Plasmon
ფორმასანი ამპულები (ნატუროპათი) / Formasan (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: SANUM
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: 2.0 მლ ამპულა N10 და N50
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა
2 მლ შეიცავს:
Acidum formicicum D6-ის 0.50 მლ ხსნარს
Acidum formicicum D12-ის 0.50 მლ ხსნარს
Acidum formicicum D30-ის 0.50 მლ ხსნარს
Acidum formicicum D200-ის 0.50 მლ ხსნარს
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმ ქლორიდის ხსნარი
 
გამოცდილების შესაბამისად გამოიყენება
– კუნთებისა და სახსრების რევმატიული დაავადებები
– ეგზემა
– ბრონქული ასთმა
– ალერგიები
 
თვისებები
Formasan-ის მოქმედი ნივთიერებაა ჭიანჭველმჟავა, რომელიც ხალხურ მედიცინაში ძველთაგან ცნობილი წამალია. გამომუშავდება ტყის წითელი ჭიანჭველების – `Formica rufa~-ს მიერ. მათი სპირტხსნარი უძველესი დროიდან გამოიყენება ართროზის, ართრიტის და რევმატიზმის დროს შესაზელად. ადამიანის ორგანიზმში ჭიანჭველმჟავა ცილოვან ცვლაში მონაწილეობს. დოქტორ ედუარდ კრულის (Dr.med. Eduard Krull -1842-1914) დაკვირვებებმა
აჩვენა, რომ ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების ორგანიზმში ჭიანჭველმჟავა ძალიან მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ გამომუშავდება. ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების ორგანიზმში ჭიანჭველმჟავას დეფიციტის შევსების მცდელობამ ასწლეულის დასაწყისში, განაპირობა ჭიანჭველმჟავას გამოყენება ტუბერკულოზის მკურნალობაში. დღეისათვის, ძირითადად გამოყენება რევმატიული ხასიათის დაავადებების, ალერგიული
დიათეზის დროს. ჰომეოპათიაში ჭიანჭველმჟავა რევმატიული ხასიათის სიმპტომების და ალერგიული მდგომარეობების დროს ეფექტურ კონსტიტუციურ საშუალებად ითვლება.
 
მიღების წესი და დოზირება
2 მლ მოცულობის მქონე 1 ამპულის ინექცია კანქვეშ ან ინტრამუსკულურად,
კვირაში 1-2-ჯერ
 
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
 
უკუჩვენებები 
ცნობილი არ არის
 
გამოშვების ფორმები
2.0 მლ მოცულობის ამპულა N10 და N50 შეფუთვაში
სად შევიძინოთ?