Nuk
ევროფარი / EUROFAR

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰემატოლოგიაანტიანემიური პრეპარატები
  • მწარმოებელი კომპანია: Vefa Ilaҫ
  • მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
  • გამოშვების ფორმა: რბილი კაფსულა #30.
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ერთი კაფსულის შემადგენლობა : 

რკინის ფუმარატი - 304,25 მგ (ელემენტარული რკინა 100 მგ.), 

თუთიის სულფატი - 11,05მგ (ელემენტარული თუთია 4,0მგ.), 

სპილენძის სულფატი - 5,0 მგ (ელემენტარული სპილენძი 2,0 მგ), 

მანგანუმის სულფატი - 6,2მგ (ელემენტარული მანგანუმი 2,0მგ), 

ვიტამინი C(ასკორბინის მჟავა) - 75,0მგ., 

ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) - 5,0მგ., 

ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) - 5 მკგ., 

ფოლის მჟავა - 0,5 მგ.                                                                                  

  

ფარმაკოლოგიური თვისებები: რკინის ფუმარატი ავსებს ორგანიზმში რკინის დეფიციტს, რომელიც საჭიროა ჰემოგლობინისა და გლობინური ფერმენტების სინთეზისთვის. ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით. თუთიის სულფატი შედის ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც მონაწილეობენ სხვადასხვა ბიოქიმიურ რეაქციებში, ასტაბილიზებს უჯრედის მემბრანას. სპილენძის სულფატი აძლიერებს ერითროპოეზს. მანგანუმის სულფატი ხელს უწყობს რკინის ჩართვას ერითროციტების პორფინირებულ კომპლექსში და თუთიადამოკიდებულ ფერმენტებთან თუთიის დაკავშირებას, რაც იწვევს მათ გააქტიურებას. ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში რკინის აბსორბციის პროცესს, ხელს უწყობს უჯრედშორისი ნივთიერების კოლოიდური მდგომარეობის შენაჩუნებას და უზრუნველყოფს კაპილარების ნორმალურ გამავლობას (თრგუნავს  ჰიალურონიდაზას). ვიტამინი B6 (პირიდოქსინი)  მონაწილეობს სიგმა-ამინოლევულინატის სინთეზში,  რომელიც ჰემის წინამორბედია. ვიტამინი B12 ასტიმულირებს თიამიდინური ნუკლეოტიდების ბიოსინთეზს და დნმ-ის რეპლიკაციის პროცესს. ფოლის მჟავა ასტიმულირებს სისხლმბადი უჯრედების გაყოფასა და სისხლწარმოქმნას.                                                                                     

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება: რკინადეფიციტური მდგომარეობების დროს ავსებს რკინის მარაგს ორგანიზმში, იზრდება ჰემოგლობინის დონე სისხლში და მატულობს ერითროციტების რიცხვი. მიღებიდან 2-3 კვირის შემდეგ ანემიის ჰემატოლოგიური და კლინიკური ნიშნები იწყებს რეგრესირებას.                                                                                          

 

ჩვენებები:     
რკინადეფიციტური ანემიები:
პოსტჰემორაგიული (მენორაგიები, ქრონიკული სისხლდენები კნტ-დან და სხვ.);                                                              
რკინაზე გაზრდილი მოთხოვნა (ორსულობა, ლაქტაცია, ინტენსიური ზრდა-განვითარების პერიოდი, დონორობა)-მკურნალობა და პროფილაქტიკა;რკინის არასაკმარისი მიღება, ან მისი შეწოვის დარღვევა (ქრონიკული დიარეა, ჭიებით ინვაზია);                                             

 

წინააღმდეგჩვენებები:
ანემიები, რომლებიც არაა დაკავშირებული რკინის დეფიციტთან (ჰემოლიზური-შეძენილი ან თანდაყოლილი), ჰემოქრომატოზი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების გამწვავების პერიოდი, ნაწლავის ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი).                                                                    

 

გვერდითი მოვლენები:
ინდივიდუალური აუტანლობა რომელიმე კომპონენტის მიმართ, იშვიათ შემთხვევაში გულისრევა, რკინის გემო პირში, დიარეა.                                                                                                     

დოზირება:
მიიღება ექიმის დანიშნულებით ბავშვებში 12 წლის ზევით და მოზრდილებში თითო კაფსულა 1-ჯერ ან 2-ჯერ დღეში, ჭამამდე ორმოცი წუთით ადრე.   

 

შენახვისა წესი: შეინახეთ 25°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე. 

 

 

სად შევიძინოთ?