ფრომილიდ უნო / Fromilid
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): clarithromycin
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები → მაკროლიდები
- მწარმოებელი კომპანია: KRK d.d., Novo mesto
- მწარმოებელი ქვეყანა: სლოვენია
- გამოშვების ფორმა: 500მგ გახანგრძლივებული მოქმედების შემოგარსული ტაბლეტი №7
- გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
წამლის ფორმა
პროლონგირებული მოქმედების შემოგარსული ტაბლეტები.
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს 500 მგ აქტიურ ნივთიერებას კლარითრომიცინს.
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ალგინატი, ნატრიუმის კალციუმის ალგინატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი, პოლისორბატი 80, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტერატი, ტალკი, ჰიპრომელოზა, საღებავი რკინის ოქსიდი ყვითელი, ტიტანის დიოქსიდი, პროპილენგლიკოლი.
აღწერა
მოყავისფრო-მოყვითალო ფერის, ოვალური ფორმის, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები, დაფარული აპკიანი გარსით, ერთ მხარეს მარკირებით “U”.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მაკროლიდური ანტიბიოტიკი.
ათქ კოდი:
J01FA09.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
კლარითრომიცინი – ნახევრად სინთეზური ანტიბიოტიკი მაკროლიდების ჯგუფიდან. 50შ რიბოსომალური სუბერთეულის P-ლოკუსთან შეკავშირებით თრგუნავს ცილების სინთეზს მიკრობულ უჯრედში, რაც შედეგად იწვევს მისი ნორმალური ფუნქციონირების შეწყვეტას. ადამიანის უჯრედების რიბოსომებთან მაკროლიდების შერჩევითი შეკავშირება წარმოადგენს მათი დაბალი ტოქსიკურობის მიზეზს.
კლარითრომიცინთან ერთად, მის მეტაბოლიტსაც 14-ჰიდროქსიკლარითრომიცინსაც გააჩნია ანტიბაქტერიული ეფექტი, მოქმედებს რა Haemophilus influenza-ს მიმართ ორჯერ უფრო აქტიურად, ვიდრე კლარითრომიცინი.
კლარითრომიცინი მოქმედებს ბაქტერიოსტატიკურად, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება მოახდინოს ბაქტერიციდული მოქმედებაც ძირითადად Streptococcus pyogenes, Streptococcus pneumonia da Moraxella catarrhalis-ზე.
ანტიბაქტერიული ეფექტიანობა
ლარითრომიცინი ახდენს ბაქტერიოსტატიკურ და ბაქტერიციდულ მოქმედებას გარმდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებზე, როგორიცაა აერობები, ანაერობები, ფაკულტატიური ანაერობები და სხვა ბაქტერიები (მიკოპლაზმა, ურეაპლაზმა, ქლამიდია, ლეგიონელა) და ატიპური მიკობაქტერიები.
კლარითრომიცინ-მგრძნობიარე ბაქტერიები
აერობები |
გრამდადებითი ბაქტერიები |
Streptococcus pyogenes |
Streptococcus pneumonia |
მეთიცილინ-რეზისტენტული Staphylococcus aureus |
Streptococcus agalactia |
Streptococcus viridians |
Corynebacterium spp.
|
Listeria monocytogenes
|
Bacillus spp. |
ანაერობული ბაქტერიები |
გრამდადებითი ბაქტერიები |
Eubacterium spp. |
Clostridium perfringens |
Peptococcus spp. |
Peptostreptococcus spp. |
Propionibacterium acnes |
სხვა მიკროორგანიზმები |
Chlamydia pneumonia |
Chlamydia trachomatis |
Mycoplasma pneumoniae |
Ureaplasma urealyticum |
Borrelia burgdorferi |
Toxoplasma gondii |
Mycobacterium avium complex |
Mycobacterium fortuitum |
Mycobacterium chelonae |
Mycobacterium kansasii |
Mycobacterium xenopi |
Mycobacterium lepra |
ფარმაკოკინეტიკა
კლარითრომიცინის აბსორბცია პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტებიდან შენელებულია, მაგრამ ექვივალენტურია თანაბარ დოზებში დაუყოვნებელი გამოთავისუფლების ტაბლეტების აბსორბციისას. მაქსიმალური კონცენტრაციების მიღწევის დრო იზრდება, ერთჯერადი სადღეღამისო დოზისათვის 500 მგ შეადგენს 7.5 საათს კლარითრომიცინის შემთხვევაში და 7.7 საათს – მისი მეტაბოლიტის – 14-ჰიდროქსიკლარითრომიცინის შემთხვევაში. მაქსიმალური კონცენტრაცია რამდენადმე დაბალია დაუყოვნებელი გამოთავისუფლების ტაბლეტებთან შედარებით. მაქსიმალური კონცენტრაციების მიღწევის შემდეგ კლარითრომიცინის ორივე ფორმის კინეტიკა ექვივალენტურია. წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა მე-3 დღისთვის. დაყოვნებული გამოთავისუფლების ტაბლეტების ბიოშეღწევადობა 30%-ით დაბალია უზმოზე მიღებისას, ამიტომ პაციენტებმა პრეპარატი ჭამის დროს უნდა მიიღონ.
კლარითრომიცინის კონცენტრაცია ქსოვილებში დაახლოებით 10-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე სისხლში. მაღალი კონცენტრაციები ვლინდება ფილტვებში (8.8 მგ/კგ), ნუშურა ჯირკვლებში (1.6 მგ/კგ), ცხვირის ლორწოვანში, კანზე, ნერწყვში, ალვეოლარულ უჯრედებში, ნახველსა და შუა ყურში. კლარითრომიცინის შეკავშირება პლაზმის ცილებთან დაბალი და შექცევადია.
კლარითრომიცინი არ მეტაბოლიზდება ღვიძლში. აღმოჩენილი 7 მეტაბოლიტიდან ყველაზე მნიშვნელოვანია 14-ჰიდროქსიკლარითრომიცინი. ერთჯერადი სადღერამისო დოზის 500 მგ ნახევარდაშლის დრო შეადგენს 5.5 საათს კლარითრომიცინის შემთხვევაში და 9.3 საათს 14-ჰიდროქსიკლარითრომიცინის შემთხვევაში. კლარითრომიცინის 40% გამოიდევნება შარდით, ხოლო 30%-მდე განავლით.
ასაკისა და დაავადებების ზეგავლენა კლარითრომიცინის ფარმაკოკინეტიკაზე
ხანდაზმული პაციენტები: შედეგები აჩვენებს, რომ ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის საჭირო არ არის დოზის კორექცია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადგილი აქვს თირკმლის ფუნქციის მნიშვნელოვან დარღვევებს.
