შემადგენლობა: 100 გრ შეიცავს: ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი 1,00 გრ, დიბუნოლი 0,1გრ, შარდოვანა 0,5გრ
ფარმაკო თერაპიული ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები
ფარმაკოლოგიური მოქმდება: სოკოს საწინააღმდეგო ადგილობრივად გამოსაყენებელი პრეპარატი და გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო აქტივობის ფართო სპექტრი. განსხვავდება გამოხატული ეპიდერმოდიტულობით. ტერბინაფინი მიზანმიმართულად მოქმედებს სოკოვანი უჯრედის ციტოპლაზმურ მემბრანაზე. ტერბინაფინი მოქმედებს სტეროლის მეტაბოლიზმის ადრეულ სტადიაში,სქვალენეოქსიდაზური ციკლის დონეზე. ამ ფერმენტის დათრგუნვის ხარჯზე, ტერბინაფინი აბრკოლებს ერგოსტეროლის ფორმირებას, რომელიც სოკოს უჯრედული კედლის ძირითადი კომპონენტია და ხელს უშლის უჯრედის შემდგომ გამრავლებას. ფუნგიციდური ეფექტი განპირობებულია სქვალენის დაგროვებით უჯრედში, რომლებიც იწვევენ მემბრანიდან ლიპიდური კომპონენტების გამოდევნას. უჯრედის შიგნით დაგროვილი ლიპიდები, თანდათან იზრდებიან მოცულობაში, არღვევენ ციტოპლაზმურ მემბრანებს, იწვევენ სოკოვანი უჯრედის განადგურებას. ფუნგოტერბინი აქტიურია ყველა დერმატოფიტები მიმართ. ტერბინაფინი ასევე ახდენს ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო , კერატოზულ მოქმდებას. საცხის შემადგენლობაშიშარდოვანას არსებობის ხარჯზე პრეპარატს გააჩნია დამარბილებელი ეფექტი და ხელს უწყობს ტერბინაფინის კანში ღრმად შეღწევას.
ჩვენებები: კანის სოკოვანი დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია მგრძნობიარე მიკრობებით (ტრიქოფიტია, მიკროსპორია, ეპიდერმოფიტია, რუბროფიტია, კანდიდოზი). ტერფის მიკოზი-tinea pedis. ტანის მიკოზი-tinea korporis, გლუვი კანის მიკოზის და მსხვილი ნაკეცების მიკოზის ჩათვლით. საზარდულის ეპიდერმოფიტია- tinea craris. კანის ზედაპირული კანდიდოზი გამოწვეული კანდიდას სახის სოკოებით - Candida albikans, მრავლობითი სირსველი - pityriasis versikolor
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა ტერბინაფინის ან სხვა კომპონენტების მიმართ.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: შესაძლებელია დედისათვის მოსალოდნელი სარგებლის და ნაყოფის მიმართ პოტენციური რისკის მკაცრი შეფასების შემდეგ. ლაქტაციის დროს ფუნგოტერბინის საცხის გამოყენების აუცილებლობის სემტხვევაში, უნდა მოარიდოთ ჩვილი ფუნგოტერბინიტ დამუშავებული ადგილთან კონტაქტს. არ არის რეკომენდებული ფართო ზედაპირზე გამოყენება.
გამოყენების წესი და დოზირება: გარეგანი გამოყენების დროს აუცილებელია დაზიანებული ადგილის გასუფთავება და გაშრობა. ფუნგოტერბინი დაიტანება 1-2 ჯერ დღეში დაზიანებულ კანზე. კანის ნაკეცებზე წასმისას (საზარდულის ადგილი, დუნდულა,სარზევე ჯირკვლის ქვეშ ) რეკომენდებულია დოლბანდის საფენის დადება. მკურნალობის ხანგრძლივობა 1-2 კვირა.
გვერდითი ეფექტი: ადგილობრივი რეაქციები- კანის სიწითლე წვა ჰიპერემია. არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.
გამოშვების ფორმა: 15 გრ ალუმინს ტუბი. კრემი და გელი