Plasmon
ფლუორესი / FLUORES


შემადგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს: აქტიური ნივთიერება: ფლუკონაზოლი 150 მგ 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფლუორესი -  ტრიაზოლის ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაა.

ფლუორესი იწვევს  სოკოს უჯრედში სტეროლების სინთეზის სელექტიურ ინჰიბირებას და სოკოს უჯრედის ზრდისა და რეპლიკაციის ციკლის დარღვევას. 

ფლუორესი  ეფექტურია სისტემური და ზედაპირული, ასევე ოპორტუნისტული მიკოზების მკურნალობისას.

აქტიურია Candida spp. სხვადასხვა შტამის მიმართ (მათ შორის ვისცერული კანდიდოზი), Cryptococcus neoformans  (მათ შორის  ქალაშიდა ინფექციები), Microsporum spp. и Trichophytum spp. ფლუკონაზოლი აქტიურია  ენდემიური მიკოზების გამომწველების მიმართ: Blastomyces dermatitidis, Coccidioides immitis (მათ შორის  ქალაშიდა ინფექციები) Hystoplasma capsulatum.

ფლუკონაზოლის ყოველდღიური ერთჯერადი მიღებისას სისხლის პლაზმაში სტაბილური კონცენტრაცია მიიღწევა 4-5 დღეს პაციენტთა 90%-ში. პირველ დღეს დარტყმითი დოზის (ორმაგი დღე-ღამის)გამოყენებისას ზემოთ აღინიშნული ეფექტი მიიღწევა მკურნალობის მე-2 დღეზე.

ჩვენებები:

კანდიდოზი 

ლორწოვანი გარსების კანდიდოზი, მათ შორის პირის ღრუსა და ხორხის, საყლაპავის, ბრონქებისა და ფილტვის არაინვაზიური კანდიდზი, კანდიდურია, კანის კანდიდოზი, პირის ღრუს ატროფიული კანდიდოზი (პროტეზის მქონე პირებში)

ვაგინალური კანდიდოზი (მწვავე და ქრონიკული მორეციდივე), პროფილაქტიკის მიზნით ვაგინალური კანდიდოზის რეციდივების (3 და მეტი ეპიზოდი 1 წელში) შესამცირებლად, კანდიდოზური ბალანიტი. 

გენერალიზებული კანდიდოზი, კანდიდემიის, დისემინირებული კანდიდოზისა  და სხვა  ფორმის (მუცლის ღრუს ორგანოების, ენდოკარდის, თვალის,სასუნთქი და საშარდე გზების) ინვაზიური კანდიდოზური ინფექციის ჩათვლით.

ღრმა მიკოზები

კრიპტოკოკოზი, მათ შორის კრიპტოკოკული მენონგიტი და სხვა ლოკალიზაციის (ფილტვების, კანის, ლორწოვანი გარსების და სხვა) კირიპტოკოკული ინფექციები.

ენდემური მიკოზი, კაკციდიომიკოზი, პარაკოკხიდიომიკოზი, სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი

სხვა მიკოზები

დერმატოფიტია (კანის, ტერფის, საზარდულის არის)

ონიქომიკოზი, პარონიქია, ონიქია

ნაირფერი პიტირიაზი

სოკოვანი დაავედებების პროფილაქტიკა

ხანგლრძლივი ანტიბიოტიკოთერაპიისას

იმუნოდეფიციტის ფონზე (შიდსით დაავადებულ, შაქრიანი დიაბეტის და ავთვისებიანი ქარმოქმნების მქონე პაციენტებში, სხივური თერაპიისას და ციტოსტატიკებით მკურნალობისას)

შარდის ბუშტის კათეტერიზაცია

ფლუორესის დღიური დოზა განისაზღვრება სოკოვანი დაავადების ფორმითა და სიმძიმით. 

ვაგინალური კანდიდოზის სამკურნალოდ, როგორც წესი, საკმარისია ერთჯერადი მიღება, ყველა სხვა შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება კლინიკური და ლაბორატორიული აქტივობის აღმოფხვრის შემდეგ.

 

დოზირების რეჟიმი მოზრდილებში

ვაგინალური კანდიდოზი:
მწვავე 150 მგ ერთჯერადად
ქრონიკული 150 მგ კვირაში 3-ჯერ (1 კვირა)
მორეციდივე 150 მგ კვირაში ერთხელ (4-12 თვე)
ვულვიტი, ბალანიტი, ბალანოპოსტიტი:  150 მგ ერთჯერადად
საშარდე გზების კანდიდოზი, კანდიდურია 150 მგ დღეში ერთხელ (1-2 კვირა) ცისტიტი.                                                         


კანის კანდიდოზი, ონიქომიკოზი, დერმატოფიტია 150 მგ კვირაში ერთხელ (2-4 კვირა)
ნაირფერი პიტირიაზი         300 მგ კვირაში ერთხელ (2-3 კვირა)
ოროფარინგეალური კანდიდოზი  50 - 100 მგ დღეში ერთხელ (1-2 კვირა)
ღრმა მიკოზები (კრიპტოკოკული მენინგიტის ჩათვლით)    200 – 400 მგ დღეში ერთხელ
კანდიდომიკოზების პროფილაქტიკა :
ანტიბიოტიკოთერაპიისას       150 მგ ერთჯერადად
იმუნოდეფიციტის ფონზე       50 – 400 მგ დღეში ერთხელ
შარდის ბუშტის კათეთერიზაცია   1 კაფს 150 მგ დღეში ერთხელ

დოზირების რეჟიმი ბავშვებში

4 კვირაზე მეტი ასაკის ბავშვებში სადღეღამისო დოზა ზედაპირული მიკოზების დროს არის 3 - 6 მგ/კგ, ხოლო სისტემური მიკოზების მკურნალობისას – 6 - 12 მგ/კგ. 2-დან 4 კვირამდე ასაკის ბავშვებში აღნიშნული დოზის მიღება რეკომენდებულია ყოველ 48 საათში ერთხელ, ხოლო 2 კვირამდე ასაკის ბავშვებში – ყოველ 72 საათში ერთხელ.

მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია.
ოროფარინგეალური კანდიდოზი 3 – 6 მგ/კგ დღეში, 7 დღე
კანის კანდიდოზი, ონიქომიკოზი, დერმატოფიტია      6 – 12 მგ/კგ დღეში, 5 დღე
საშარდე გზების კანდიდოზი, კანდიდურია          6 – 12 მგ/კგ დღეში, 7 - 10 დღე
კანდიდომიკოზების პროფილაქტიკა 
ანტიბიოტიკოთერაპიისას 3 – 6 მგ/კგ დღეში, ერთჯერადად
იმუნოდეფიციტის ფონზე 6 – 12 მგ/კგ დღეში

 

- თირკლის ფუნქციის დაქვეითებისას დოზის კორექცია არ არის საჭირო  და დოზირების რეჟიმი დამოკიდებულია კრეატინინის კლირენსზე.

 

უკუჩვენება:

ფლუკონაზოლის მიმართ მაღალი მგრძნობელობა; ტერფენადინთან ერთდროული გამოყენება  პაციენტებში, ვინც იღებს ფლუკონაზოლს 400 მგ-ს დღე-ღამეში.

 

გვერდითი ეფექტები: 

შესაძლებელია გულისრევა, ტკივილის მუცელში, დიარეა, მეტეორიზმი, გამონაყარი კანზე, თავის ტკივილი, ანაფილაქსიური რეაქცია, ჰეპატოტოქსიური ეფექტი.

გამოშვების ფორმა:

მუყაოს კოლოფში ბლისტერი N2 კაფს.

სად შევიძინოთ?