Plasmon
ფლუისედალი სიროფი / Fluisedal Syrup


შემადგენლობა: 1 მზომი კოვზი (5 მლ) შეიცავს 130 მგ მეგლუმინის

ბენზოატს, 15 მგ პოლისორბატ 20-ს, 2.5 მგ პრომეთაზინის

ჰიდროქლორიდს და 3.6 გ საქაროზას.

1 სადილის კოვზი (15 მლ) შეიცავს 390 მგ მეგლუმინის ბენზოატს, 45 მგ

პოლისორბატი 20-ს, 7,5 მგ პრომეთაზინის ჰიდროქლორიდს და 10.8 გ

საქაროზას.

დამხმარე ნივთიერებები: ასკორბინის მჟავა, ნატრიუმის მეტაბისულფიტი (E 223), კარამელის ფერი (E 150), კარამელის არომატიზატორი (ვანილის ხსნარი, პიპერონალი, გამა-ნონალაქტონი, მალტოლი და აცეტილმეთილკარბინოლი პროპილენ გლიკოლში), საქაროზა, გასუფთავებული წყალი.

პრეპარატის ათქ კოდი: R06AD52

ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი: ანტიჰისტამინური პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის, ფენოთიაზინის წარმოებულები (R: სასუნთქი სისტემა).

თერაპიული ჩვენება:

1პრეპარატი რეკომენდებულია არაპროდუქტიული ხველის და გამაღიზიანებელი ხველის სამკურნალოდ მოზრდილებში და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან, განსაკუთრებით როდესაც ხველა ვითარდება საღამოს და ღამის საათებში.

2. ზედა სასუნთქი გზების ხველის სინდრომი, ე.წ. ,,პოსტნაზალური წვეთი“

3. პოსტინფექციური ხველა

4. ყივანახველა

 

 უკუჩვენებები:

- ჩვილები (2 წლამდე ასაკი) ბრონქიალური სეკრეტის დაგროვების რისკის გამო.

- პრეპარატის რომელიმე კომპონენტის, კერძოდ ანტიჰისტამინების მიმართ ალერგია.

- ადრე გამოვლენილი ან მიმდინარე აგრანულოციტოზი (სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის მკვეთრი შემცირება)

-  წინამდებარე ჯირკვლის ფუნქციის დარღვევით ან სხვა ეტიოლოგიით გამოწვეული გაძნელებული შარდვა.

- გლაუკომის გარკვეული ფორმები (თვალშიდა  წნევის მომატება).

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ექიმის რეკომენდაციის გარეშე  ორსულობის დროს ან სულტოპრიდთან კომბინაციაში.

დამატებითი ინფორმაციის ან კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

სიფრთხილის ზომები: არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი პროდუქტიული ხველის სამკურნალოდ. ამ შემთხვევაში, ხველა არის ბუნებრივი დამცავი მექანიზმი რომელიც საჭიროა ბრონქიალური სეკრეტების გამოსაყოფად. თუ ხველა ხდება პროდუქტიული, რომელსაც თან ახლავს ნახველის დაგროვება და ცხელება, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.

ბრონქების ან ფილტვების ქრონიკული (გახანგრძლივებული) დაავადების შემთხვევაში, რომელიც მიმდინარეობს ხველით და ნახველის დაგროვებით, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ბრონქიალური სეკრეტის გამათხევადებელ პრეპარატებთან ერთად (ამოსახველებელი, მუკოლიზური საშუალებები).

ამ პრეპარატის გამოყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული.

ღვიძლის ან თირკმელების ხანგრძლივი დაავადებების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს დოზის შესარჩევად.

დიაბეტის ან შაქრის დაბალი შემცველობის დიეტის დროს, გაითვალისწინეთ ამ პრეპარატის შაქრის შემცველობა ყოველდღიურ რაციონში: 3.6 გ ყოველ 5 მლ მზომ კოვზზე და 10.8 გ ყოველ სადილის კოვზზე. თუ ეჭვი გეპარებათ პრეპარატის მიღების სისწორეში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის დროს ექიმის ნებართვის გარეშე.

ძუძუთი კვება

გამომდინარე იქედან, რომ ეს პრეპარატი გამოიყოფა დედის რძეში, არ მიიღოთ პრეპარატი ლაქტაციის პერიოდში. ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისათვის.

 

გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე

საჭიროა ყურადღების გამახვილება განსაკუთრებით იმ მძღოლების მიმართ, რომელთაც აღენიშნებათ ძილიანობისადმი მიდრეკილება ამ პრეპარატის გამოყენებისას, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე.ძილიანობის ფენომენი კიდევ უფრო მძაფრდება ალკოჰოლური სასმელების ან ალკოჰოლის შემცველი პრეპარატების მიღებით.

ფლუისედალი სიროფის მიღების წესი:  მოზრდილები და ბავშვები 2 წლის ასაკიდან.

დოზირება: მოზრდილები: 3-4 სადილის კოვზი დღეში.

ბავშვებისთვის, გამოიყენეთ 5 მლ მზომი კოვზი სავსე სიროფით და მიჰყევით ექიმის დანიშნულებას.

2 წლიდან - 6 წლამდე: 5 მლ 3-4 ჯერ

6 წლიდან - 12 წლამდე: 5 მლ 4-6 ჯერ

12 წლიდან - 15 წლამდე: 10მლ 3-4 ჯერ დღეში

მკურნალობის ხანგრძლივობა: ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და მზისგან დაცულ ადგილას. არ გამოიყენოთ ფლუისედალი სიროფი ბოთლზე მითითებული მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ. შეინახეთ არაუმეტეს 30° C-ზე.

სად შევიძინოთ?