ფერო ფოლიქსი Fe+B+C / Ferro folix
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰემატოლოგია → ანტიანემიური პრეპარატები → რკინის პრეპარატები
- მწარმოებელი კომპანია: Natures aid
- მწარმოებელი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
- გამოშვების ფორმა: ტბლეტი #30
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ფერო ფოლიქსი Fe+B+C შემადგენლობა: რკინის ციტრატი Fe3 - 18 მგ, ფოლის მჟავა B9 - 300 მკგ, ვიტამინი C - 60 მგ, ვიტამინი B1 - 1,4 მგ, ვიტამინი B2 - 1.6 მგ, ვიტამინი B6 - 2.2 მგ, ვიტამინი B12 - 3მკგ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანემიის საწინააღმდეგო საშუალება, ჰემოპოეზის მასტიმულირებელი რკინის პრეპარატი.
ჩვენებები: რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
სხვადასხვა ზემოქმედებით გამოწვეული ანემიები, მათ შორის სისხლდენით, ქირურგიული ჩარევით, რკინის მეტაბოლიზმის დარღვევით, ხანგრძლივი ჰემოდიალიზით. ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა, ჰიპო- და ავიტამინოზები, ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი, ხანდაზმული ასაკი.
დოზირება და მიღების წესი: 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვები: თითო ტაბლეტი ერთხელ დღეში. 6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები: თითო ტაბლეტი ორჯერ დღეში. მოზრდილები: თითო ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. ფეროფოლიქსის მიღება არ აღიზიანებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მიმართ, ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი, ღვიძლის უკმარისობა.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ,
ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25C-მდე ტემპერატურაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: ურეცეპტოდ.