შემადგენლობა
1 სანთელი შეიცავს: 0.2 გ Penicillium roquefortii D3, HAB-ის მე-6 სტატიის მიხედვით
(HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, 1.8 გ მყარი ცხიმი
ჩვენება
– სიმბიოზის აღდგენა დისბაქტერიოზის და ლორწოვანი გარსების დაზიანების დროს
– გასტრიტი, ენტერიტი, ქოლეცისტიტით და პანკრეატიტით მიმდინარე კოლიტი, რომელსაც ახლავს დიარეა, ობსტიპაცია და გულისრევა
– კუჭის წყლული
– ნაწლავის, საშოსა და კანის მიკოზები
თვისებები
Fortakehl-ს იღებენ ობის სოკოსაგან Penicillium roquefolii. იგი ანტიბიოტიკი
არ არის, არ შეიცავს და არ გამოიმუშავებს პენიცილინის
მჟავას. ამიტომ მის გამოყენებას ანტიბიოტიკოთერაპიისათვის
ტიპური გამოვლინებები ალერგიის, ღვიძლის დაზიანების, ნაწლავთა
ფლორის რღვევის, პენიცილინრეზისტენტული შტამების
წარმოშობის სახით არ ახლავს. Fortakehl-ი ინიშნება სიმბიოზის
აღდგენის დაწყებისას. ის უნდა დაინიშნოს საწყისი პრეპარატის
სახით ნაწლავთა, ასევე ყველა სხვა საშოს, კანის, პირის ღრუს
მიკოზების დროს. ენდერლაინის მიხედვით, ადამიანისა და ყველა
ძუძუმწოვრის სისხლში ყველთვის არსებობს, ეგრეთ წოდებული,
მცენარეული წარმოშობის ენდობიონტები. ენდობიონტების ყველაზე
პრიმიტიული ტიპია აპათოგენური კოლოიდური სტადია,
უმცირესი ცილოვანი ნაწილაკი, რომელიც თავისი ზომებით ვირუსებს
უტოლდება (0.01 ნმ). სხვადასხვა ეგზოგენური და ენდოგენური
მიზეზი ახდენს ბაქტერიების პრიმიტიული ფორმების
განვითარების ციკლის ინიცირებას სოკოვან ფაზამდე,
ამასთან ყოველ სტადიასთან ერთად მისი ვირულენტობაც იზრდება.
არ არსებობს ისეთი ადამიანი და ძუძუმწოვარი, რომელსაც
ტრანსპლაცენტურად პრიმიტიული სტადიები არ გადაეცემა
და რომლის უჯრედები და ქსოვილოვანი სითხეები თუნდაც
პრიმიტიულ ფორმებს არ შეიცავს. ჯანმრთელ ორგანიზმში მი-
თითებული პრიმიტიული ფორმები რეგულაციურ მოქმედებას
ახდენს. რადგან ისინი ციკლოგენიის მხრივ უფრო მაღლა მდგომ
პარაზიტულ ფორმებთან შეკავშირების და დაბალ სტადიებამდე
მათი დაშლის უნარით ხასიათდებიან. წარმოქმნილი დაშლის
პროდუქტები ორგანიზმიდან უნდა გამოიდევნოს. თუ დაავადების
დროს ორგანიზმი მათ სრულ გამოდევნას ვერ შეძლებს კანის, ნაწლავის,
თირკმლების, ბრონქების საშუალებით, შესაძლოა უმაღლესი
სტადიების მიმართულებით მათი უკუგანვითარება მოხდეს.
ამ პროცესის ხელის შესაშლელად აუცილებელია ორგანიზმიდან
შესაბამისი პრეპარატებით მათი გამოდევნის უზრუნველყოფა
მიღების წესი და დოზირება
რექტალურად 1 სანთელი ერთხელ დღეში, ძილის წინ
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
უკუჩვენებები
ცნობილი არ არის
მითითებები Penicillium roquefortii მოქმედი ნივთიერების სახით შედის, ასევე, პრეპარატ Exmykehl-ის შემადგენლობაში. მოვარიდოთ სითბოს. შემადგენლობაში შედის ლაქტოზა
გამოშვების ფორმები
10 სანთელი შეფუთვაში