თანმხლები პათოლოგიის მქონე პაციენტები:
200 მგ კლარითრომიცინის შიგნით მიღების შემდეგ იზრდება მაქსიმალური კონცენტრაცია და AUC, ხოლო თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში, ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით, აღინიშნა კლარითრომიცინის გამოყოფის დაქვეითება. შედეგებმა აჩვენა, რომ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში საჭიროა დოზის კორექცია. პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტები არ არის განკუთვნილი 0.5 მლ/წ-ზე (30 მლ/წთ) ნაკლები კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებისათვის. ასეთ პაციენტებში გამოიყენება დაუყოვნებელი გამოთავისუფლების ტაბლეტები დოზის კორექციით.
გამოყენების ჩვენებები
• სასუნთქი გზების ზემო ნაწილების ინფექციები (მათ შორის ტონზილოფარინგიტი, მწვავე სინუსიტის);
• სასუნთქი გზების ქვემო ნაწილების ინფექციები (მათ შორის მწვავე ბაქტერიული ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება და საავადმყოფოს გარეპნევმონია);
• კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.
ფრომილიდ უნო ნაჩვენებია მოზრდილებისა და 12 წლის ზემოთ ასაკის პაციენტების სამკურნალოდ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ანტიბაქტერიული საშუალებების სათანადო გამოყენების მეთოდოლოგიურ პრინციპებს.
გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი მიიღება ჭამის დროს. არ შეიძლება ტაბლეტების გატეხვა. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.
მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 ტაბლეტი ფრომილიდ უნო დოზით 500 მგ ყოველ 24 საათში. მძიმე ინფექციების სამკურნალოდ სადღეღამისო დოზა უნდა გაიზარდოს 500 მგ ორ ტაბლეტამდე ყოველ 24 საათში. მკურნალობის ხანგრძლივობა – 6-დან 14 დღემდე.
პედიატრიული პოპულაცია
კლინიკური კვლევები ჩატარდა კლარითრომიცინის პედიატრიული სუსპენზიის გამოყენებით 6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. ამგვარად, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ფრომილიდ უნო უნდა დაინიშნოს სუსპენზიის სახით.
გამოყენება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში
დოზის კორექცია საჭირო არ არის თირკმლის ნორმალური ფუნქციისას სუსტად გამოხატული და ზომიერი ხარისხის ღვიძლის უკმარისობის დროს.
გამოყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში
თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში 30მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსით კლარითრომიცინის დოზა უნდა შემცირდეს ორჯერ, ე.ი. 250 მგ-მდე დრე-ღამეში ერთჯერ ან 250 მგ-მდე დრეში ორჯერ უფრო მძიმე ფორმის ინფექციებისას. ასეთ პაციენტებში მკურნალობა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს. ვინაიდან ტაბლეტის გაყოფა არ შეიძლება, პრეპარატის დოზა შეიძლება შემცირდეს დღე-ღამეში 500 მგ-მდე, ამიტომ კლარითრომიცინის ტაბლეტები პროლონგირებული მოქმედებით არ ინიშნება ასეთ პაციენტებში.
გვერდითი მოქმედება
ა) უსაფრთხოების სუმარული პროფილი
ყველაზე ხშირი და საერთო გვერდითი რეაქციები კლარითრომიცინით მკურნალობისას მოზრდილებსა და ბავშვებში არის მუცლის ტკივილი, დიარეა, გულისრევა, ღებინება და გემოს დარღვევა. ეს გვერდითი რეაქციები ჩვეულებრივ უმნიშვნელოდ გამოხატულია და ისეთივეა, როგორც მაკროლიდური ანტიბიოტიკების უსაფრთხოების ცნობილი პროფილი.
კლინიკური კვლევების დროს არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი სხვაობები ამ გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირის მხრივ პაციენტთა იმ ჯგუფებში, რომლებშიც აღინიშნებოდა ან არ აღინიშნებოდა მიკობაქტერიული ინფექციები.
იშვიათ შემთხვევებში, იმ პაციენტებში, რომელთა უმრავლესობას ჰქონდა ანატომიური (ილეოსტომიის ან კოლოსტომიის ჩათვლით) ან ფუნქციონალური კუჭ-ნაწლავური დარღვევები ნაწლავური ტრანზიტის შემცირებული დროით, აღინიშნა კუჭის მოქმედებაზე პროლონგირებული მოქმედების კლარითრომიცინის ტაბლეტების ზემოქმედების შესახებ. ზოგიერთ პაციენტში განავალში აღმოჩნდა ტაბლეტების ნარჩენები, ამიტომ ამ პაციენტებისათვის რეკომენდებულია გადასვლა კლარითრომიცინის სხვა ფორმაზე (მაგ. სუსპენზიაზე) ან სხვა ანტიბიოტიკზე.
გ) გამოყენება ბავშვებში
ჩატარდა კლინიკური გამოკვლევები კლარითრომიცინის სუსპენზიის 6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში კლარითრომიცინის სუსპენზიის შესახებ. ამგვარად, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში უნდა დაინიშნოს კლარითრომიცინი სუსპენზიის ფორმით. ბავშვებში გვერდითი რეაქციების სიხშირე, ტიპი და სიმძიმე სავარაუდოდ ისეთივეა, როგორიც მოზრდილებში.
დ) სხვა პოპულაციები
დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტები
შიდსის ან სხვა იმუნოდეფიციტური დაავადებების მქონე პაციენტებში მიკობაქტერიული ინფექციების მკურნალობისას, რომლებიც იღებდნენ კლარითრომიცინს მაღალი დოზებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რთული იყო კლარითრომიცინის მიღებასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების გარჩევა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის ან ინტერკურენტული დაავადებების ნიშნებისაგან.
მოზრდილ პაციენტებში უფრო ხშირი გვერდითი რეაქციები, რომლებიც ვლინდებოდა 1000 მგ და 2000 მგ კლარითრომიცინის საერთო სადღეღამისო დოზებს, მოიცავდა შემდეგს: გულისრევა, ღებინება, გემოს შეგრძნების ცვლილება, მუცლის ტკივილი, დიარეა, გამონაყარი, მუცლის შებერილობა, თავის ტკივილი, ყაბზობა, სმენის დარღვევა, ასტ და ალტ შრატისმიერი დონეების მომატება. უფრო იშვიათად აღინიშნა ქოშინი, უძილობა, პირის სიმშრალე. გვერდითი რეაქციების სიხშირე შედარებადია იმ პაციენტებში, რომლებიც ყოველდღიურად იღებდნენ 1000 მგ და 2000 მგ კლარითრომიცინს, თუმცა ეს მაჩვენებელი 3-4-ჯერ უფრო მაღალია იმ პაციენტებში, რომლებიც ყოველდღიური სადღეღამისო დოზის სახით იღებდნენ 4000 მგ-ს.
