ფერუმ ლეკი / Ferrum Lek
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ferrous (III) hydroxyde polymaltose complex
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰემატოლოგია → ანტიანემიური პრეპარატები → რკინის პრეპარატები → შინაგანი გამოყენების
- მწარმოებელი კომპანია: Lek d.d.
- მწარმოებელი ქვეყანა: სლოვენია
- გამოშვების ფორმა: 100მგ საღეჭი ტაბლეტი #30
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
აქტიური ნივთიერება: რკინის [III] ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსი
დამხმარე ნივთიერებები: საღეჭი აბები: დექსტრატები, მაკროგოლი 6000, ასპარტამი E951, ტალკი, შოკოლადის ესენცია.
სიროფი: სორბიტოლი, საქაროზა, ეთანოლი, ნაღების ესენცია, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გაწმენდილი წყალი.
რას წარმოადგენს ფერუმ ლეკი და რისთვის გამოიყენება იგი
ფერუმ ლეკი საღეჭი აბები
ერთი აბი შეიცავს 100 მგ რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზურ კომპლექსს.
ფერუმ ლეკი სიროფი.
1 მლ სიროფი შეიცავს 10 მგ რკინის [III] ჰიდროქსიდის პოლიმალტოზურ კომპლექსს.
5 მლ სიროფი (1 სარწყაო კოვზი) შეიცავს 50 მგ რკინის [III] ჰიდროქსიდის პოლიმალტოზურ კომპლექსს.
შეფუთვა:
საღეჭი აბები: 100 მგ-იანი საღეჭი აბები სტრიპებში (3 სტრიპში 10-10 აბი), 30 აბი მუყაოს კოლოფში.
სიროფი: 100 მლ სიროფი მინის ფლაკონებში და სარწყაო კოვზი მუყაოს კოლოფში.
ფერუმ ლეკი გამოიყენება ლატენტური რკინის დეფიციტის და რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალოდ. რკინა წარმოადგენს ჰემოგლობინის, მიოგლობინის და რკინის შემცველი ფერმენტების მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს. რკინის დეფიციტის დროს აღინიშნება ქრონიკული დაღლილობა, კონცენტრაციის დაქვეითება, გაღიზიანებადობა, ნევროზულობა, თავის ტკივილები, მადის დაკარგვა, მომატებული მგრძნობელობა სტრესული ზემოქმედებებისა და ინფექციების მიმართ, ფერმკრთალობა, ნაპრალები პირის კუთხეებში, კანის სიმშრალე, თმისა და ფრჩხილების მტვრევადობა.
რკინას ფერუმ ლეკის საღეჭი აბები და სიროფი შეიცავს რკინის ჰიდროქსიდის (III) და პოლიმალტოზის სახით, რომელშიც მისი ნაწილაკები შედის პოლიმერული ნახშირწყლის (პოლიმალტოზის) მოლეკულებში. ასეთივე სახით რკინა არ ახდენს მავნე ზემოქმედებას კუჭნალწავის ტრაქტზე და არ შედის საკვებთან ურთიერთქმედებაში. ამასთან იზრდება აგრეთვე რკინის ბიომისაწვდომობა.
რკინის ჰიდროქსიდის (III) და პოლიმალტოზის კომპლექსის სტრუქტურა ორგანიზმში არსებული ბუნებრივი რკინის-დამგროვებელი პროტეინის ფერიტინის აგებულების მსგავსია. ამ მსგავსების წყალობით რკინა შეიწოვება ორგანიზმში ბუნებრივი გზით. რკინის ჰიდროქსიდის (III) და პოლიმალტოზის კომპლექსს არ გააჩნია პროოქსიდანტური თვისებები, რომლებიც დამახასიათებელია ორვალენტიანი რკინის მარილებისთვის.
ფერუმ ლეკი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
• ლატენტური რკინის დეფიციტის მკურნალობა.
• რკინადეფიციტური ანემიის (გამოხატული რკინის დეფიციტის) მკურნალობა.
• რკინის დეფიციტის პროფილაქტიკა ორსულობის დროს.
