძლება ჰქონდეთ ალერგია მის კომპონენტებზე.

 

 

ესპუმიზანი®  ბეიბის მიღებისას საჭიროა განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება შემდეგ სიმპტომებზე

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ახალი ჩივილების გამოვლენისას და/ან არსებული ჩივილების 14 დღის განმავლობაში შენარჩუნების შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს. ექიმი დაადგენს, არსებობს თუ არა დაავადება (ე.წ. ძირითადი დაავადება), რომელიც საჭიროებს სხვა მკურნალობას.

ჩვილებსა  და  ბავშვებში  პრეპარატის  გამოყენებამდე,  პირველ  რიგში,  უნდა  გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან. 

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება 

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ ცნობილი არ არის.

 

 ესპუმიზანი® ბეიბის მიღება საკვებთან და სასმელებთან ერთად განსაკუთრებული პირობის გარეშე.

 

ორსულობა და ძუძუთი კვება

ესპუმიზანი® ბეიბი არ არის განკუთვნილი მოზრდილებისთვის.

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში ესპუმიზანი® ბეიბის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

 

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუაობა

ესპუმიზანი® ბეიბი არ არის განკუთვნილი მოზრდილებისთვის. სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს არ საჭიროებს.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატ ესპუმიზანი®   ბეიბის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ

მოცემული   სამკურნალო   საშუალება შეიცავს სორბიტს.  თუ  მკურნალი ექიმისგან თქვენთვის ცნობილია შაქრის ზოგიერთი სახეობის აუტანლობის შესახებმოცემული სამკურნალო საშუალების მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს.

 

3.  როგორ მიიღება ესპუმიზანი® ბეიბი

ყოველთვის მიიღეთ ესპუმიზანი® ბეიბი მოცემულ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის ზუსტად დაცვით. თუ რაიმე საკითხში არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

არსებობს ესპუმიზანი® ბეიბის დოზის განსაზღვრის ორი მეთოდი

იმის მიხედვით, თუ რამდენად მაღალია დოზა, მისი განსაზღვრა შეიძლება:

პიპეტით;

მილილიტრებით გრადუირებული (მლ) საზომი ხუფით.

საზომი  ხელსაწყოების  გამოყენების  დეტალური  ინფორმაცია  იხილეთ  დოზირების ცხრილის ქვემოთ.

 

დოზირება

ესპუმიზანი® ბეიბის დოზა განისაზღვრება სიმპტომების გამოხატულობის მიხედვით. როგორც წესი, გამოიყენება შემდეგი დოზები.

კუჭ-ნაწლავის  ტრაქტში  აირების  წარმოქმნით გამოწვეული სიმპტომების კუპირებისთვის

 

ასაკობრივი ჯგუფი

დოზირება წვეთებში

(პიპეტი)

1 წლამდე

ერთჯერად დოზას 5-10 წვეთს ყოველი კვების დროს უმატებენ ბავშვის საკვებს ბოთლში ან აძლევენ ჩვილს პატარა კოვზით უშუალოდ ძუძუთი ყოველი კვების წინ

1-6 წელი

10 წვეთი 3-5-ჯერ დღე-ღამეში

6-14 წელი

10-20 წვეთი 3-5-ჯერ დღე-ღამეში

მოზარდები

20 წვეთი 3-5-ჯერ დღე-ღამეში

 

გარდა ამისა, ესპუმიზანი® ბეიბის მიღება შეიძლება ოპერაციის შემდეგ.

 

ესპუმიზან® ბეიბის ღებულობენ ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში

- აგრეთვე, ძილის წინ.

 

ესპუმიზანი® ბეიბის მიღება უნდა გაგრძელდეს სანამ სიმპტომები შენარჩუნებულია. ესპუმიზანი® ბეიბის ხანგრძილვად მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. ასევე იხილეთ პარაგრაფი 2  ესპუმიზანი® ბეიბის მიღებისას საჭიროა განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება შემდეგ სიმპტომებზე“.

 

დიაგნოსტიკური პროცედურებისთვის მოსამზადებლად

დოზა მლ-ში  (საზომი ხუფი)

გამოკვლევამდე   ერთი   დღით   ადრე   –    მლ   3-ჯერ   დღე-ღამეში   ჭამის   შემდეგ, გამოკვლევის ჩატარების დღეს დილით – 1 მლ

 

საკონტრასტო საშუალებების სუსპენზიაზე დანამატის სახით

დოზა მლ-ში  (საზომი ხუფი)

ონტრასტული საშუალების 1ლ  „ფაფაზე“ 2-4მლ ორმაგი კონტრასტული გამოსახულების მისაღებად

 

კუჭისა და წვრილი ნაწლავის ენდოსკოპიური გამოკვლევისას მოსამზადებლად

 

დოზა მლ-ში

(საზომი ხუფი)

2-3 მლ ენდოსკოპიის ჩატარებამდე

საჭიროების შემთხვევაში, თუ გამოკვლევას ხელს უშლის ქაფის ბუშტუკები, მათი გაქრობა შეიძლება დამატებით რამდენიმე მილილიტრი ემულსიის შეყვანით ენდოსკოპის ინსტრუმენტულ არხში გამოკვლევის ჩატარების დროს

 

გამოყენების წესი

გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ!

