Nuk
ევინოლი / Evinol


 

ერთი კაფსულის შემადგენლობა:                                                                               

მოქმედი ნივთიერება: ვიტამინი E (დ α-ტოკოფეროლის აცეტატი)– 294, 12 მგ. შეესაბამება 400 სე-ს

 

დამხმარე ნივთიერება: მზესუმზირის ზეთი – 175,88მგ

 

გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, გამოხდილი წყალი 

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ტოკოფეროლი ორგანიზმში ზრდის უჯრედის მემბრანის დამცველობით ფუნქციას. ვიტამინი E არის ანტიოქსიდანტი, მონაწილეობს ქსოვილოვან მეტაბოლიზმში, აფერხებს ერითროციტების ჰემოლიზს, ამცირებს კაპილარების განვლადობას  და სიმყიფეს, ხელს უშლის სათესლე მილაკების, საკვერცხეების, პლაცენტის ფუნქციის დარღვევას და ანორმალიზებს რეპროდუქციულ ფუნქციას. აუმჯობესებს ქსოვილოვან სუნთქვას. აინჰიბირებს ქოლესტერინის სინთეზს. ასტიმულირებს კუნთოვანი ქსოვილის შემადგენლობაში შემავალი ცილების სინთეზს

 

ფარმაკოკინეტიკა: ტოკოფეროლი სისხლში ხვდება ძირითადად ლიმფიდან. მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში აღწევს მიღებიდან 4-8 საათში და ერთ დღე-ღამეში ისევ უბრუნდება საწყის დონეს. ტოკოფეროლი გამოიყოფა ნაღველთან ერთად. ნაღველში ტოკოფეროლის კონცენტაცია სტაბილურია, ამიტომ მისი კონცენტრაციის მერყეობა სისხლის პლაზმაში არ აისახება ნაღველში მის დონეზე.

 

ჩვენებები:ვიტამინი E-ს ჰიპოვიტამინოზი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, თვითნებური აბორტის საშიშროება,სპერმატოგენეზის დარღვევა მამაკაცებში, ალიმენტარული ანემია, კუნთოვანი დისტროფიები , ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზი, პერიფერიული სისხლძარღვების პათოლოგია- ენდარტერიტის, რეინოს სინდრომი, ათეროსკლეროზი, მიოკარდიოდისტოფია,კნტ-ს დაავადებები, სებორეა, კანის ატროფიული ცვლილებები (სკლეროდერმია), ფოტოდერმატოზები, ფსორიაზი, ტროფიკული წყლულები, ცხიმოვანი ჰეპატოზი                                                                   

მიღების  წესი და დოზირება:
400 სე დღეში, ან არჩევენ ინდივიდუალურად, დაავადებიდან გამომდინარე.

 

მენსტრუაციული ციკლის დარღვევისას და  უშვილობისას:
400 სე. დღეგამოშვებით, 5 დღე, ციკლის მე-17 დღიდან             

 

ალიმენტარული ანემია:
400 სე. დღეში, 10 დღე                                                           

 

ქრონიკული ჰეპატიტის გამწვავებები:
400 სე. დღეში, რამდენიმე თვის განმავლობაში                          

 

პირველადი კუნთოვანი დისტროფიები:
2 000 სე-მდე დღეში, სხვა ნევროლოგიური დაავადებებისას 400 სე. დღეში. მკურნალობის კურსი 30-60 დღე

 

რევმატიული დაავადებების დროს:
400 სე. დღეში, მკურნალობის კურსი რამდენიმე კვირა   ანტიოქსიდანტური თერაპიისათვის: 400 სე. 1-2-ჯერ დღეში ინიშნება 12 წლიდან. 

 

კაფსულა მიიღება დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით წყალთან ერთად.

 

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

 

გვერდითი მოვლენები: პრეპარატი აიტანება კარგად. გამონაკლის შემთხვევაში დიდი დოზებით ხანგრძლივად მკურნალობისას შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მონელების დარღვევა, მოთენთილობა, სისუსტე, თავის ტკივილი. E ვიტამინის ხანგრძლივად დიდი დოზებით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს K ვიტამინის დეფიციტი და მასთან დაკავშირებული ჰემოსტაზის დარღვევა

 

ვარგისობის ვადა და შენახვის პირობები: 
3 წელი, ინახება არა უმეტეს 25°C  ტემპერატურაზე. 

 

გამოშვების ფორმა:
10 რბილი კაფსულა ბლისტერზე, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

 

 

სად შევიძინოთ?