ჭარბი დოზა
არსებული ცნობები მიუთითებს, რომ კლარითრომიცინის ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. ანამნეზში ბიპოლარული ფსიქოზის მქონე ერთ პაციენტში, რომელმაც მიიღო 8 გ კლარითრომიცინი, განვითარდა მენტალური სტატუსის დარღვევა, პარანოიდული ქცევა, ჰიპოკალიემია და ჰიპოქსემია. ჭარბი დოზის თანმხლები გვერდითი რეაქციების მკურნალობა უნდა მოხდეს კუჭის გამორეცხვით და სიმპტომატური თერაპიით. როგორც სხვა მაკროლიდების შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჰემოდიალიზმა ან პერიტონულმა დიალიზმა არსებითად შეცვალონ სისხლის შრატში კლარითრომიცინის დონე.
უკუჩვენებები
• მომატებული მგრძნობელობა მაკროლიდური ანტიბიოტიკების ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
• გამოყენება 30 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსის მქონე პაციენტებში (ვინაიდან ეს ფორმა არ იძლევა საშუალებას, შემცირდეს დოზა 500 მგ-ზე დაბლა. შეიძლება ყველა სხვა დოზირების გამოყენება);
• კლარითრომიცინისა და ნებისმიერი შემდეგი პრეპარატის ერთდროული გამოყენება: ასტემიზოლი, ციზაპრიდი, პიმოზიდი და ტერფენადინი (ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს Qთ ინტერვალის დაგრძელება და გულის არითმიების განვითარება, მათ შორის პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭების ფიბრილაცია და “პირუეტის” ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია);
• კლარითრომიცინისა და ერგოტამინის ან დიჰიდროერგოტამინის ერთდროული გამოყენება (ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს ერგოტოქსიკურობა).
კლარითრომიცინი არ უნდა დაინიშნოს QT ინტერვალის დაგრძელებისას, გულის პარკუჭოვანი არითმიებისას, მათ შორის “პირუეტის” ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიისას.
კლარითრომიცინი არ გამოიყენება HMG-კოა-რედუქტაზას (სტატინები) ინჰიბიტორებთან, ლოვასტატინთან და სიმვასტატინთან ერთად, რაბდომიოლიზის განვითარების რისკის გამო. ამ საშუალებებით მკურნალობა უნდა შეწყდეს კლარითრომიცინით მკურნალობისას.
კლარითრომიცინი არ ინიშნება ჰიპოკალიემიის მქონე პაციენტებში (QT ინტერვალის დაგრძელების რისკის გამო).
კლარითრომიცინი არ უნდა დაინიშნოს ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებსაც იმავდროულად აქვთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში სარგებლის/რისკი ურთიერთშეფარდების გულდასმითი შეფასების გარეშე.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
კლარითრომიცინი ძირითადად გამოიდევნება ღვიძლით, ამიტომ სიფრთხილით ინიშნება ეს ანტიბიოტიკი იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ზომიერი და მძიმე ხარისხის თირკმლის უკმარისობა.
ზოგიერთ შემთხვევაში ცნობილი გახდა ღვიძლის უკმარისობის შესახებ ლეთალური შედეგით, რომელიც, ძირითადად, ასოცირებული იყო სერიოზულ ძირითად დაავადებებთან და/ან იმავდროულ მედიკამენტოზურ მკურნალობასთან. კლარითრომიცინის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ჰეპატიტის ისეთი გამოვლინებებისას და სიმპტომებისას, როგორიცაა ანორექსია, სიყვითლე, შარდის გამუქება, ქავილი ან ტკივილი მუცლის არეში.
პრაქტიკულად ყველა ანტიბაქტერიული პრეპარატის, მათ შორის კლარითრომიცინის გამოყენებისას, აღინიშნა ჩლოსტრიდიუმ დიფფიცილე-თი გამოწვეული დიარეის განვითარება, რომელიც იყო მსუბუქი ხარისხიდან ფსევდომემბრანოზულ კოლიტამდე, ლეთალური შედეგით. ჩლოსტრიდიუმ დიფფიცილე-თი გამოწვეული დიარეის შესაძლო განვითარება ყოველთვის უნდა იქნას გათვალისწინებული იმ პაციენტებში, რომლებსაც ანტიბიოტიკების გამოყენების შემდეგ აღენიშნებათ დიარეა. გარდა ამისა, აუცილებელია ანამნეზის გულდასმით შეკრება, ვინაიდან ჩლოსტრიდიუმ დიფფიცილე-თი გამოწვეული დიარეის განვითარების შესახებ ცნობილი გახდა ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენებიდან 2 თვის შემდეგ. აუცილებელია მიკრობიოლოგიური კვლევის ჩატარება და ადექვატური მკურნალობის ჩატარება. თავიდან უნდა იქნას აცილებული პერისტალტიკის მაინჰიბირებელი სამკურნალო საშუალებების გამოყენება.
ცნობილია მიასთენია გრავის სიმპტომების გაძლიერების შესახებ კლარითრომიცინის მიმღებ პაციენტებში.
ცნობილია კოლქიცინური ტოქსიკურობის განვითარების (მათ შორის ფატალური შედეგით) შესახებ კლარითრომიცინისა და კოლქიცინის ერთობლივი გამოყენებისას, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, მათ შორის თირკმლის უკმარისობის ფონზე. კოლქიცინისა და კლარითრომიცინის ერთდროული გამოყენების აუცილებლობისას უნდა ჩატარდეს კოლქიცინური ტოქსიკურობის კლინიკური სიმპტომების მონიტორინგი.
სიფრთხილით გამოიყენება ერთდროულად კლარითრომიცინი და ტრიაზოლბენზოდიაზეპინები, მაგალითად, ტრიაზოლამი, მიდაზოლამი.
კლარითრომიცინის დანიშვნა სხვა ოტოტოქსიკურ საშუალებებთან, განსაკუთრებით ამინოგლიკოზიდებთან ერთად, უნდა მოხდეს სიფრთხილით. მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ უნდა ჩატარდეს ვესტიბულური და სმენის ფუნქციების მონიტორინგი.
QT ინტერვალის დაგრძელების რისკის გამო, კლარითრომიცინი სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულის იშემიური დაავადება, გულის მძიმე უკმარისობა, ჰიპომაგნიემია, ბრადიკარდია (<50 დარტყმა წუთში), გარდა ამისა, კლარითრომიცინი სიფრთხილით გამოიყენება ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებსაც შეუძლიათ Qთ ინტერვალის დაგრძელება. კლარითრომიცინი არ ინიშნება თანდაყოლილი ან შეძენილი და დოკუმენტურად დადასტურებული Qთ ინტერვალის დაგრძელების ან პარკუჭოვანი არითმიის მქონე პაციენტებში.
პნევმონია
ვინაიდან არსებობს Streptococcus pneumonia-ს მაკროლიდებისადმი რეზისტენტობის შესაძლებლობა, მნიშვნელოვანია ჩატარდეს ტესტი მგრძნობელობაზე კლარითრომიცინის დანიშვნისას არაჰოსპიტალური პნევმონიის სამკურნალოდ. ჰოსპიტალური პნევმონიის შემთხვევაში, კლარითრომიცინი გამოყენებული უნდა იყოს სხვა შესაბამის ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში.
კანის და რბილი ქსოვილების მსუბუქი და მძიმე ხარისხის ინფექციები:
ეს ინფექციები ხშირად გამოწვეულია Staphylococcus aureus da Streptococcus pyogenes მიკროორგანიზმებით, რომლებიც შეიძლება რეზისტენტული იყვნენ მაკროლიდებისადმი. ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩატარდეს ტესტი მგრძნობელობაზე. როდესაც შეუძლებელია ბეტალაქტამური ანტიბიოტიკების (მაგალითად ალერგიის) გამოყენება, პირველი არჩევის პრეპარატების სახით შეიძლება გამოყენებული იყოს სხვა ანტიბიოტიკები, როგორიცაა კლინდამიცინი. ამჟამად, მაკროლიდები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მხოლოდ ზოგიერთი კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების მკურნალობისას, მაგალითად: ინფექციებისას, რომლებიც გამოწვეულია Corynebacterium minutissimum (ერითრაზმა), acne vulgaris, წითელი ქარის ანთება; და ისეთ სიტუაციებში, როდესაც არ შეიძლება პენიცილინებით მკურნალობა.
მძიმე მწვავე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარებისას, როგორიცაა ანაფილაქსია, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, კლარითრომიცინით თერაპია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და მაშინვე დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.
კლარითრომიცინი სიფრთხილით გამოიყენება CYP3A4 ციტოქრომის ფერმენტის ინდუქტორებთან ერთად დანიშვნისას.
გმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორები
უკუნაჩვენებია კლარითრომიცინის კომბინირებული გამოყენება ლოვასტატინთან ან სიმვასტატინთან ერთად.
როგორც სხვა მაკროლიდები, კლარითრომიცინიც იწვევდა გმგ-კოა-რედუქტაზას ინჰიბიტორების კონცენტრაციების მომატებას. იშვიათად აღინიშნა რაბდომიოლიზის განვითარება ამ პრეპარატების ერთდროულად მიღებისას. აუცილებელია პაციენტებზე დაკვირვება მიოპათიის ნიშნებისა და სიმპტომების არსებობაზე.
იშვითად აღინიშნა რაბდომიოლიზის განვითარება კლარითრომიცინის ატორვასტატინთან ან როზუვასტატინთან ერთად გამოყენებისას. ერთდროული გამოყენებისას ატორვასტატინის ან როზუვასტატინის დოზა მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. მიღებული უნდა იყოს შესაბამისი გადაწყვეტილება სტატინის დოზის კორექციის ან სტატინის გამოყენების შესახებ, რომელიც დამოკიდებული არ არის CYP3A4 მეტაბოლიზმზე (მაგალითად, ფლუვასტატინი ან პრავასტატინი)
პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები/ინსულინი
კლარითრომიცინისა და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების და/ან ინსულინის კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოხატული ჰიპოგლიკემია. ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან, როგორიცაა ნატეგლინიდთან, პიოგლიტაზონთან, რეპაგლინიდთან და როზიგლიტაზონთან ერთად გამოყენებისას, კლარითრომიცინმა შეიძლება დათრგუნოს CYP3A4 ენზიმი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია. რეკომენდებულია გლუკოზის დონის გულდასმითი მონიტორინგი.პერორალური ანტიკოაგულანტები
კლარითრომიცინის ვარფარინთან ერთად დანიშვნისას არსებობს სერიოზული სისხლდენის განვითარების, საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების მაჩვენებლის მნიშვნელოვანი მომატების და პროთრომბინის დროის გაზრდის რისკი. ვიდრე პაციენტები ერთდროულად იღებენ კლარითრომიცინსა და პერორალურ ანტიკოაგულანტებს, აუცილებელია საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების მაჩვენებლის და პროთრომბინის დროის კონტროლი.
ბ) გვერდითი რეაქციების სუმარული ცხრილი
ქვემოთ წარმოდგენილია გვერდითი რეაქციები, რომლებიც განვითარდა კლარითრომიცინის სხვადასხვა წამლის ფორმებისა და დოზირების, მათ შორის პროლონგირებული მოქმედების, კლინიკური კვლევების დროს ან პოსტმარკეტინგული გამოყენებისას.
კლარითრომიცინით მკურნალობისას განვითარებული გვერდითი ეფექტები კლასიფიცირდება შესაბამის ჯგუფებში ორგანოთა სისტემების და განვითარების სიხშირის მიხედვით:
• ძალიან ხშირად (>1/10)
• ხშირად (>1/100 - <1/10)
• არახშირად (>1/1000-<1/100)
• ცნობილი არ არის (სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე).
