Plasmon
ფორმასანი წვეთები (ნატუროპათი) / Formasan (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: SANUM
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: წვეთები 30 მლ და 100 მლ
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

თვისებები 
3 მლ (100 მლ) შეიცავს: მოქმედ კომპონენტებს:
7.5 მლ (25 მლ) Acidum formicicum D6, 5ა HAB-ის მიხედვით
7.5 მლ (25 მლ) Acidum formicicum D12, 5ა HAB-ის მიხედვით
7.5 მლ (25 მლ) Acidum formicicum D30, 5ა HAB-ის მიხედვით
7.5 მლ (25 მლ) Acidum formicicum D200, 5ა HAB-ის მიხედვით
(HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერებები: გამოხდილი წყალი, ეთანოლი
 
ჩვენება 
– კუნთებისა და სახსრების რევმატიული დაავადებები
– ეგზემა
– ბრონქული ასთმა
– ალერგიები
 
თვისებები
Formasan-ის მოქმედი ნივთიერებაა ჭიანჭველმჟავა, რომელიც
ხალხურ მედიცინაში ძველთაგან ცნობილი სამკურნალო საშუალებაა.
გამომუშავდება ტყის წითელი ჭიანჭველების – `Formica
rufa~-ს მიერ. მათი სპირტხსნარი უძველესი დროიდან გამოიყენება
ართროზის, ართრიტის და რევმატიზმის დროს შესაზელად. ადამიანის
ორგანიზმში ჭიანჭველმჟავა ცილოვან ცვლაში მონაწილეობს.
დოქტორ ედუარდ კრულის (1842-1914) დაკვირვებებმა აჩვენა,
რომ ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების ორგანიზმში
ჭიანჭველმჟავა ძალიან მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ გამომუშავდება.
ტუბერკულოზით დაავადებული ავადმყოფების ორგანიზმში
ჭიანჭველმჟავას დეფიციტის შევსების ცდებმა ასწლეულის
დასაწყისში განაპირობა ჭიანჭველმჟავას გამოყენება ამ
დრომდე საკმაოდ პრობლემური ტუბერკულოზის მკურნალობაში.
დღეისათვის პრეპარატის გამოყენების ძირითადი სფეროა რევმატიული
ხასიათის დაავადებები, ალერგიულ დიათეზი. ჰომეოპათიაში
ჭიანჭველმჟავა რევმატიული ხასიათის სიმპტომების და
ალერგიული მდგომარეობების დროს ეფექტურ კონსტიტუციურ
საშუალებად ითვლება.
 
მიღების წესი და დოზირება
მწვავე შემთხვევებში გამოიყენება 5-10 წვეთი ყოველ ნახევარ საათში
(2-3 საათის განმავლობაში), დღეში არა უმეტეს 12-ჯერ. მიმდინარეობის
ქრონიკული ფორმების დროს გამოიყენება 5-20 წვეთი
1-3-ჯერ დღეში
 
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
 
უკუჩვენებები
ცნობილი არ არის
 
მითითებები 
იგი შეიცავს 50.6 მოც. % სპირტს (ეთანოლს)!
ალკოჰოლიზმით და ღვიძლის პათოლოგიებით დაავადებულებმა
კონსულტაციისთვის უნდა მიმართონ ექიმს.
 
გამოშვების ფორმები
წვეთები 30 მლ და 100 მლ საწვეთურიან ფლაკონში
სად შევიძინოთ?