ფლექსოლია / Flexolia
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- მწარმოებელი კომპანია: Solinea Sp.zo
- მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
- გამოშვების ფორმა: კაფსულა N30
- გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

ავოკადოს და სოიოს გაჯერებული ცხიმოვანი მჟავები + მანგანუმი
ავოკადოს და სოიოს ზეთების გაუსაპნადი ფრაქცია ტუტესთან შერწყმისას არ წარმოქმნის საპონს და აქვს განსხვავებული თვისებები და შემადგენლობა. ზუსტად ეს არის ზეთის ნაწილი, რომელიც შედგება ვიტამინების, მინერალების, მჟავების, ფერმენტების, კაროტინოიდების, ფიტოსტეროლების და მრავალი სხვა აქტიური ბიოლოგიური ნივთიერებისგან.
ავოკადოს და სოიოს გაუსაპნადი ზეთების ეფექტურობა დადასტრებულია მრავალი სამეცნიერო გამოკვლევით: ქონდროსტიმულაცია,ქონდროპროტექცია, ასტიმულირებს კოლაგენისა და პროტეოგლიკანების გამომუშავებას,აფერხებს ხრტილის დესტრუქციას,ასტიმულუირებს ხრტილოვანი ქსოვილის პროდუქციას,სხნის ანთებას და შეშუპებას, რაც ხელს უწყობს ოსტეოართრიტის პროგრესირების მნიშვნელოვან შენელებას ქირურგიულ ჩარევამდე.
მანგანუმი არის უჯრედების აუცილებელი სამშენებლო კომპონენტი. ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილის სწორად ფორმირებას და ჯანსაღი ძვლების შენარჩუნებას. გარდა ამისა, იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.
ფლექსოლია-ს გააჩნია ნელი და ხანგრძლივი მოქმედება ოსტეოართროზების დროს. ახასითებს დაგვიანებული მოქმედება, მკურნალობის დასაწყისში შესაძლოა საჭირო გახდეს ფლექსოლიას დანიშვნა NSAID -თან და/ან სხვა ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებთან კომბინაციაში, რომელთა მიღების სიხშირე მცირდება ან იხსნება ფლექსოლიას ხანგრძლივად გამოყენების დროს:
სხნის ანთებას და ტკივილს, ამცირებს აასს მიღების სიხშირეს,მნიშვნელოვნად ამცირებს ოა-ს პროგრესირებას, აფერხებს სასახსრე ნაპრალილს შევიწროვებას, აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.
ჩვენებები:
- I და II ხარისხის ოსტეოართრიტი.
- პაციენტები III და IV ხარისხის ოა-ით, ოპერაციული ჩარევის უკუჩვენებების შემთხვევაში.
- პაციენტებში პოსტოპერაციულ პერიოდში, პარალელური სახსრის დეგენერაციის პროფილაქტიკის მიზნით.
- სახსრის ტრავმის შემდგომ პერიოდში
- რადიკულოპათია,დორსალგია
- სხვადასხვა პროფესიული ზეწოლა სახსრებზე, სპორტის მძიმე სახეები.
თითო კაფსულა შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტები |
|
%NRV* |
სოიოს და ავოკადოს ექსტრაქტი |
300 მგ |
N/A** |
მანგანუმი (მანგანუმის სულფატი) |
1.8 მგ |
90 % |
*NRVs: ნუტრიენტების რეფერენს მაჩვენებელი ყოველდღიური მიღებისთვის
** N/A: ნუტრიენტის რეფერენს მაჩვენებელი დადგენილი არ არის
კაფსულის გარსი: ჟელატინი; გამადიდებელი აგენტი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, მანგანუმის სულფატი.
რეკომენდებული დღიური დოზა: 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს, დააყოლეთ ერთი დიდი ჭიქა წყალი. არ დაღეჭოთ კაფსულა. მკურნალობის კურსი შეადგენს 3-6 თვეს.
უკუჩვენებები:
ალერგია სოიოს,ავოკადოს,არაქისის მიმართ ან ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. სხვა გვერდითი გამოვლინების შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს. არ გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს.
გაფრთხილებები:
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატები არ ცვლის მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესს. პროდუქტი უნდა ინახებოდეს პატარა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის პირობები:
შეინახეთ გრილ, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას, ტემპერატურა 15-25 °C.
სერიის ნომერი / დამზადების თარიღი / ვადის გასვლის თარიღი: იხილეთ შეფუთვაზე
წონა ნეტო : 13,98 გ
შეფუთვა: მუყაოს კოლოფი N30 კაფსულა