რკინის პროფოსფატი წარმოქმნის ძლიერ და სტაბილურ ნაერთს. პიროფოსფატი ცნობილია როგორც ტრიგერი, რომელიც იწვევს რკინის გათავისუფლებას ტრანსფერინიდან, ხელს უწყობს რკინის ტრანსპორტს ტრანსფერინიდან ფერიტინში და იწვევს რკინის გაცვლას ტრანსფერინის მოლეკულებს შორის. სწორედ ამიტომ რკინის პიროფოსფატის მიღებისას უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ ხდება ანემიის მკურნალობა
ვიტამინი C ხელს უწყობს რკინის გარდაქმნას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ადვილად შეწოვად ფორმად.
ფოლის მჟავა აუცილებელი კომპონენტია სისხლის წითელი უჯრედების წარმოსაქმნელად, აქტიურად მონაწილეობას ნუკლეინმჟავების სინთეზში, რასაც ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს უჯრედების ზრდა და გამრავლებაში.
ციანკობალამინი (ვიტამინი B12) -ს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს სისხლის წითელი უჯრედების, ნუკლეინის მჟავების, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების სინთეზში.
ჩვენებები
- სხვადასხვა ეტიოლოგიის რკინადეფიციტური ანემიისას
- რკინის, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის პროფილაქტიკა დაგეგმილი ორსულობის წინ, ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში
- სისხლის დანაკარგის კომპენსაციისთვის
-ხანგრძლივად დიეტაზე ყოფნისას
-ბავშვებისათვისს აქტიური ზრდის პერიოდში,
-მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს
-არაბალანსირებული კვება
-ხანგრძლივ მედიკამენტოზურ თერაპიაზე მყოფი ასაკოვან პაციენტებში
მიღების წესები და დოზები : 1 კაფსულა დღეში 2 ჯერ ჭამის შემდეგ.მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სისხლში ჰემოგლობინის დონეზე
პრეპარატი ხასიათდება კარგი ამტანობით.
-მომატებული მგრძნობელობა ფეროლინის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, დაავადებები რკინის ჭარბი შემცველობით
ფეროლინის გამოყენება რეკომენდებულია ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
გამოყენების თავისებურებები:ფეროლნის და სხვა რკინის შემცველი პრეპარატის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
არ შეიცავს: გლუტეინს, რძის დერივატებს, ლაქტოზას, გმკ, ხელოვნირ საღებავებს, კონსერვანტებს, შაქარს.
შენახვის პირობები : პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 250Cტამპერატურაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე, წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს.