შემადგენლობა
წვეთები: 100 გ ხსნარი შეიცავს: Euphorbium D3, Pulsatila D2, Luffa operculata D6, Mercurius bijodatus D8, Mucosa nasalis suis D8, Hepar sulfuris D10, Argentum nitricum D10, Sinusitis-Nosode D13 - შესაბამისად 1 გ. Ethanol 45 vol%.- ცხვირის წვეთები: 100 გ ხსნარი შეიცავს: Euphorbium D4, Pulsatila D2, Luffa operculata D2, Mercurius bijodatus D8, Hepar sulfuris D10, Argentum nitricum D10 - შესაბამისად 1 გ. ასევე ნატრიუმჰიდროგენფოსფატ-დიჰიდრატი, ნატრიუმმონოჰიდროგენფოსფატ-დიჰიდრატი, საინექციო წყალი, ნატრიუმქლორიდი.
წვეთები: მწვავე და ქრონიკული სინუსიტები, ევსტაქიიტი, შუა ყურის ანთება.
ცხვირის წვეთები: სხვადასხვა გენეზის რინიტები (ვირუსული, ბაქტერიული, ალერგიული), მშრალი, ჰიპერპლაზიური და ატროფიული რინიტი, ქრონიკული სინუსიტები, როგორც დამხმარე საშუალება ოზენას მკურნალობისას; გაზაფხულის სურდოს დროს, ცხვირიდან სუნთქვის გასაუმჯობესებლად.
წვეთები: ჩვეულებრივ - 10 წვეთი 3-ჯერ დღეში. მწვავე მდგომარეობისას - 10 წვეთი ყოველ 15 წუთში, არაუმეტეს 2 საათისა; შემდეგ დოზა შეიძლება დავწიოთ - 10 წვეთი 6-ჯერ დღეში.
ცხვირის წვეთები: 1-2 შესხურება ორივე ნესტოში 3-5-ჯერ დღეში. ბავშვებისათვის 6 წლამდე 1 შესხურება 3-4-ჯერ დღეში; შეიძლება დაენიშნოს ბავშვებს 1 წლამდე.
წვეთები: გამოყენების შემდეგ შესაძლებელია ნერწყვდენის მომატება. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
არ გააჩნია.
პრეპარატში შემავალი ჰომეოპათიური კომპონენტების თვისებებიდან გამომდინარე Euphorbium compositum S ხელს უწყობს სეკრეტის გამოყოფას, აადვილებს ცხვირიდან სუნთქვას, ამცირებს ზეწოლას.
მოცემული პრეპარატის ექსპერიმენტული გამოყენებისას მნიშვნელოვანი თერაპიული ეფექტი გამოიხატა განსაკუთრებით, ცხვირის დანამატი ღრუების ქრონიკული პროცესისას (მშრალი ფორმა, ცხვირის ლორწოვანი გარსის ატროფია), რადგან მან ცხვირის ლორწოვანი გარსის რეაქტივირება და მისი დანამვა გამოიწვია (რეგრესული ვიკარიაციის ფენომენის თვალსაზრისიდან გამომდინარე). იგი ნაჩვენებია ოზენას შემთხვევაში, როგორც დამხმარე საშუალება. ამ პრეპარატთან ერთად რეკომენდებულია Mucosa compositum- ის დანიშვნა, ხოლო ქიმიური სამკურნალო პრეპარატების ხანგრძლივად ხმარების შემთხვევაში (მ.შ. მალამოების) დამატებით ფერმენტის გასააქტიურებელი საშუალებები გამოიყენება - Coenzyme compositum, Ubichinon compositum. ანთებითი გამოვლინებებისას დამატებით ნაჩვენებია Echinacea compositum S, Traumeel S, Engystol N.
აფონიის დროს Euphorbium compositum-თან ერთად ინიშნება Echinacea compositum S, Mucosa compositum da Ubichinon ცომპოსიტუმ ერთად.
შუა ყურის წყალმანკი და ქრონიკული ოტიტისას რეკომენდებულია პრეპარატის ორივე ფორმის ერთდროული გამოყენება.
ცხვირის წვეთები სპეციფიკურ გავლენას ახდენს ცხვირის ლორწოვანი გარსის და ღრუების ფუნქციებზე. იგი არ იწვევს რეაქტიულ ჰიპერემიას სასუნთქი გზების შემდგომი შევიწროვებით და ფიზიოლოგიური ხსნარის მეშვეობით ხელს უწყობს ცხვირის ლორწოვანის სეკრეტების და ფუფხების გაწოვას; ეწინააღმდეგება ლორწოვანი გარსის გამოშრობას, უზრუნველყოფს თავისუფალ სუნთქვას და შუბლის არეში წნევას აქვეითებს. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება კი არ ამცირებს მის თერაპიულ ეფექტს, არამედ ზრდის კიდეც.
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
დაიცავით გადახურებისგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, (ტუბი, ფლაკონი)დაიხუროს გამოყენებისთანავე.
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