კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მეტაბოლური პროცესების გამაუმჯობესებელი საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30ც.
1 ტაბ.შეიცავს:
აქტიური სუბსტანციები:
მაგნიუმის ლაქტატის დიჰიდრატი ...545მგ.
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინიB6)...5მგ.
არააქტიური სუბსტანციები: მიკროკრისტალური ცელულოზა 120მგ; მაგნიუმის სტეარატი 7მგ; კროსკამელოზას ნატრიუმი 10მგ; პოლივინილპიროლიდონი K 30- 30მგ; კოლიკოატ IR თეთრი-20მგ; სილიკონის დიოქსიდი-4მგ.
ფარმაკოლოგიური თვსიებები:
ევრომაგი B6 კომბინირებული პრეპარატია მაგნიუმისა და B6-ის დეფიციტის შესავსებად ორგანიზმში. მაგნიუმი უჯრედშიდა კათიონია, მოიპოვება ყველა უჯრედში და მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში; ამცირებს ნეირონთა აგზნებას, ხელს უწყობს იონთა ბალანსის შენარჩუნებას კუნთოვან ქსოვილში, არეგულირებს იმპულსის ნერვ-კუნთოვან გადაცემას, მონაწილეობს ფერმენტულ პროცესებში. მაგნიუმის უკმარისობა გამოვლინდება გულისცემის რიტმის დარღვევით, რასაც მოჰყვება კუნთთა სისუსტე, ტრემორი, ტეტანია, ატაქსია, რეფლექსური აგზნებადობის მატება, კრუნჩხვა, ძილის მოშლა, ტაქიკარდია და ექსტრასისტოლია; პირიდოქსინი (ვიტამინი B6) მონაწილეობს მეტაბოლურ პროცესებში, არეგულირებს ნერვული სისტემის მეტაბოლიზმს. საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან მისი სწრაფი აბსორბცია უზრუნველყოფს მაგნიუმის ათვისებას და მისი კონცენტრაციის შენარჩუნებას უჯრედში.
ფარმაკოკინეტიკა: კუჭნაწლავის ტრაქტის მიერ შეიწოვება პერორალურად მიღებული მაგნიუმის არა უმეტეს 50%. ორგანიზმში მაგნიუმის 99% იმყოფება უჯრედის შიგნით.. უჯრედშიდა მაგნიუმის დაახლოებით 2/3 ნაწილდება ძვლის ქსოვილში, ხოლო დანარჩენი იმყოფება გლუვ და განივზოლიან კუნთოვან ქსოვილებში.
მიღებული მაგნიუმის არანაკლებ 1/3 ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად.
ჩვენებები:
ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობით გამოწვეული მდგომარეობა;
კუნთების ტკივილი და სპაზმი;
ასთენია.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატის მიღებამდესაჭიროაექიმთანკონსულტაცია.
შემოგარსული ტაბლეტები
მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით რეკომენდებულია 6 ტაბლეტამდე მიღება დღეში. სადღეღამისო დოზა უნდა გაიყოს 2-3 მიღებაზე. მიიღება ჭამის დროს.
პრეპარატის მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულებში პრეპარატის გამოყენება არ ხასიათდება ფეტოტოქსიკური მოქმედებით, ან განვითარების დეფექტების წარმოქმნით, თუმცა მისი გამოყენება ამ დროს შესაძლებელია აუცილებლობის შემთხვევაში.
რადგან მაგნიუმი გადადის დედის რძეში, მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.
გვერდითი მოვლენები: კუჭ-ნაწლავის სისტემის დისფუნქცია; შესაძლოა ალერგიის განვითარება პრეპარატის კომპონენტების მიმართ ალერგიულ პირებში.
წინააღმდეგჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ; თირკმლის მწვავე უკმარისობა (როდესაც კრეატინინის კლირენსი დაბალია 30 მლ/წთ. მაჩვენებელზე); ფენილკეტონურია. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება თირკმლის უკმარისობის დროს.
განსაკუთრებული მითითებები:
საფაღარათო საშუალებების, ალკოჰოლის ხანგრძლივად გამოყენების, დაძაბული გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის დროს იზრდება მაგნიუმის მიმართ მოთხოვნილება, რასაც შესაძლებელია ორგანიზმში მოყვეს მაგნიუმის დეფიციტი.
პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება თირკმელების ფუნქციის ზომიერი უკმარისობის დროს, რადგან არსებობს ჰიპერმაგნემიის განვითარების რისკი.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ შემოგარსული ტაბლეტები დამხმარე ნივთიერებების სახით შეიცავენ საქაროზას.
კალციუმის თანდართული დეფიციტის შემთხვევაში, საჭიროა მაგნიუმის დეფიციტის აღმოფხვრა კალციუმის პრეპარატების დამატებით მიღებამდე.
პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე იმ პირებში, რომელთა მუშაობაც მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.
ჭარბი დოზირება:
თირკმელების ნორმალური ფუნქციის დროს მაგნიუმის გადაჭარბებული მიღება ჩვეულებრივ არ იწვევს ტოქსიკურ რეაქციებს, ხოლო თირკმელების უკმარისობის შემთხვევაში ვითარდება მაგნიუმით მოწამვლა. ტოქსიკური ეფექტები ძირითადად დამოკიდებულია შრატში მაგნიუმის შემცველობაზე.
სიმპტომები: არტერიული წნევის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, დეპრესია, რეფლექსების შენელება, ცვლილებები ელექტროკარდიოგრაფიული სურათის მხრივ, სუნთქვის დათრგუნვა, კომა, გულის გაჩერება და სუნთქვის დამბლა, ანურიული სინდრომი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ევრომაგიB6-ის კომბინაცია ფოსფატების შემცველ პრეპარატებთან, ან კალციუმის მარილებთან, მნიშვნელოვნად ამცირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მაგნიუმის შეწოვის პროცესს.
მაგნიუმის პრეპარატები ამცირებენ ტეტრაციკლინის შეწოვის პროცესს, რის გამოც ევრომაგი B6-ის მიღებამდე რეკომენდებულია 3სთ-იანი ინტერვალის დაცვა.
მაგნიუმი ამცირებს რკინის შეწოვის პროცესს. ევრომაგი B6-თრგუნავს ლევოდოპას აქტივობას, თუ ეს უკანასკნელი არ არის კომბინირებული დოფადეკარბოქსილაზას პერიფერიულ ინჰიბიტორებთან.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს25 ºC – ტემპერატურაზე მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.