Plasmon
ეტოპოზიდი / ETOPOSIDE


შემადგენლობა

საინექციო ეტოპოზიდი წარმოადგენს სტერილურ ხსნარს, რომელიც შეიცავს 20 მგ/მლ ეტოპოზიდს ორგანული გამხსნელის ფუძეზე, (შეიცავს: მაკროჰოლი 3000, პოლისორბატი 80, ლიმონმჟავა და ეთილის სპირტი).

ფარმაკოლოგიური თვისებები
მოქმედების მექანიზმი: ეტოპოზიდის მოქმედების ზუსტი მექანიზმი არ არის ცნობილი, თუმცა ის სავარაუდოდ ქმნის ციტოტოქსიკურ ეფექტს, დნმ-ს დაზიანებით, აინჰიბირებს ან ცვლის დნმ-ის სინთეზს. 
ეტოპოზიდი არის უჯრედ-დამოკიდებული, და ციკლურ-ფაზური სპეციფიკური, შეიცავს G2-ფაზის დათრგუნვის და უპირატესად ქილერ უჯრედებს G2 და მოგვიანებით შ ფაზებში. გამოვლენილი იქნა ორი განსხვავებული დოზა- დამოკიდებული რეაქცია. მაღალი კონცენტრაცია (10 მიკროგრამი/მლ ან მეტი) იწვევს უჯერედების ლიზისს უჯრდების მიტოზის დასაწყისში. დაბალი კონცენტრაცია (0.3-10 მიკროგრამი/მლ) თრგუნავს უჯერდებს შესვლის პროფაზიდან. ეტოპოზიდით ინდუცირებული დნმ-ის დაზიანება სავარაუდოდ გარკვეულ დამოკიდებულებაშია პრეპარატის ციტოტოქსიკურობასთან. ეტოპოზიდი სავარაუდოდ აინდუცირებს ერთძაფიანი დნმ-ის დარღვევას არაპირდაპირი გზით.

ჩვენებები
საინექციო ეტოპოზიდი ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
• ფილტვის მცირე უჯრედული კარცინომა.
• მწვავე მონოციტური და მიელომონოციტური ლეიკემია
• ჰოჯკინის დაავდება
• არა-ჰოჯკინური ლიმფომა
განადგურება
თუ მოხდა პრეპარატის გაშხეფება მკაცრად შეზღუდეთ დაზიანებულ ტერიტორიასთან კონტაქტი. ჩაიცვით ორი წყვილი ხელთათმანი, (კაუჩუკის რეზინი), რესპირატორული ნიღაბი, დამცავი ხალათი და უსაფრთხოების ხელთათმანები. შეზღუდეთ შხეფების გავრცელება აბსორბციული მასალის დაფარვით, როგორიც არის ადსორბციული გრანულების შემწოვი პირსახოცი. შეაგროვეთ აბსორბენტი/ადსორბენტი მასალა და სხვა ნარჩენები შხეფებიდან და მოათავსეთ გაუჟონვად პლასტიკურ სათავსში და შესაბამისად გაუკეთეთ ეტიკეტი. ციტოტოქსიკური ნარჩენები უნდა მარკირდებოდეს როგორც სახიფათო ან ტოქსიკური და გასაგებად უნდა მოხდეს აღნიშვნა “ციტოტოქსიური ნარჩენები 1100 გრადუსზე დასაწვავად”. ნარჩენი მასალა უნდა დაიწვას 1100 გრადუსზე სულ მცირე 1 წამის განმავლობაში. გაწმინდეთ გაშხეფების ადგილი წყლის დიდი რაოდენობით.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება 25°Cზე დაბალ ტემპერატურაზე. 
ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას. 
მიკრობიოლოგიური საფრთხის შესამცირებლად მომზადებული პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მომზადებიდან რაც შეიძლება სწრაფად. თუ საჭიროა შენახვა, შეინახეთ 2-8°Cზე არაუმეტეს 24 საათი.
გაანადგურეთ გამოუყენებელი ნაწილი. 
შენახვის ვადა მითითებულია (თვე/წელი) შეფუთვაზე

სად შევიძინოთ?