Plasmon
ფლორანორმი / FLORANORMI


შემადგენლობა

1 გრამი ტაბლეტი შეიცავს ცოცხალი ნაწლავური მიკროფლორის ბაქტერიებს რაოდენობით 1 გრამში 107

ფარმაკოლოგიური თვისებები
„ფლორანორმი“ ანტიბაქტერიული ბიოლოგიური კომპლექსური პრეპარატია და წარმოადგენს ცოცხალი ნორმალური ნაწლაური ფლორის, ანუ ბიფიდობაქტერიების, ლაქტობაქტერიების, კოლიბაქტერიების და ენტეროკოკების ბაქტერიალურ ნარევს. პრეპარატის მიკრობული კომპონენტები მდგრადია სულფანილამიდური პრეპარატებისა და პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების, ლონკომიცინის, ამინოგლიკოზიდების ტეტრაციკლინის მოქმედებისადმი, რაც თავის მხრივ განაპირობებს „ფლორანორმის“ განსაკუთრებულ ეფექტურობას ანტიბიოტიკებით გამოწვეულ კუჭნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირების დარღვევის შემთხვევაში.
პრეპარატი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ხელს უწყობს ორგანიზმში B და P ჯგუფის ვიტამინების სინთეზს, ხელს უშლის ნაწლავური დაავადებების გახანგრძლივებული ფორმის ჩამოყალიბებას, ზრდის ორგანიზმის არასპეციფიურ რეზისტენტობას

ჩვენებები
ბიოლოგიური ტაბლეტირებული პრეპარატი უკუჩვენების გარეშე
ფლორანორმით მკურნალობა ნაჩვენებია მოზრდილ და 6 თვეზე მეტი ასაკის ბავშვების სამკურნალოდ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შემდეგი დაავადებების შემთხვევაში: - მწვავე და ქრონიკული გასტროენტეროკოლიტები;
- სხვადასხვა ეთიოლოგიის დიზბაქტერიოზები, მათ შორის ანტიბიოტიკების და სულფანილამიდური პრეპარატების გამოყენებით გამოწვეული დისბაქტერიოზები;
-ნაწლავთა დისფუნქცია ან პათოგენური და პირობით პათოგენური მიკროორგანიზმების შემთხვევაში
- პოსტკლინიკურ პერიოდში მყოფი ავადმყოფები, რომლებმაც გადაიტანეს მწვავე ინფექციური ნაწლავური დაავადებები, ონკოლოგიური ავადმყოფების მკურნალობის პერიოდში, სხვადასხვა ქირურგიული ჩარევის შემდეგ.

მიღების წესები და დოზები
ფლორანორმის ტაბლეტები მიიღებაშიგნით ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. მცირეწლოვან ბავშვებს აძლევენ დაფხვნილ და ანადუღარ ოთახის ტემპერატურის წყალში ან თბილ წყალში გახსნილ თითო ტაბლეტს დღეში 2-ჯერ, ხოლო მოზრდილებს სამკურნალოდ უნიშნავენ თთო ტაბლეტს დღეში 3-ჯერ. მკურნალობის კურსი 5-6 კვირაა.

გვერდითი მოვლენები
არ არის გამოვლენილი

უკუჩვენება
პრეპარატს უკუჩვენება არ გააჩნია

ჭარბი დოზირება
არ ახასიათებს

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის აღწერილი

შენახვის პირობები და ვადები
2 წელი. ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ არის ტოკსიკური. შენახვის პირობები: მშრალი, გრილი, სინათლისაგან დაცული ადგილი

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ (III ჯგუფი)

სად შევიძინოთ?