Plasmon
ეუფორბიუმ კომპოზიტუმ / Euphorbium compositum nasentropfen SN

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • გამოშვების ფორმა: 20 მლ-იანი ფლაკონი პულვერიზატორით
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

ცხვირის წვეთები: 100 გ ხსნარი შეიცავს: Euphorbium D4, Pulsatila D2, Luffa operculata D2, Mercurius bijodatus D8, Hepar sulfuris D10, Argentum nitricum D10 - შესაბამისად 1 გ. ასევე ნატრიუმჰიდროგენფოსფატ-დიჰიდრატი, ნატრიუმმონოჰიდროგენფოსფატ-დიჰიდრატი, საინექციო წყალი, ნატრიუმქლორიდი. 
წვეთები: 100 გ ხსნარი შეიცავს: Euphorbium D3, Pulsatila D2, Luffa operculata D6, Mercurius bijodatus D8, Mucosa nasalis suis D8, Hepar sulfuris D10, Argentum nitricum D10, Sinusitis-Nosode D13 - შესაბამისად 1 გ. Ethanol 45 vol%

ჩვენებები
ცხვირის წვეთები: სხვადასხვა გენეზის რინიტები (ვირუსული, ბაქტერიული, ალერგიული), მშრალი, ჰიპერპლაზიური და ატროფიული რინიტი, ქრონიკული სინუსიტები, როგორც დამხმარე საშუალება ოზენას მკურნალობისას; გაზაფხულის სურდოს დროს, ცხვირიდან სუნთქვის გასაუმჯობესებლად.
წვეთები: მწვავე და ქრონიკული სინუსიტები, ევსტაქიიტი, შუა ყურის ანთება

მიღების წესები და დოზები
ცხვირის წვეთები: 1-2 შესხურება ორივე ნესტოში 3-5-ჯერ დღეში. ბავშვებისათვის 6 წლამდე 1 შესხურება 3-4-ჯერ დღეში; შეიძლება დაენიშნოს ბავშვებს 1 წლამდე.
წვეთები: ჩვეულებრივ - 10 წვეთი 3-ჯერ დღეში. მწვავე მდგომარეობისას - 10 წვეთი ყოველ 15 წუთში, არაუმეტეს 2 საათისა; შემდეგ დოზა შეიძლება დავწიოთ - 10 წვეთი 6-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები
წვეთები: გამოყენების შემდეგ შესაძლებელია ნერწყვდენის მომატება. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

უკუჩვენება
არ გააჩნია.

განსაკუთრებული მითითებები
წვეთები: ჩვეულებრივ - 10 წვეთი 3-ჯერ დღეში. მწვავე მდგომარეობისას - 10 წვეთი ყოველ 15 წუთში, არაუმეტეს 2 საათისა; შემდეგ დოზა შეიძლება დავწიოთ - 10 წვეთი 6-ჯერ დღეში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები და ვადები
დაიცავით გადახურებისგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, (ტუბი, ფლაკონი)დაიხუროს გამოყენებისთანავე.

აფთიაქში გაცემის წესი
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ

სად შევიძინოთ?