Plasmon
ფლატინი / FLATIN


ათქ კლასიფიკაციის კოდი

A09AA02

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

პანკრეატინი..........................87.5 მგ

 (ამილაზა - 3150, ლიპაზა - 1050, პროტეაზა - 210)

ჰემიცელულოზა......................50 მგ

ხარის ნაღველი.......................25 მგ

სიმეთიკონი...............................50 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ტიტანის დიოქსიდი და შაქარი. 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

საჭმლის მომნელებელი ფერმენტების შემცველი პრეპარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პანკრეატინი წარმოადგენს პანკრეასის ფერმენტს, რომელიც მიიღება პანკრეასისაგან და გააჩნია პროტეოლიზური, ლიპაზური და ამილაზური აქტივობა. 

ლიპაზა, პროტეაზა და ამილაზა შლის ცხიმებს, ცილებს და ნახშირწყლებს. ტაბლეტები შემოგარსულია, რათა დაცული იყოს კუჭის წვენისა და პეპსინის ზემოქმედებისაგან და ინგრედიენტები გამოთავისუფლდნენ 12-გოჯა ნაწლავში. 

ჰემიცელულოზა ახდენს ცელულოზას ჰიდროლიზს, რომელსაც შეიცავს მცენარეთა უჯრედები. ცელულოზა წარმოადგენს უხსნად პოლისაქარიდს, რომელიც შეიცავს β-D-გლუკოპირაზონის ერთეულებს. იგი არ ჰიდროლიზდება ადამიანის ორგანიზმში, რადგანაც β – კავშირის მაჰიდროლიზებელი ფერმენტი არ მოიპოვება. 

ნაღვლის მჟავები და ნაღვლის მარილები (ნაღვლის ექსტრაქტი) სტეროიდული ბირთვისა და გვერდით ჯაჭვებში ჰიდროფილური მჟავა ჯგუფების არსებობის გამო წარმოადგენენ ზედაპირულად აქტიურ აგენტებს. ნაღვლის მარილები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ცხიმების აბსორბციაში, რაც დაკავშირებულია ფერმენტ ლიპაზას გააქტიურებასთან და ცხიმების დაშლასთან. ნაწლავებში ბუნებრივი ცხიმების შეწოვისათვის, აგრეთვე საჭიროა გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები, ქოლესტეროლი და ცხიმში ხსნადი ვიტამინები (A,D,E და K). 

სიმეთიკონი არის გააქტივებული დიმეთიკონი, რომელსაც გააჩნია თვისება, რომლის გამო იგი მოქმედებს კუჭსა და ნაწლავებში, ცვლის აირების ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას და აერთიანებს მათ. ეს განაპირობებს აირების გამოთავისუფლებას.

ჩვენებები

- საჭმლის მონელების ფუნქციის დაქვეითება ქრონიკული პანკრეატიტის, ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების დროს;

- საჭმლის მონელების ფუნქციის დაქვეითება, მეტეორიზმი, გასტროინტესტინალური დაავადებისა და პოსტოპერაციული მეტეორიზმის დროს;

- ღეჭვის პრობლემებიდან გამომდინარე, საჭმლის მონელების ფუნქციის დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია ასაკთან და პროტეზთან;

- საჭმლის მონელების ფუნქციის დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია აირების შეკავებასთან, გულძმარვა;

- რადიოლოგიური გამოკვლევების წინ გასტროინტესტინალურ ტრაქტში აირების შესამცირებლად.

დოზირების რეჟიმი

1-2 შემოგარსული ტაბლეტი საკვებთან ერთად, პრეპარატი არ უნდა დაიღეჭოს.

ოპერაციამდე ან რენტგენოლოგიურ გამოკვლევამდე 2 დღით ადრე ყოველი კვების შემდეგ გამოიყენება 2 შემოგარსული ტაბლეტი.

გვერდითი მოვლენები

ჭარბი დოზირებისას შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა და დიარეა. მოულოდნელი გვერდითი მოვლენებისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები

ფლატინი არ ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის გამოხატული დისფუნქცია, ღვიძლის დაავადებები, რომელთაც თან ახლავს ბილირუბინის მაღალი დონე, ნაღვლის სადინარის ობსტრუქცია და ილეუსი. 

შენახვის პირობები და ვადა 

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ.

სად შევიძინოთ?