შემადგენლობა: ვიტამინი A (რეტინოლის პალმიტატის სახით) 600 000 სე, ალანტოინი 0.250 გ, ვიტამინი E (აცეტატის სახით) 0.050 გ. დამხმარე ნივთიერებები: ლანოლინი, გლიცერინი, სპერმაცეტი C, თხევადი ვაზელინი, პროპილენგლიკოლი, სორბიტოლი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ნატრიუმის ციტრატი, გამოხდილი წყალი. (კრემის 100 გრამზე გაანგარიშებით).
ფარმაკოლოგიური მოქმედება: კრემში შემავალი რეტინოლის პალმიტატი უკავშირდება ეპითელური უჯრედების ზედაპირზე არსებულ რეცეპტორებს, ასტიმულირებს კანის რეგენერაციას, აძლიერებს ეპითელური უჯრედების გამრავლებას, აფერხებს კერატინიზაციის პროცესს, ხელს უშლის ჰიპერკერატოზის განვითარებას, ამცირებს პიგმენტური ლაქების წარმოქმნას. ვიტამინ E ანტიოქსიდანტური მოქმედების ხარჯზე იცავს კანს, მონაწილეობს ელასტინისა და კოლაგენის სინთეზში, უნარჩუნებს კანს ელასტიურობას, ამცირებს ნაოჭების წარმოქმნას. ვიტამინი E აუცილებელია A ვიტამინის ათვისებისთვის. ალანტოინი ამშვიდებს და არბილებს კანს, ასტიმულირებს რეგენერაციის პროცესს.
ჩვენებები: კანის პათოლოგიები, რომლებიც მიმდინარეობს სიმშრალით, გარქოვანების და შეხორცების პროცესების დარღვევით:დერმატიტები, ეგზემები, ატოპიური დერმატიტი (არა მწვავე პერიოდში), ნახეთქები (მათ შორის ძუძუს დვრილებზე) და ნაწოლები. კანის ასაკობრივი ცვლილებები; რეგენერაციული პროცესების სტიმულირება, გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობის შემდეგ.
გამოყენების წესი: კრემი დაიტანება თხელ ფენად კანის დაზიანებულ ნაწილზე, მსუბუქი მასაჟით, 2-ჯერ დღეში: დილით ადრე და გვიან ღამით. კანის ძლიერი აქერცვლის დროს შესაძლებელია ნახვევის გამოყენება. კრემის გამოყენებამდე ნახეთქები და ნაწოლები უნდა დამუშავდეს ანტისეპტიკით. ძუძუს დვრილებზე კრემი უნდა დაიტანოს დილით და საღამოს, ბავშვის კვების შემდეგ, 12 საათიანი შუალედით. შემდგომი კვების წინ ძუძუ უნდა დაიბანოს თბილი წყლით და საპნით.
მკურნალობის კურსი 4-12 კვირა.
გვერდითი მოვლენები: იშვიათად, შესაძლებელია კრემის დატანის ადგილზე ქავილი, სიწითლე და ალერგიული რეაქციის განვითარება.
უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. ჰიპერვიტამინოზი A, კანის მწვავე ანთებითი დაავადებები.
განსაკუთრებული მითითებები: არ გამოიყენება ახალშობილებში და სხეულის დიდ ზედაპირზე, ასევე კომბინაციაში A ვიტამინის შემცველ პრეპარატებთან (როგორც გარეგანი ისე შინაგანი გამოყენებისას). კრემის გამოყენება შეიძლება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
გამოშვების ფორმა: კრემი, 100გ შეფუთვა.