 

პიპეტის გამოყენება (10-25 წვეთი)

ფლაკონი დაიჭირეთ ვერტიკალურად, თავით ქვევით.

25 წვეთი შეესაბამება 1 მლ ემულსიას (რაც შეესაბამება 100 მგ სიმეთიკონს).

 

საზომი ხუფის გამოყენება

საზომი ხუფი არის დოზირების ხელსაწყო, რომელზეც აღნიშნულია გრადუირების ხაზები მილილიტრებში. ის დამაგრებულია 30 მლ და 50 მლ ტევადობის ფლაკონი- საწვეთურის ხრახნიან თავსახურზე. საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად, თუ საჭიროა 25 წვეთი ან მეტი), შეიძლება მისი ამოღება და გამოყენება დოზის გასაზომად პიპეტის ნაცვლად.

მითითება:  გადაყლაპვის  საშიშროების  გამო  საზომი  ხუფი  შეინახეთ  ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

თუ მიიღეთ ესპუმიზანი® ბეიბის საჭიროზე მეტი დოზა

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ესპუმიზანი® ბეიბის ძალიან დიდი დოზის მიღებამ გამოიწვიოს რაიმე სახის არასასურველი მოვლენა. ესპუმიზანი® ბეიბის დიდი რაოდენობის მიღებასაც კი არ ახლავს რაიმე პრობლემები.

პრეპარატ ესპუმიზანი® ბეიბის მოქმედი ნივთიერება, სიმეთიკონი, შლის ქაფს  კუჭ- ნაწლავის ტრაქტში მხოლოდ ფიზიკური მექანიზმების საშუალებით. ნაწლავში გავლისას სიმეთიკონი არ შეიწოვება და არ ხდება მისი ქიმიური ან ფერმენტული გარდაქმნა.

 

თუ გამოტოვეთ ესპუმიზანი® ბეიბის მიღება

ეს დოზა შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერ დროს.

 

თუ შეწყვიტეთ ესპუმიზანი® ბეიბის მიღება შესაძლებელია, სიმპტომები განახლდეს.

 

მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების

არსებობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს

 

4. შესაძლო გვერდითი მოქმეება

ესპუმიზანი® ბეიბის მიღებასთან დაკავშირებული გვერდითი მოქმედება დღემდე გამოვლენილი არ არის.

იმ შემთხვევაში, თუ შენიშნავთ რომელიმე გვერდით მოქმედებას, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

5.  ესპუმიზანი® ბეიბის შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ! შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

ესპუმიზანი® ბეიბი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ეტიკეტზე წარწერა ვარგისია”- შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს. 

 

პრეპარატის უტილიზაციისას თავი შეიკავეთ მისი გადაგდებისგან კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

 

ვარგისობის ვადა: 36 თვე.

ესპუმიზანი® ბეიბის მიღება შეიძლება ფლაკონის გახსნიდან 6 თვის განმავლობაში.

 

 

6. დამატებითი ინფორმაცია

პრეპარატ ესპუმიზანი® ბეიბის შემადგენლობა მოქმედი ნივთიერება არის სიმეთიკონი.

1 მლ შიგნით მისაღები ემულსია შეიცავს 100 მგ სიმეთიკონს.

სხვა კომპონენტებია

მაკროგოლის სტეარატი, გლიცერინის მონოსტეარატი 40-55, სორბინის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი pH მნიშვნელობის დასარეგულირებლად, კალიუმის აცესულფამი, ნატრიუმის ქლორიდი, თხევადი სორბიტი (არაკრისტალური, E 420), კარბომერი, ნატრიუმის ციტრატი, ბანანის არომატიზატორი, გაწმენდილი წყალი.

 

ესპუმიზანი® ბეიბის აღწერა და უთვის შიგთავსი

ესპუმიზანი® ბეიბი არის რძისფერი-თეთრი შეფერილობის, დაბალი სიბლანტის ემულსია, 30 მლ ან 50 მლ ტევადობის ყავისფერი მინის ფლაკონებში ეტიკეტით, პიპეტით, ხრახნიანი თავსახურით და მიმაგრებული საზომი ხუფით.

შეიძლება, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.

 

გაცემის პირობები

ფარმაცევტული  პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე. 

სად შევიძინოთ?