თითოეული ჯგუფის ფარგლებში პრეპარატის ეფექტები წარმოდგენილია მნიშვნელობის კლებადობის მიხედვით
ორგანოთა სისტემები |
ძალიან ხშირად >1/10 |
ხშირად >1/100-<1/10 |
არახშირად >1/1000 - <1/100 |
ცნობილი არ არის სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე |
ინფექციები და ინვაზიები |
|
|
ცელულიტი1, კანდიდოზი, გასტროენტერიტი2, ინფექცია3, ვაგინალური ინფექცია |
ფსევდომემბრანოზული კოლიტი, წითელი ქარის ანთება, ერითრაზმა |
დარღვევები სისხლისა და ლიმფატური სისტემის მხრივ |
|
|
ლეიკოპენია, ეოზინოფილია4 |
აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია |
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ5 |
|
|
ანაფილაქტოიდური ჰიპერმგრძნობელობა |
ანაფილაქსური რეაქციები |
დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ |
|
|
ანორექსია, დაქვეითება |
ჰიპოგლიკემია 6 |
დარღვევები ფსიქიკის მხრივ |
|
უძილობა |
შფოთვა, ნერვოზულობა3, წამოყვირება3 |
ფსიქოზები, ცნობიერების არევა, დეპერსონალიზაცია, დეპრესია, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები, კოშმარული სიზმრები |
დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ |
|
დიზგევზია (გემოს მგრძნობელობის დარღვევა), თავის ტკივილი, გემოს დარღვევა |
ცნობიერების ტრემორი |
კრუნჩხვები, ანოსმია |
დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები |
|
|
თავბრუსხვევა, ყურებში |
სმენის დაკარგვა |
დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ |
|
|
გულის გაჩერება1,
წინა შეგრძნება |
“ტაქიკარდია |
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ |
|
ვაზოდილატაცია 1 |
|
სისხლჩაქცევა9 |
დარღვევები სუნთქვის სისტემის, გულ-მკერდის და შუასაყარის მხრივ |
|
|
ასთმა1, სისხლდენა ცხვირიდან2, ფილტვების სისხლძარღვების ემბოლია1 |
|
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ |
|
დიარეა10, გულისრევა, დისპეფსია, ღებინება, მუცლის ტკივილი |
ეზოფაგიტი1, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება2, გასტრიტის, პროქტალგია2, სტომატიტი, გლოსიტი, მუცლის შებერილობა4, ყაბზობა, პირის სიმშრალე, ბოყინი, მეტეორიზმი
|
მწვავე პანკრეატიტი, ენის ფერის ცვლილება, კბილის ფერის ცვლილება |
დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ |
|
ღვიძლის ფუნქციონალურ ტესტებში ნორმიდან გადახვევა |
ქოლესტაზო4, ჰეპატიტი4, ალტ, ასტ, გგტ-ს დონეების მომატება4 |
ღვიძლის უკმარისობა11, ჰეპატოცელულარული სიყვითლე |
დარღვევები კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ |
|
გამონაყარი, ჰიპერჰიდროზი |
ბულოზური დერმატიტი1, ქავილი, ჭინჭრის გამონაყარი, მაკულო-პაპულოზური გამონაყარი3 |
სტივენს-ჯონსონის სინდრომი5, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი5, მედიკამენტოზური კანის რეაქცია, რომელსაც თან არ ახლავს ეოზინოფილია და სისტემური გამოვლინებები (DRESS), აკნე |
დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ |
|
|
კუნთების სპაზმი3, ჩონჩხ-კუნთოვანი რიგიდულობა1, მიალგია 2 |
რაბდომიოლიზი 2,12, მიოპათია |
დარღვევები თირკმელებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ |
|
|
სისხლში მომატება1 |
თირკმლის ნეფრიტი |
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილას |
ფლებიტი შეყვანის ადგილას1 |
ტკივილი, ანთება შეყვანის ადგილას1 |
შეუძლოდ ყოფნა4, ცხელება3, ასთენია, ტკივილი გულის არეში, გაცივება4, დაღლილობა4 |
|
ლაბორატორიული კვლევები |
|
|
ალბუმინ-გლობულინის შეფარდების ცვლილება1, სისხლში ტუტე-ფოსფატაზას დონის მომატება4, ლაქტატდეჰიდროგენაზას დონის მომატება4 |
საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების მომატება9, პროთრომბინის დროის გაზრდა9, შარდის ფერის შეცვლა |
1,2,3,4 გვერდითი რეაქციების შესახებ მონაცემები ცნობილი გახდა პრეპარატის შემდეგი ფორმით გამოყენებისას:
1 საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი
2 პროლონგირებული მოქმედების ტაბლეტები
3 სუსპენზიები
4 დაუყოვნებელი გამოთავისუფლების ტაბლეტები
5,8,10,11,12 იხ. პუნქტი ა)
6,7,9 იხ. პუნქტი გ)
გ) გვერდითი რეაქციების შერჩევითი აღწერა
ვენებში შესაყვანი კლარითრომიცინისათვის დამახასიათებელია ფლებიტი, ტკივილი, ანთება შეყვანის ადგილას.
ალიან იშვიათ შემთხვევებში ცნობილი გახდა ღვიძლის უკმარისობის შესახებ ლეთალური შედეგით, რომელიც დაკავშირებული იყო სერიოზულ თანმხლებ დაავადებებთან და/ან იმავდროულ თერაპიასთან.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დიარეას, ვინაიდან პრაქტიკულად ყველა ანტიბაქტერიული პრეპარატის გამოყენებისას, მათ შორის კლარითრომიცინისას, ცნობილი გახდა ჩლოსტრიდიუმ დიფფიცილე-თი (CDAD) გამოწვეული დიარეის განვითარების შესახებ, რომელიც სიმძიმის ხარისხის მიხედვით შეიძლება ვარირებდეს ზომიერი დიარეიდან სასიკვდილო შედეგის კოლიტამდე.
კლარითრომიცინით, ისევე როგორც სხვა მაკროლიდებით მკურნალობისას, იშვიათად აღინიშნა Qთ ინტერვალის დაგრძელება, პარკუჭოვანი ტაქიკარდია და “პირუეტის” ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია.
რაბდომიოლიზის შესახებ ზოგიერთი ცნობისას მოხსენიებული იყო კლარითრომიცინისა და სტატინების, ფიბრატების, კოლქიცინისა და ალოპურინოლის ერთდროული გამოყენება.
პოსტმარკეტინგული კვლევების მონაცემებით, კოლქიცინისა და კლარითრომიცინის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კოლქიცინური ტოქსიკურობა (მათ შორის ლეთალური შედეგით), განსაკუთრებით, ხანდაზმულ პაციენტებში, მათ შორის თირკმლის უკმარისობის ფონზე.
გარდა ამისა, აღინიშნა ჰიპოგლიკემიის იშვიათი შემთხვევები, რომელთაგან ზოგიერთი აღინიშნა იმ პაციენტებში, რომლებიც იმავდროულად იღებდნენ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებს ან ინსულინს.
