შემადგენლობა:
ერთი კაფსულა შეიცავს: ბაკოპა მონიერა 100 მგ, გინკგო ბილობა 60 მგ, გამა-ამინოერბოს მჟავა 125 მგ, ვიტამინი B1 0,6 მგ, ვიტამინი B2 0,7 მგ, ვიტამინი B5 6 მგ, ვიტამინი B6 0,7 მგ, ვიტამინი B9 0,2 მგ, ვიტამინი B12 1,25 მკგ, თუთია 5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა 56.485მგ, მაგნიუმის სტეარატი 6 მგ, სილიკონის დიოქსიდი 2.4 მგ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, თავის ტვინის მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებელი საშუალებები.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ბეტროპილი წარმოადგენს კომბინირებულ საშუალებას. ახდენს მეტაბოლური პროცესების ნორმალიზებას თავის ტვინში, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ჟანგბადისა და გლუკოზის უტილიზაციას. ახასიათებს ანტიჰიპოქსიური მოქმედება, იცავს ნერვულ უჯრედებს იშემიური დაზიანებისგან. აუმჯობესებს აზროვნების პროცესებს, მეხსიერებას, ყურადღების კონცენტრაციის უნარს, ააქტიურებს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, ზრდის გონებრივ შრომისუნარიანობას.
ბაკოპა მონიერა - წარმოადგენს უძველეს ინდურ სამკურნალო მცენარეს, რომელიც გამოიყენება მეხსიერების გასაუმჯობესებლად. მნიშვნელოვნად ზრდის ტვინის ინტელექტუალურ და მენტალურ შესაძლებლობებს. აუმჯობესებს სწავლის პროცესს, ზრდის გონებრივი მუშაობის უნარს. გააჩნია ანქსიოლიზური და ანტიოქსიდანტური თვისებები.
გინკგო ბილობას ფოთლების ექსტრაქტი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას პერიფერიულ და თავის ტვინის სისხლძარღვებში, ხელს უწყობს სისხლძარღვების კედლების ელასტიურობის ზრდას. ზრდის თავის ტვინში დოფამინისა და ნეირო-მედიატორების სინთეზს, ხელს უწყობს ნერვული იმპულსების გადაცემას, უზრუნველყოფს მეხსიერებისა და გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებას.
გამა-ამინო-ერბოს მჟავა (GABA) - გაემ წარმოადგენს ძირითად მედიატორს, რომელიც მონაწილეობს ცენტრალური შეკავების პროცესებში. გაემ ახდენს ტვინის ენერგეტიკული პროცესების აქტივაციას, ზრდის ქსოვილების სუნთქვით აქტივობას, აუმჯობესებს თავის ტვინის მიერ გლუკოზის უტილიზაციას და სისხლის მიმოქცევას. გაემ-ს გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი, თრგუნავს აგზნების პროცესებს თავის ტვინში და ამცირებს გაღიზიანებადობას.
B ჯგუფის ვიტამინები უზრუნველყოფენ ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციობას; მონაწილეობენ ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების ცვლაში.
ვიტამინი B1 (თიამინი) - წარმოადგენს მნიშვნელოვან კომპონენტს ნეირომედიატორების სინთეზში. მონაწილეობს სინაფსებში ნერვული იმპულსის გადაცემის პროცესში.
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) - უზრუნველყოფს ჟანგვა-აღდგენით რეაქციებს; ხელს უწყობს როგორც ანტისხეულების, ასევე ჰემოგლობინის სინთეზს. აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ანთებითი პროცესების დროს ორგანიზმის დაცვით რეაქციაში.
ვიტამინი B5 (პანტოთენის მჟავა ) - მონაწილეობს ცილების მეტაბოლიზმში, ქოლესტერინის სინთეზში, ენერგეტიკულ ცვლაში, კორტიკოსტეროიდების სინთეზში. იცავს ორგანიზმს სტრესისგან.
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) - მონაწილეობს ნეიროტრანსმიტერების სინთეზში, რის გამოც მნიშვნელოვანი როლი აქვს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციობაში.
ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) - აუცილებელია სისხლის მიმოქცევისა და იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციობისათვის. აუმჯობესებს კოგნიტურ შესაძლებლობებს, ამაღლებს გუნება-განწყობას.
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) - მნიშვნელოვანია უჯრედის ზრდისა და დაყოფისათვის, მონაწილეობს დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზში, უზრუნველყოფს ჰემოპოეზის ფორმირებას, აუმჯობესებს ქსოვილების რეგენერაციას.
თუთია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტია, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ორგანიზმის ნერვული და ენდოკრინული სისტემების ნორმალურ ფუნქციობას; მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების ცვლაში; აუმჯობესებს მეხსიერებასა და კოორდინაციის უნარს.
ჩვენებები:
კოგნიტური და ინტელექტუალური დარღვევები თავის ტვინის სისხლძარღვოვანი და დეგენერაციული დაავადებების დროს
ქრონიკული ცერებრო-ვასკულური პათოლოგია
პერიფერიული ნერვული სისტემის და მიკროცირკულაციის დარღვევები
სხვადასხვა გენეზის დემენცია
ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუ, ხმაური ყურებში, ჰიპოაკუზია)
ფსიქო-ემოციური სტრესი და გონებრივი შრომისუნარიანობის დაქვეითება
ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობის სინდრომი
ქალა-ტვინისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანება
მიღების წესი და დოზირების რეჟიმი:
12 წლის მოზარდებში და მოზრდილებში: ერთი კაფსულა 2-ჯერ დღეში, კვების დროს ან კვების შემდეგ.
მკურნალობის კურსის მინიმალური ხანგრძლივობა - 2 თვე.
გვერდითი მოვლენები:
ძალიან იშვიათად დისპეფსიური მოვლენები, თავის ტკივილი, ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ბავშვთა ასაკი 12 წლამდე, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
სიფრთხილის ზომები:
არ გადააჭარბოთ დღიურად მისაღებ რეკომენდებულ დოზას. პროდუქტი არ ანაცვლებს საკვებს.
ვარგისიანობის ვადა:
იხილეთ შეფუთვაზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა ურეცეპტოდ.