შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ნაფტიფინის ჰიდროქლორიდი
კრემის 1 გ შეიცავს: 10 მგ ნაფტიფინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ბენზილის სპირტი, სორბიტანსტეარატი, ცეტილპალმიტატი, სპირტი ცეტილის, სპირტი სტეარინის, პოლისორბატ 60, იზოპროპილმირისტატი, წყალი გაწმენდილი.
აღწერილობა
თეთრი, ერთგვაროვანი ან ოდნავ აჭრილი, კაშკაშა კრემი სუსტი დამახასიათებელი სუნით.
გამოშვების ფორმა.
15 გ-იან ტუბებში; 1 ტუბი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
გამოყენების ჩვენებები
ეკზოდერილი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ნაფტიფინს და განკუთვნილია გარეგანად გამოსაყენებლად სოკოვანი ინფექციების დროს.
ეკზოდერილი ეფექტურია დერმატოფიტების წინააღმდეგ, ზომიერად აქტიურია საფუარის, ობის და სხვა საკოების წინააღმდეგ (e.g. Sporothrix schenkii).
იგი ასევე ავლენს ანტიბაქტერიალურ აქტივობას სხვადასხვა მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც ხშირად თან სდევენ მიკოზებს.
კლინიკური გამოყენების მსვლელობისას აღინიშნებოდა ნაფტიფინის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რომლის წყალობითაც სწრაფად ქრება ანთების ნიშნები (შეწითლება, შეშუპება, აქერცვლა) და განსაკუთრებით, ქავილი.
ეკზოდერილი გამოიყენება ნაფტიფინის მიმართ მგრძნობიარე პათოგენებით გამოწვეული სოკოვანი ინფექციების ადგილობრივი მკურნალობისთვის:
- კანისა და კანის ნაკეცების სოკოვანი ინფექციები თანმხლები ქავილით ან მის გარეშე;
- ფრჩხილების სოკოვანი ინფექციები;
- კანის კანდიდოზები;
- ქატოსებრი ლიქენი.
უკუჩვენებები.
ჰიპერმგრძნობელობა ნაფტიფინის, ბენზილის სპირტის ან პრეპარატის სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
განსაკუთრებული სიფრთხილე და უსაფრთხოების ზომები
პრეპარატის დატანა ჭრილობის ზედაპირზე არ შეიძლება.
ეკზოდერილის კრემი ოფტალმოლოგიაში გამოსაყენებლად არ არის განკუთვნილი.
პრეპარატი შეიცავს ცეტილის და სტეარილის სპირტებს, რომლებსაც შეუძლიათ ადგილობრივი კანის რეაქციების გამოწვევა (მაგ., კონტაქტური დერმატიტი).
1 გ კრემი ასევე შეიცავს 10 მგ ბენზილის სპირტს კონსერვანტის სახით.
ეკზოდერილს არ ურევენ სხვა გარეგანად გამოსაყენებელ პრეპარატებს, რადგანაც შემცირებული კონცენტრაციის გამო აქტიური ნივთიერების ეფექტურობა შეიძლება არასაკმარისი იქნეს.
კრემი ფოტოტოქსიკური არ არის და არ იწვევს ფოტოსენსიბილიზაციას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
სიფრთხილის მიზნით საჭიროა მორიდება ეკზოდერილის გამოყენებისგან ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებებით მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
დღემდე შეტყობინებები ზეგავლენის შესახებ არ შემოსულა.
დოზები და გამოყენების წესი
ეკზოდერილი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანად გამოსაყენებლად კანზე ან ფრჩხილებზე.
დოზირება
კანის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ უნდა გამოიყენოთ დღე-ღამეში ერთხელ, ფრჩხილების ინფექციებისთვის - დღე-ღამეში ორჯერ.
დაზიანებული კანი და მისი მიმდებარე უბნები გაწმინდეთ, გაიმშრალეთ, შემდეგ რბილი მასაჟის მეშვეობით, შეიზილეთ კრემი.
მოერიდეთ თვალებში ან ლორწოვან გარსებზე მოხვედრას.
ბავშვები და მოზარდები: ნაფტიფინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში დამტკიცებული არ არის (გამოყენების გამოცდილება არასაკმარისია).
თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები: დოზის კორექტირება არ მოითხოვება.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები: დოზის კორექტირება არ მოითხოვება.
გამოყენების ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობა: დერმატომიკოზებისას - 2-4 კვირა (აუცილებლობისას - 8 კვირამდე), კანდიდოზებისას - 4 კვირა, ფრჩხილების ინფექციებისას - 6 თვემდე.
ინფექციის რეციდივის თავიდან ასაცილებლად მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არანაკლებ ორი კვირა კლინიკური გამოჯანმრთელების შემდეგ.
სწრაფად გამოჯანმრთელების და განმეორებითი დასნებოვნების პროფილაქტიკის მიზნით, დაიცავით შემდეგი წესები:
• ყოველდღიურად გამოიცვალეთ ტანსაცმელი და თეთრეული, რომელიც უშუალო კონტაქტშია დაავადებულ კანთან;
• არ ატაროთ ხისტი მჭიდრო ჰაერგაუმტარი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (მაგალითად, სინთეტური წინდები, ვიწრო ფეხსაცმელი). საგულდაგულოდ გაიმშრალოთ დაავადებული კანი დაბანის შემდეგ. ჭურჭლის გასარეცხად განკუთვნილი ტილო და პირსახოცები გამოცვალეთ ყოველდღე;
• ინფექციის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად და განსაკუთრებით, იმისთვის, რომ გამოირიცხოს განმეორებითი დაავადება, არ იაროთ ფეხშიშველმა თქვენთან სახლში, სააბაზანოში, სასტუმროში, აუზში;
• საუნაში და აბანოში შეგიძლიათ იაროთ მხოლოდ სოკოვანი დაავადებისგან განკურნების შემდეგ.
სუფთა, ჯანმრთელი და მშრალი კანი - ეს არის საუკეთესო დაცვა სოკოვანი ინფექციებისგან.
ჭარბი დოზირება
მწვავე ჭარბი დოზირება და სიცოცხლისთვის სახიფათო გართულებების წარმოქმნა ნაფტიფინის გარეგანი გამოყენებისას ნაკლებად სავარაუდოა.
შინაგანად შემთხვევითი მიღების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. რეკომენდებულია შესაბამისი სიმპტომატური მკურნალობა.
თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.
გვერდითი მოქმედება
ცალკეულ შემთხვებში შეიძლება აღინიშნოს სიმშრალის, წვის შეგრძნების ან შეწითლების გაჩენა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები
ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალწამლო ნივთიერებასთან ან ალკოჰოლთან აღნიშნული არ ყოფილა.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გახსნილი ტუბი ინახება არაუმეტეს 28 დღე, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა
5 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გაცემის პირობები.
გაიცემა ურეცეპტოდ.