ჩატარდა კლარითრომიცინისა და ტრიაზოლამის ერთდროული გამოყენების პოსტმარკეტინგული კვლევები და მათი ზემოქმედება ცენტრალური ნერვული სისტემის ეფექტებზე (მაგალითად, ძილიანობა, ცნობიერების არევა). რეკომენდებულია იმ პაციენტებზე დაკვირვება, რომლებსაც გაძლიერებული აქვთ ცნს-ის ფარმაკოლოგიური ეფექტები.
ვარფარინისა და კლარითრომიცინის ერთდროული გამოყენებისას არსებობს ძლიერი სისხლდენების განვითარების და საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების და პროთრომბინის დროის მნიშვნელოვნად მომატების რისკი. აუცილებელია საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების და პროთრომბინის დროის მკაცრი კონტროლი იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ კლარითრომიცინსა და პერორალურ ანტიკოაგულანტებს.
ნებისმიერი ანტიმიკრობული თერაპიის, მათ შორის კლარითრომიცინის, გამოყენებისას H. პყლორი-ს ინფექციების სამკურნალოდ, შეიძლება განვითარდეს მიკრობული რეზისტენტობა. ანტიბიოტიკების ხანგრძლივმა ან განმეორებითმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე ბაქტერიებისა და სოკოების ჭარბი ზრდა. სუპერინფექციის განვითარებისას კლარითრომიცინის გამოყენება უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი თერაპია.
გათვალისწინებული უნდა იყოს კლარითრომიცინსა და სხვა მაკროლიდებს, აგრთვე ლინკომიცინს და კლინდამიცინს შორის ჯვარედინი რეზისტენტობის შესაძლებლობა.
დამატებითი ინფორმაცია ზოგიერთი დამხმარე ნგრედიენტის შესახებ
ფრომოლიდ უნო შეიცავს ლაქტოზას. პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გალაქტოზას მემკვიდრეობითი გადაუტანლობა, ლაქტაზას უკმარისობა და გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომი.
ფრომილიდ უნოს ყოველი ტაბლეტი შეიცავს 12.85 მგ ნატრიუმს. იმ პაციენტებმა, რომლებიც იმყოფებიან ნატრიუმის კონტროლირებულ დიეტაზე, უნდა გაითვალისწინონ, რომ 1-ზე მეტი ტაბლეტის მიღებისას ნატრიუმის რაოდენობა იზრდება 23 მგ-მდე (1მმოლი).
ორსულობა და ძუძუთი კვება
კლარითრომიცინის ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. თაგვებში, ვირთხებში, კურდღლებსა და მაიმუნებში ემბრიონის და ნაყოფის განვითარებაზე კლარითრომიცინის მოქმედების შესწავლის შედეგების საფუძველზე, კლარითრომიცინმა გამოავლინა ემბრიოფეტალური განვითარების გვერდითი ეფექტების გამოწვევის შესაძლებლობა. ამგვარად, პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში სარგებლის/რისკის შეფარდების გულდასმითი შეფასების გარეშე.
კლარითრომიცინი გადადის დედის რძეში.
ზემოქმედება ავტომობილების ან პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვაზე
მონაცემები ავტომობილების ან მექანიზმების მართვის უნარზე კლარითრომიცინით გამოწვეული ზემოქმედების შესახებ არ არსებობს. თუმცა, ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის წინ გათვალისწინებული უნდა იყოს ნერვული სისტემის მხრივ გვერდითი ეფექტების განვითარების შესაძლებლობა, როგორიცაა კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ვერტიგო, ჰალუცინაციები, ცნობიერების არევა, დეზორიენტაცია და სხვ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
შემდეგი პრეპარატების გამოყენება მკაცრად უკუნაჩვენებია ურთიერთქმედებების მძიმე შედეგების შესაძლო განვითარების გამო.
ციზაპრიდი, პიმოზიდი, ასტემიზოლი, ტერფენადინი
სისხლის შრატში ციზაპრიდის დონის მომატება აღინიშნა კლარითრომიცინთან ერთად გამოყენებისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის დაგრძელება და არითმიების განვითარება, მათ შორის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის, პარკუჭების ფიბრილაციის და “პირუეტის” ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის. ამგვარი ეფექტები აღინიშნა აგრეთვე კლარითრომიცინისა და პიმოზიდის ერთობლივი გამოყენებისას. აღმოჩნდა, რომ მაკროლიდები ცვლიან ტერფენადინის მეტაბილიზმს, რის შედეგადაც მატულობს სისხლის შრატში მისი დონე, რამაც შეიძლება ასევე გამოიწვიოს QT ინტერვალის დაგრძელება და არითმიების განვითარება, მათ შორის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის, პარკუჭების ფიბრილაციის და “პირუეტის” ტიპის ტაქიკარდიის. 14 ჯანმრთელ მოხალისეზე ჩატარებული ერთი კვლევისას, კლარითრომიცინისა და ტერფენადინის ერთდროულმა გამოყენებამ აჩვენა სისხლის შრატში ტერფენადინის მჟავა მეტაბოლიტის დონის მომატება 2-3-ჯერ და QT ინტერვალის დაგრძელება, რაც არ იყო კლინიკურად მნიშვნელოვანი. ამგვარი ეფექტები აღინიშნა ასტემიზოლისა და სხვა მაკროლიდების ერთდროული გამოყენებისას.
ერგოტამინე/დიჰიდროერგოტამინი
კლარითრომიცინისა და ერგოტამინის ან დიჰიდროერგოტამინის ერთდროული გამოყენება ასოცირებული იყო მწვავე ერგოტიზმის ნიშნებთან, რაც ხასიათდებოდა ვაზოსპაზმით და კიდურების და სხვა ქსოვილების, მათ შორის ცენტრალური ნერვული სისტემის იშემიით. კლარითრომიცინისა და ამ სამკურნალო საშუალებების გამოყენება უკუნაჩვენებია.
სხვა სამკურნალო საშუალებების ზემოქმედება კლარითრომიცინის ფარმაკოკინეტიკაზე
იმ სამკურნალო საშუალებებმა, რომლებიც წარმოადგენენ CYP3A ინდუქტორებს (მაგალითად, რიფამპიცინი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენოფარბიტალი, კრაზანას პრეპარატები), შეიძლება მოახდინონ კლარითრომიცინის მეტაბოლიზმის ინდუცირება. ამან შეიძლება გამოიწვიოს კლარითრომიცინის სუბთერაპიული დონეები და მისი ეფექტიანობის დაქვეითება. გარდა ამისა, შეიძლება საჭირო გახდეს CYP3A ინდუქტორის პლაზმური დონეების მონიტორინგი, რომლებიც შეიძლება გაიზარდოს კლარითრომიცინის მიერ CYP3A ინჰიბირებით (იხ. აგრეთვე შესაბამისი CYP3A ინდუქტორის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია). რიფაბუტინისა და კლარითრომიცინის ერთდროულმა გამოყენებამ გამოიწვია რიფაბუტინის დონის მომატება და კლარითრომიცინის დონის შემცირება სისხლის შრატში იმავდროულად უვეიტის განვითარების რისკის მომატებით.
