Plasmon
ფომეპიკელ D5 წვეთები (ნატუროპათი) / Fomepikehl D5 (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: SANUM
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: წვეთები 10 მლ
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა 
1 მლ შეიცავს: Fomitopsis pinicola e muribus mycelii D5 ხსნარის
1 მლ-ს, HAB-ის 5ბ სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches
Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
 
ჩვენება 
– ინტერმისიური, რემისიული და ნაღვლისმიერი ცხელება, რომელსაც
ახლავს თავის ტკივილი, ყვითლად შელესილი ენა, სიყვითლე
– ხანგრძლივი ღებინება, დიარეა და ყაბზობა
– დიდი წვივის ძვლის ყრუ ან ძლიერი ტკივილი
– ძილის დარღვევა
– პროსტატის ადენომა
 
თვისებები
უახლესი გამოკვლევების თანახმად, Fomitopsis pinicola-ის პოლისაქარიდების
ექსტრაქტები მაღალეფექტური იმუნომოდულატორებია.
ამ რთულ პოლისაქარიდებთან ერთად, დადასტურებულია
გლიკოპროტეიდების კლასის მაკრომოლეკულების არსებობაც,
რომლებიც ვაზოდილატაციური და ჰიპოტენზიური თვისებებით
ხასიათდება.
 
მიღების წესი და დოზირება
დასალევად: დღეში ერთხელ 10 წვეთი, საკვების მიღებამდე.
შესაზელად: დღეში ერთხელ 5-10 წვეთი იდაყვის ფოსოში. თერაპია
შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 8 კვირისა, ამის შემდეგ
აუცილებელია მკურნალობაში მრავალთვიანი შესვენება
 
გვერდითი მოქმედებები
სპეციფიური ორგანული კომპონენტების შემცველობა იშვიათ
შემთხვევებში
შესაძლოა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების
მიზეზი გახდეს
უკუჩვენებები 
ცნობილი არ არის
 
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
იმუნოსუპრესიულმა პრეპარატებმა ან მკურნალობამ შესაძლოა
Fomepikehl-ის წვეთების ეფექტურობა დააქვეითოს
 
სიფრთხილის ზომები
ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის გამოყენება რეკომენდირებული
არ არის. ორსულობის შემდგომი ვადები, ძუძუთი კვება,
ბავშვთა ასაკი, პრეპარატის უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვებ-
ში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად
 
გამოშვების ფორმები
წვეთები 10 მლ საწვეთურიან ფლაკონში
სად შევიძინოთ?