შემადგენლობა : ფტორი
ძირითადი აქტიური ნივთიერება :
F-ფტორი (ლათ.fluorum-0.25მგ) ძვლებისა და კბილების განვითარებისთვის აუცილებელი მიკროელემენტია.ფტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვალწარმოქმნასა და ფოსფორ-კალციუმის ცვლის მოწესრიგებაში. ბავშვთა ასაკში, მუდმივი კბილების ჩამოყალიბებისა და ზრდის პროცესში ხდება ფტორის ჩალაგება კბილის მინანქარში. ფტორის დეფიციტის ძირითადი გამოვლინებებია: კბილების კარიესი და ოსტეოპოროზი.
მოქმედების მექანიზმი:
ნატრიუმის ფტორიდი წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ ნაერთს ენდოგენური და ტოპიკალური ფტორიდაციისათვის, გამოიყენება სტომატოლოგიურ პრაქტიკაში კარიესის პრევენციისათვის. ფტორი არის კბილის ქსოვილის, კერძოდ კბილის ემალის შემადგენელი ელემენტი. ამგვარად ის იცავს კბილს კარიესის გამომწვევი მავნე ფაქტორებისგან.
ნატრიუმის ფტორიდი ამცირებს ნადების წარმოქმნასა და კბილის ჰიპერმგრნობელობას. მისი წყალობით კბილის ემალი რეზისტენტული ხდება მჟავების მიმართ. ფტორი ასტიმულირებს კბილის ქსოვილის რემინერალიზაციას და ამცირებს მიკრობული გენეზის მჟავების წარმოქმნას. ფტორის დამცავი ეფექტი უფრო მაღალია ახლადამოსულ კბილში.
მოზრდილებში ფტორის იონები ხელს უწყობს კარიესული დაზიანების დროს რემინერალიზაციის პროცესს. ფტორი ასევე საჭიროა ორსულებისა და მეძუძური დედებისათვის კარიესის საპრევენციოდ.
მიღების წესი და დოზირება:
დაბადებიდან-კბილის ჩამოყალიბების ყველა ეტაპზე.
3 წლამდე ასაკის ბავშებში:-5 წვეთი დღეში(0,25მგ)
3 წლიდან 6 წლამდე -7 წვეთი დღეში(0,35 მგ)
6 წლიდან 12 წლამდე-10 წვეთი დღეში(0,5 მგ)
ფლუოდეი გამოიყენება ნული თვიდან, კბილების ჩამოყალიბების ყველა ეტაპზე (გაზრდა, გამაგრება). ასევე გამოიყენება კარიესული ნგრევის თავიდან ასაცილებლად.
ჩვენებები:
ფტორის შემცველი საკვები დანამატი, რომელიც ნაჩვენებია ნუტრიენტის შემცირებული მიღებისას ან როდესაც გაზრდილია მასზე მოთხოვნილება.
გაფრთხილება:
არ გადააჭარბოთ სადღეღამისო დოზას;დანამატი არ უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც მრავალფეროვანი კვების შემცვლელი; შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
20 მლ ფლაკონი საწვეთურით