ექსმიკელ D5 (ნატუროპათი) / Exmykehl D5 (Naturopath)
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
- მწარმოებელი კომპანია: SANUM
- მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
- გამოშვების ფორმა: წვეთები 10 მლ
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა
10 მლ შეიცავს: Candida albicans D5-ის 3.334 მლ ხსნარს, Candida parapsilosis D5-ის 3.334 მლ ხსნარს, და Penicillium roquefortii D5-ის 3.334 მლ ხსნარს HAB-ის 5ა სტატიის მიხედვით;
(HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი
ჩვენება
– ნაწლავის მიკოზები, ვაგინალური მიკოზი
– პროსტატის ჰიპერტროფია
თვისებები
Exmykehl D3-ში კომბინირებულია სპეციფიური სოკოვანი პრეპარატები Penicillium roquefortii, Candida parapsilosis, Candida albicans, რომლებიც ანტიმიკოზური მოქმედებით ხასიათდება. პრეპარატ Exmykehl-ის მოქმედებაში ასეთი კომბინაციით ჩართულია Candida albicans-ის ზრდის საპროფიტულ-პარაზიტული
ფაზის დიმორფიზმის ფენომენი. მოქმედების სპეციფიურობას განსაზღვრავს იზოპათიური პრეპარატების ფართო სპექტრი და ზემოქმედების სიღრმე.
მიღების წესი და დოზირება
დასალევად:
მიიღება დღეში 10 წვეთი ერთხელ, საკვების მიღებამდე
შესაზელად:
ა) 5-10 წვეთი დღეში ერთხელ დაავადებულ ადგილას ან იდაყვის
ფოსოში.
ბ) ინექციური (პარენტერული) მკურნალობის დროს იმ დღეებში, როდესაც ინექციები დანიშნული არ არის, შეიზილოს 5-10 წვეთი კვირაში 2-ჯერ
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
უკუჩვენებები
ცნობილი არ არის
გამოშვების ფორმები
წვეთები 10 მლ საწვეთურიან ფლაკონში