ექსმიკელ D5 (ნატუროპათი) / Exmykehl D5 (Naturopath)
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
- მწარმოებელი კომპანია: SANUM
- მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
- გამოშვების ფორმა: 1.0 მლ ამპულა N10 და N50
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Candida albicans D5-ის 0,34 მლ წყალხსნარს, Candida parapsilosis D5-ის 0,34 მლ წყალხსნარს და Penicillium roquefortii D5-ის 0,34 მლ წყალხსნარს, HAB-ის 5ბ და 11 სტატიის
მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა);
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი, ნატრიუმის ქლორიდი
ჩვენება
– ნაწლავის მიკოზები, ვაგინალური მიკოზი
– პროსტატის ჰიპერტროფია
თვისებები
Exmykehl D3-ში კომბინირებულია სპეციფიური სოკოვანი პრეპარატები Penicillium roquefortii, Candida parapsilosis, Candida albicans-ი, რომლებიც ანტიმიკოზური მოქმედებით ხასათდება. პრეპარატ Exmykehl-ში ასეთი კომბინაციითაა ჩართული Candida albicans-ის საპროფიტულ-პარაზიტული ზრდის ფაზის
დიმორფიზმის ფენომენი. მოქმედების სპეციფიურობას განსაზღვრავს იზოპათიური პრეპარატების ფართო სპექტრი და ზემოქმედების სიღრმე.
მიღების წესი და დოზირება
შეჰყავთ 1 მლ კანქვეშ, კვირაში 2-ჯერ
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
უკუჩვენებები
ცნობილი არ არის
გამოშვების ფორმები
1.0 მლ მოცულობის ამპულა N10 და N50 შეფუთვაში