შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს: 250 მლ Penicillium roquefortii D5, HAB-ის მე-6 სტატიის მიხედვით
(HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი
ჩვენება
– სიმბიოზის აღდგენა დისბაქტერიოზის და ლორწოვანი გარსების დაზიანების დროს
– გასტრიტი, ენტერიტი, ქოლეცისტიტით და პანკრეატიტით მიმდინარე კოლიტი,
როდესაც გამოხატულია დიარეა, ობსტიპაცია და გულისრევა
– კუჭის წყლული
– ნაწლავის, საშოს და კანის მიკოზები
თვისებები
Fortakehl-ს იღებენ ობის სოკოსაგან Penicillium roquefolii. იგი ანტიბიოტიკი არ არის, არ შეიცავს და არ გამოიმუშავებს პენიცილინის მჟავას. ამიტომ მის გამოყენებას არ ახლავს ანტიბიოტიკოთერაპიისათვის
დამახასიათებელი ტიპიური გამოვლინებები: ალერგია, ღვიძლის დაზიანებები, ნაწლავური ფლორის დარღვევა,
პენიცილინრეზისტენტული შტამების წარმოშობა. Fortakehl-ი ინიშნება სიმბიოზის აღდგენის დაწყებისას. ის უნდა დაინიშნოს როგორც საწყისი პრეპარატი – ნაწლავების,საშოს, კანის, პირის ღრუს მიკოზების დროს. ენდერლაინის მიხედვით, ადამიანის და ყველა ძუძუმწოვრის სისხლში ყოველთვის არსებობს, ეგრეთ წოდებული, მცენარეული წარმოშობის ენდობიონტები. ენდობიონტების ყველაზე პრიმიტიული ტიპია აპათოგენური კოლოიდური
სტადია, უმცირესი ცილოვანი ნაწილაკი, რომელიც თავისი ზომებით ვირუსებს უტოლდება (0.01 მმ). სხვადასხვა ეგზოგენური და ენდოგენური მიზეზი ახდენს ბაქტერიების პრიმიტიული ფორმების განვითარების ციკლის ინიცირებას სოკოვან ფაზამდე, ამასთან ყოველ სტადიასთან ერთად მისი ვირულენტობაც იზრდება.
არ არსებობს ისეთი ადამიანი და ძუძუმწოვარი, რომელსაც ტრანსპლაცენტურად პრიმიტიული სტადიები არ გადაეცემა და რომლის უჯრედები და ქსოვილოვანი სითხეები თუნდაც პრიმიტიულ ფორმებს არ შეიცავს. ჯანმრთელ ორგანიზმში მითითებული პრიმიტიული ფორმები რეგულაციურ მოქმედებას ახდენს. რადგან ისინი ციკლოგენიის მხრივ უფრო მაღლა მდგომ პარაზიტულ ფორმებთან შეკავშირების და უფრო დაბალ სტადიებამდე მათი დაშლის უნარით ხასიათდებიან. წარმოქმნილი დაშლის პროდუქტები ორგანიზმიდან უნდა გამოიდევნოს. თუ დაავადების
დროს ორგანიზმი მათ სრულ გამოდევნას ვერ შეძლებს კანის, ნაწლავის, თირკმლების, ბრონქების საშუალებით, შესაძლოა უმაღლესი სტადიების მიმართულებით მათი უკუგანვითარება მოხდეს. ამ პროცესის ხელის შესაშლელად აუცილებელია ორგანიზმიდან შესაბამისი პრეპარატებით მათი გამოდევნის უზრუნველყოფა.
მიღების წესი და დოზირება
მიიღება 1 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
უკუჩვენებები
არ მიიღება ობის სოკოების (Penicillium roquefortii) მიმართ გამოვლენილი
ჰიპერმგრძნობელობის დროს
სიფრთხილის ზომები
ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის მიღება რეკომენდირებული
არ არის, ორსულობის შემდგომი ვადები, ძუძუთი კვება,
ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს.
ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად
მითითებები Penicillium roquefortii მოქმედი ნივთიერების სახით შედის, ასევე,
პრეპარატ Exmykehl-ის შემადგენლობაში
გამოშვების ფორმები
შეფუთვაშია 20 ტაბლეტი