რა უნდა ვიცოდეთ, ვიდრე დავიწყებდეთ ფერუმ ლეკის მიღებას
არ მიიღოთ ფერუმ ლეკი შემდეგ შემთხვევებში:
• მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობისას პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
• რკინის სიჭარბისას (მაგალითად, გემოქრომატოზი, გემოსიდეროზი);
• რკინის გამოყენების დარღვევებისას (მაგალითად, ტყვიის ანემია, სიდერო-აქრესტული ანემია, თალასემია);
• ანემიისა, რომელიც არ არის განპირობებული რკინის დეფიციტით (მაგალითად, ჰემოლიზური ანემია).
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ინფორმაცია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის: ერთი აბი ან 1 მლ სიროფი შეიცავს 0,04 პურის ერთეულს.
თუ ანემია განპირობებულია ინფექციის ან ავთვისებიანი ახალი წარმონაქმნის არსებობით, ხდება ორგანიზმში შეყვანილი რკინის მომარაგება რეტიკულო-ენდოთელიურ სისტემაში და ორგანიზმი იწყებს მის გამოყენებას მხოლოდ ძირითადი დაავადების მკურნალობის შემდეგ.
იმასთან დაკავშირებით, რომ 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი დოზები უფრო დაბალია, ვიდე მოზრდილთათვის, აბების ნაცვლად მათ ენიშნებათ სიროფი.
მოცემული სამკურნალწამლო პრეპარატი გამოწერილია პირადად თქვენთვის. ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ცხოველებში რეპროდუქტიულ ფუნქციაზე ზეგავლენის შესწავლამ გამოავლინა ნაყოფზე მავნე ზეგავლენის არარსებობა. ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში მყოფი ორსული ქალების მკურნალობისას ჩატარებული კონტროლირებადი გამოკვლევების მსვლელობისას უარყოფითი ზემოქმედება დედისა და ახალშობილის ორგანიზმზე აღნიშნული არ ყოფილა. ორსულობის პირველ ტრიმესტრში პრეპარატების მიღებისას მავნე ზემოქმედების რისკის მტკიცებულებები არ არსებობს.
დედის მიერ ფერუმ ლეკის სიროფის ან აბების მიღებისას არასასურველი ეფექტების გაჩენა ძუძუთი ნაკვებ ბავშვებში ნაკლებად სავარაუდოა.
ორსულმა და მეძუძურმა ქალებმა ფერუმ ლეკის აბები და სიროფი უნდა მიიღონ ექიმთან კონსულტაციის გავლის შემდეგ.
ზეგავლენა ყურადღების კონცენტრაციისადმი უნარზე
ფერუმ ლეკი არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილისა ან მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ცნობები ფერუმ ლეკის ზოგიერთი კომპონენტების შესახებ
ინფორმაცია შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის: ერთი აბი ან 1 მლ. სიროფი შეიცავს 0.04 პურის ერთეულს.
ფერუმ ლეკის აბები შეიცავს ასპარტამს E951 (ფენილალანინის წინამორბედს), ერთ აბზე 1.5 მგ ექვივალენტური რაოდენობით. ნივთიერებას შეუძლია მავნე ზეგავლენა მოახდინოს ფენილკეტონურიის მქონე პაციენტებში.
სხვა წამლების ერთდროული მიღება
დღევანდელ დღემდე ფერუმ ლეკის ურთიექმედებები სხვა წამლებთან აღნიშნული არ ყოფილა.
იმის წყალობით, რომ რკინა შედის კომპლექსური ნაერთის შემადგენლობაში, იონური ურთიერთქმედებები საკვების კომპონენტებთან - ფიტინთან (მარცვლიანები), ოქსალატებთან (ბოსტნეული), ტანინთან (ჩაი) და სხვა წამლებთან (ტეტრაციკლინებთან, ანტაციდებთან) ნაკლებად სავარაუდოა.
პრეპარატი არ ახდენს ზეგავლენას დაფარული სისხლის არსებობაზე ჩატარებული ანალიზის (ჰემოგლობინის სელექტიური ტესტის) შედეგებზე, ამიტომ ანალიზის ჩასატარებლად მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობა არ არსებობს.