ცნობილია ან ნავარაუდევია შემდეგი სამკურნალო საშუალებების ზემოქმედება სისხლში კლარითრომიცინის კონცენტრაციაზე, ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შეცვლა ან ალტერნატიული თერაპიის გამოყენება.
ეფავირენცი, ნევირაპინი, რიფამპიცინი, რიფაბუტინი და რიფაპენტინი
P450 ციტოქრომის ფერმენტების ძლიერმა ინდუქტორებმა, როგორიცაა ეფავირენცი, ნევირაპინი, რიფამპიცინი, რიფაბუტინი და რიფაპენტინი, შეიძლება დააჩქარონ კლარითრომიცინის მეტაბოლიზმი, სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის შემცირებით, თუმცა, მიკრობიოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტის 14-OH-კლარითრომიცინის კონცენტრაციის გაზრდით. ვინაიდან კლარითრომიცინისა და 14-OH-კლარითრომიცინის მიკრობიოლოგიური აქტივობა სხვადასხვაგვარია სხვადასხვა ბაქტერიების მიმართ,
მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი შეიძლება არ იყოს მიღწეული კლარითრომიცინისა და P450 ციტოქრომის ფერმენტების ინდუქტორების ერთობლივი გამოყენების გამო.
ფლუკონაზოლი
აქტიური მეტაბოლიტის 14-OH-კლარითრომიცინის წონასწორული კონცენტრაციები მნიშვნელოვნად არ იცვლებოდა ფლუკონაზოლთან ერთდროული გამოყენებისას. კლარითრომიცინის დოზის ცვლილება საჭირო არ არის.
რიტონავირი
რიტონავირისა და კლარითრომიცინის გამოყენება იწვევდა კლარითრომიცინის მეტაბოლიზმის მნიშვნელოვნად დათრგუნვას. კლარითრომიცინის ჩმახ მატულობდა 31%-ით, ჩმინ – 182%-ით და AUჩ – 77%-ით. აღინიშნა 14-OH-კლარითრომიცინის წარმოქმნის სრული დათრგუნვა. დიდი თერაპიული ფანჯრის გამო, კლარითრომიცინის დოზის შემცირება თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში საჭირო არ არის. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში აუცილებელია დოზის კორექცია: კრლრ 30-60 მლ/წთ-ს დროს კლარითრომიცინი უნდა შემცირდეს 50%-ით; კრკლ <30 მლ/წთ-ს დროს კლარითრომიცინის დოზა უნდა შემცირდეს 75%-ით. რიტონავირთან ერთად არ გამოიყენება დღეში 1მგ-ზე მაღალი კლარითრომიცინის დოზები.
დოზის ამგვარი კორექცია უნდა მოხდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში რიტონავირის ფარმაკოკინეტიკური გამაძლიერებლის სახით გამოყენებისას აივ-პროტეაზას სხვა ინჰიბიტორებთან ერთად, მათ შორის ატაზანავირთან და საქვინავირთან ერთად.
კლარითრომიცინის ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკაზე
CYP3A
CYP3A ფერმენტის ცნობილი ინჰიბიტორის კლარითრომიცინისა და იმ პრეპარატის ერთობლივმა გამოყენებამ, რომელიც ძირითადად თრგუნავს CYP3A-ს, შეიძლება გამოიწვიოს ამ უკანასკნელის კონცენტრაციების მომატება სისხლის პლაზმაში, რამაც თავის მხრივ, შეიძლება გააძლიეროს ან გაახანგრძლივოს თერაპიული ეფექტი და გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი.
აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა კლარითრომიცინის გამოყენებისას იმ პაციენტებში, რომლებიც გადიან თერაპიას სამკურნალო საშულებებით – CYP3A სუბსტრატებით, განსაკუთრებით, თუ CYP3A-სუბსტრატს გააჩნია ვიწრო თერაპიული დიაპაზონი (მაგ. კარბამაზეპინი) და/ან რომლებიც ფართოდ მეტაბოლიზდებიან ამ ენზიმით. შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შეცვლა და შეძლებისდაგვარად, იმ სამკურნალო საშუალების შრატისმიერი კონცენტრაციების მონიტორინგი, რომლებიც ამოტაბილიზებენ CYP3A-ს იმ პაციენტებში, რომლებიც იმავდროულად იღებენ კლარითრომიცინს.
ცნობილია (ან ნავარაუდევია), რომ შემდეგი სამკურნალო პრეპარატები ან პრეპარატთა ჯგუფები მეტაბოლიზდებიან ერთიდაიგივე CYP3A იზოფერმენტით: ალპრაზოლამი, ასტემიზოლი, კარბამაზეპინი, ცილოსტაზოლი, ციზაპრიდი, ციკლოსპორინი, დიზოპირამიდი, სპორინის ალკალოიდები, ლოვასტატინი, მეთილპრედნიზოლონი, მიდაზოლამი, ომეპრაზოლი, პერორალური ანტიკოაგულანტები (მაგ. ვარფარინი), პიმოზიდი, ქინიდინი, რიფაბუტინი, სილდენაფილი, სიმვასტატინი, ტაკროლიმუსი, ტერფენადინი, ტრიაზოლამი და ვინბლასტინი. ურთიერთქმედების ამგვარი მექანიზმი აღინიშნება ფენიტოინის, თეოფილინისა და ვალპროატის გამოყენებისას, რომლებიც მეტაბოლიზდებიან P450 ციტოქრომის სისტემის სხვა იზოფერმენტით.
ანტიარითმიული საშუალებები
არსებობს პოსტმარკეტინგული ცნობები “პირუეტის” ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების შესახებ, რომლებიც ვითარდება კლარითრომიცინის ქინიდინთან ან დიზოპირამიდთან ერთად გამოყენებისას. რეკომენდებულია ეკგ-მონიტორინგის ჩატარება Qთ ინტერვალის დროულად გამოვლენის მიზნით. კლარითრომიცინით მკურნალობისას აუცილებელია ამ პრეპარატების პლაზმური კონცენტრაციების დონეების კონტროლი.