შეატყობინეთ ექიმს, ღებულობთ თუ არა სხვა სამკურნალწამლო პრეპარატებს, რომლებიც იქნა შეძენილი ექიმის რეცეპტის მიხედვით ან მის გარეშე.
როგორ უნდა მივიღოთ ფერუმ ლეკი
ზუსტად შეასრულეთ ექიმის მითითებები პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ. პრეპარატის დოზა და მისი მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია რკინის დეფიციტის ხარისხზე.
გამოხატული რკინის დეფიციტი
მკურნალობა გრძელდება 3-5 თვის განმავლობაში, ჰემოგლობინის დონის ნორმალიზებამდე. ამის შემდეგ ორგანიზმში რკინის მარაგების აღსადგენად პრეპარატს ნიშნავენ კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში.
ბავშვები 1 წლამდე: საწყისი დოზა შეადგენს ფერუმ ლეკის სიროფის 2,5 მლ (½ სარწყაო კოვზს). დოზას თანდათან ზრდიან სიროფის 5 მლ-მდე (1 სარწყაო კოვზამდე) დღე-ღამეში.
ბავშვები 1-დან 12 წლამდე: სიროფის 5 - 10 მლ (1 - 2 სარწყაო კოვზი) დღე-ღამეში.
12 წელზე უფროსი ბავშვები, მოზრდილები, მეძუძური დედები: ჩვეულებრივი დოზა შეადგენს ფერუმ-ლეკის 1-3 საღეჭ აბს ან ფერუმ-ლეკის სიროფის 10 - 30 მლ (2 - 6 სარწყაო კოვზი) დღე-ღამეში.
რკინის ლატენტური დეფიციტი
მკურნალობა გრძელდება 1-2 თვის განმავლობაში.
ბავშვები 1 წლამდე: ძალიან დაბალი რეკომენდირებული დოზირების გამო ფერუმ ლეკის პრეპარატები ამ ჩვენებების მიხედვით არ ინიშნება.
ბავშვები 1-დან 12 წლამდე: ფერუმ-ლეკის სიროფის 2,5 - 5 მლ (½ - 1 სარწყაო კოვზი) დღე-ღამეში.
12 წელზე უფროსი ბავშვები, მოზრდილები, მეძუძური დედები: ფერუმ-ლეკის 1 საღეჭი აბი ან ფერუმ-ლეკის სიროფის 5 - 10 მლ (1 - 2 სარწყაო კოვზი) დღე-ღამეში.
ორსული ქალები
გამოხატული რკინის დეფიციტი
ფერუმ-ლეკის 2-3 საღეჭი აბი ან ფერუმ-ლეკის სიროფის 20 - 30 მლ (4 - 6 სარწყაო კოვზი) დღე-ღამეში ჰემოგლობინის დონის ნორმალიზებამდე. ამის შემდეგ ორგანიზმში რკინის მაგარების შესავსებად ნიშნავენ ფერუმ-ლეკის 1 საღეჭი აბის დოზით ან ფერუმ-ლეკის სიროფის 10 მლ (2 სარწყაო კოვზს) დღე-ღამეში, სულ ცოტა, ორსულობის ბოლომდე.
რკინის ლატენტური დეფიციტი და რკინის დეფიციტის პროფილაქტიკა
ფერუმ-ლეკის 1 საღეჭი აბი ან ფერუმ-ლეკის სიროფის 5 - 10 მლ (1 - 2 სარწყაო კოვზი) დღე-ღამეში.
ცხრილი: ფერუმ ლეკის სადღეღამისო დოზები რკინის დეფიციტის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის
|
ფორმა |
გამოხატული დეფიციტი |
ლატენტური
დეფიციტი |
მკურნალობა |
ბავშვები 1 წლამდე |
სიროფი |
1/2– 1 ს.კ. (2.5
– 5 ლ) |
_ _
|
_ _
|
ბავშვები (1-12 წლის) |
სიროფი
|
1 – 2 ს.კ. (5 – 10 ლ) |
1/2– 1 ს.კ. (2.5
– 5 ლ) |
_ _ |
ბავშვები (>12 წელზე) მოზრდილები მეძუძური დედები |
აბები
|
1 – 3 აბი 2 – 6 ს.კ. (10-30 მლ) |
1 აბი 1 – 2 ს.კ. (5-10 მლ) |
_ _ |
ორსული ქალები |
აბები
|
2 – 3 აბი 4 – 6 ს.კ. (20-30 მლ) |
1 აბი 2 ს.კ. (10 მლ) |
1 აბი 1 – 2 ს.კ. (5-10 მლ) |
ს.კ.: სარწყაო კოვზი
(– –) დოზირება ძალიან დაბალია, ამ ჩვენების თანახმად, აბები და სიროფი არ ინიშნება.
სადღაღამისო დოზის გამოყენება შესაძლებელია ერთდროულად ან დაიყოს რამოდენიმე მიღებაზე.
ფერუმ ლეკის აბებს ღებულობენ ჭამის დროს ან დაუყოვნებლივ ჭამის შემდეგ, დაღეჭვის ან ჩაყლაპვის გზით.
ფერუმ ლაკის სიროფს აძლევენ ბავშვებს ჭამის დროს ან დაუყოვნებლივ ჭამის შედეგ, შესაძლებელია მისი შერევა ხილისა ან ბოსტნეულის წვენთან კვებისთვის განკუთვნილ ბოთლში. სიროფის სწორი გაზომვისთვის უნდა გამოიყენოთ სარწყაო კოვზი.
პრეპარატის მსუბუქი შეფერილობის გაჩენა არ ახდენს ზეგავლენას პრეპარატის გემოსა და ეფექტურობაზე.
თუ თქვენ მიიღეთ დერუმ-ლეკის ძალიან მაღალი დოზა
თუ თქვენ შემთხვევით მიიღეთ პრეპარატის ძალიან მაღალი დოზა, მიმართეთ ექიმს.
რკინის [III] ჰიდროქსიდის კომპლექსის და პოლიმალტოზის პრეპარატებით ჭარბი დოზირებისას მოწამვლის და რკინით გადატვირთვის ნიშნები არ აღინიშნება, რაც განპირობებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში თავისუფალი რკინის იონების არ არსებობით, რკინის ჰიდროქსიდის და პოლიმალტოზის კომპლექსის სახით აქტიური ნივთიერების მიღებისას, აგრეთვე, იმით, რომ რკინა ასეთი სახით არ ტრანსპორტირდება ორგანიზმში პასიური დიფუზიის მექანიზმის მეშვეობით.
თუ დაგავიწყდათ ფერუმ ლეკის მიღება
თუ თქვენ გამოტოვეთ პრეპარატის მიღება, მიიღეთ შემდეგი დოზა რაც შეიძლება მალე, შემდეგ კი მიიღეთ წამალი ჩვეულებრივი რეჟიმის შესაბამისად.
შესაძლებელი გვერდითი ეფექტები
ყველა სამკურნალწამლო პრეპატების მსგავსად, ფერუმ ლეკი აგრეთვე იწვევს გვერდით რეაქციებს.
ხანდახან მისი მიღებისას აღინიშნება კუჭ-ნაწლავური აშლილობები, როგორიცაა კუჭის გადავსების შეგრძნება, შებერვის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევა, ყაბზობა ან დიარეა.
რკინის პრეპარატების მიღებით გამოწვეულ განავლის მუქ შეფერილობას კლინიკური მნიშვნელობა არა აქვს.
ფერუმ ლეკი აბებისა ან სიროფის სახით არ იწვევს კბილების ფერის შეცვლას.
თუ თქვენ აღნიშნეთ რაიმე გვერდითი რეაქციები, რომლებიც არ იყო მითითებული მოვემულ ჩანართ ფურცელში, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს.
შენახვა
ინახება არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
მითითებულია შეფუთვაზე.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გაცემის ფორმა
გაიცემა მხოლოდ ექიმის რეცეპტის მიხედვით.