ომეპრაზოლი
კლარითრომიცინის გამოყენება ომეპრაზოლთან კომბინაციაში მოზრდილ ჯანმრთელ მოხალისეებში იწვევდა ომეპრაზოლის წონასწორული კონცენტრაციების მომატებას. მხოლოდ ომეპრაზოლის გამოყენებისას კუჭის წვენის pH 24 საათის განმავლობაში გაზომვისას შეადგენდა 5.2, ხოლო ომეპრაზოლის კლარითრომიცინთან ერთად გამოყენებიას – 5.7-ს.
სილდენაფილი, ტადალაფინი და ვარდენაფილი
არსებობს ფოსფოდიესტერაზას ინჰიბიტორების (სილდენაფილის, ტადალაფილისა და ვარდენაფილის) პლაზმური კონცენტრაციების მომატების ალბათობა მათი ერთდროული გამოყენებისას კლარითრომიცინთან ერთად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფოსფოდიესტერაზას ინჰიბიტორების დოზების შემცირება.
თეოფილინი, კარბამაზეპინი
კლინიკური კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ არსებობს სისხლის პლაზმაში თეოფილინის ან კარბამაზეპინის უმნიშვნელო, მაგრამ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი მომატება კლარითრომიცინთან ერთად მათი გამოყენებისას. შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება.
ტოლტეროდინი
ტოლტეროდინის დოზის შემცირება შეიძლება საჭირო გახდეს მისი კლარითრომიცინთან ერთად გამოყენებისას.
ტრიაზოლბენზოდიაზეპინები (მაგ. ალპრაზოლამი, მიდაზოლამი, ტრიაზოლამი). თავიდან უნდა იქნას აცილებული პერორალური მიდაზოლამისა და კლარითრომიცინის კომბინირებული გამოყენება. მიდაზოლამის კლარითრომიცინთან ერთად ვენებში შეყვანისას უნდა ჩატარდეს პაციენტის გულდასმითი მონიტორინგი დოზის დროულად კორექციის მიზნით.
დაცული უნდა იყოს სიფრთხილის ისეთივე ზომები, როგორიც სხვა ბენზოდიაზეპინების გამოყენებისას, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP3A-ს მიერ, მათ შორის ტრიაზოლამის და ალპრაზოლამის. ბენზოდიაზეპინების შემთხვევაში, რომელთა ელიმინაცია დამოკიდებული არ არის CYP3A-ზე (ტემაზეპამი, ნიტრაზეპამი, ლორაზეპამი), კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება კლარითრომიცინთან ნაკლებსავარაუდოა.
არსებობს პოსტმარკეტინგული ცნობები წამალთშორისი ურთიერთქმედების და ცნს-ის მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარების შესახებ (როგორიცაა ძილიანობა და ცნობიერების არევა) კლარითრომიცინისა და ტრიაზოლამის ერთდროული გამოყენების შესახებ. აუცილებელია პაციენტზე დაკვირვება, ცნს-ის მხრივ ფარმაკოლოგიური ეფექტების შესაძლო გაძლიერების გათვალისწინებით.
ურთიერთქმედებების სხვა სახეობები
კოლქიცინი
კოლქიცინი არის CYP3A და P-გლიკოპროტეინის (Pgp) სუბსტრატი. ცნობილია, რომ კლარითრომიცინსა და სხვა მაკროლიდებს შეუძლიათ CYP3A და Pგპ დათრგუნვა. კლარითრომიცინისა და კოლქიცინის ერთდროული გამოყენებისას კლარითრომიცინის მიერ Pgp და/ან CYP3A დათრგუნვამ შეიძლება გამოიწვიოს კოლქიცინის ექსპოზიციის მომატება. აუცილებელია პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება კოლქიცინის ტოქსიკურობის კლინიკური სიმპტომების გამოსავლენად.
დიგოქსინი
პოსტმარკეტინგული დაკვირვებისას ცნობილი გახდა სისხლის შრატში დიგოქსინის კონცენტრაციების მომატების შესახებ იმ პაციენტებში, რომლებიც კლარითრომიცინს იღებდნენ დიგოქსინთან ერთად. ზოგიერთ პაციენტში განვითარდა დიგოქსინური ტოქსიკურობის ნიშნები, მათ შორის პოტენციურად ფატალური არითმიები. აუცილებელია სისხლის შრატში დიგოქსინის კონცენტრაციების კონტროლი კლარითრომიცინთან ერთად მისი გამოყენებისას.
ზიდოვუდინი
კლარითრომიცინისა და ზიდოვუდინის ტაბლეტების ერთდროულმა გამოყენებამ აივ-ინფიცირებულ პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შრატში ზიდოვუდინის წონასწორული კონცენტრაციების დაქვეითება, რისი თავიდან აცილებაც შეიძლება კლარითრომიცინისა და ზიდოვუდინის მიღებებს შორის ინტერვალის დაცვით. ბავშვებში კლარითრომიცინისა და ზიდოვუდინის სუსპენზიის გამოყენებისას ურთიერთქმედების შესახებ ცნობილი არ არის. ამგვარი ურთიერთქმედება ნაკლებად მოსალოდნელია კლარითრომიცინის ვენებში ინფუზირებისას.
ფენიტოინი და ვალპროატი
არსებობს სპონტანური ან გამოქვეყნებული ცნობები CYP3A4 ინჰიბიტორების, მათ შორის კლარითრომიცინის ურთიერთქმედების შესახებ იმ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც მიიჩნევა, რომ არ მეტაბოლიზდებიან CYP3A4-ით (მაგალითად, ფენიტოინი და ვალპროატი). რეკომენდებულია სისხლის შრატში ამ სამკურნალო საშუალებების დონეების განსაზღვრა მათი დანიშვნისას კლარითრომიცინთან ერთად. აღინიშნა შრატისმიერი დონეების მომატების შემთხვევები.
შესაძლებელია აგრეთვე აღინიშნოს წამალთშორისი ურთიერთქმედება კლარითრომიცინსა და ატაზანავირს, ინტრაკონაზოლს, საქვინავირს შორის.
ვერაპამილი
ცნობილია არტერიული ჰიპოტენზიის, ბრადიკარდიისა და ლაქტოაციდოზის განვითარების შესახებ კლარითრომიცინისა და ვერაპამილის ერთდროული გამოყენების შესახებ.
კლარითრომიცინი არ ურთიერთქმედებს პერორალურ კონტრაცეპტივებთან.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25oC-ზე, ტენისაგან დაცულ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.
ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
პრეპარატის გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტით.